საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
26 დაღუპული, ფერფლად ქცეული ტაძრები და დასახლებები - სამხრეთ კორეა “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს“ ებრძვის (ფოტო/ვიდეო)
26 დაღუპული, ფერფლად ქცეული ტაძრები და დასახლებები - სამხრეთ კორეა “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს“ ებრძვის (ფოტო/ვიდეო)

სამ­ხრეთ კო­რე­ა­ში ტყის ხან­ძრე­ბის შე­დე­გად, სულ მცი­რე 26 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსხვერ­პლის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

Reuters-ის ცნო­ბით, ტე­რი­ტო­რია, რო­მელ­ზე­დაც ხან­ძა­რი მძვინ­ვა­რებს დღეს, გუ­შინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, გა­ორ­მაგ­და.

და­იწ­ვა ის­ტო­რი­უ­ლი ტაძ­რე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა და მთლი­ა­ნი და­სახ­ლე­ბე­ბი. გა­ნად­გურ­და გო­უნ­სას ტა­ძა­რი, რო­მე­ლიც 681 წელს აშენ­და და სამხ. კო­რე­ის ეროვ­ნუ­ლი სა­გან­ძუ­რის ნუს­ხა­ში იყო შე­ტა­ნი­ლი.

ხან­ძრის შე­დე­გად, რო­მე­ლიც უი­სე­ონ­გის ოლ­ქში და­ი­წყო, 33 000 ჰექ­ტარ­ზე მეტი ტე­რი­ტო­რია, სა­ვა­რა­უ­დოდ ჯერ კი­დევ იწ­ვის. მე­ხან­ძრე­ე­ბი ძი­რი­თად კე­რას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას ვერ ახერ­ხე­ბენ.

  • ცე­ცხლის ჩაქ­რო­ბის სა­მუ­შა­ო­ებ­ში ვერ­ტმფრე­ნე­ბის არი­ან ჩარ­თუ­ლი. მას­შტა­ბი იმ­დე­ნად დი­დია, რომ ის შე­ა­ფა­სეს “კო­რე­ის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე დიდ ხან­ძრად“.

„ტყის ხან­ძრე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბის გამო, კრი­ტი­კულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვართ ქვეყ­ნის მას­შტა­ბით“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა, ჰან დაკ-სუმ.

სამ­ხრეთ კო­რეა, მთი­ა­ნი რე­ლი­ე­ფის გამო, ტყის ხან­ძრებს ვერ­ტმფრე­ნე­ბის დახ­მა­რე­ბით ებ­რძვის. უსაფრ­თხო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, ქვეყ­ნის სამ რე­გი­ონ­ში 120-ზე მეტი ვერ­ტმფრე­ნია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

წყა­რო

იხი­ლეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
ავტორი:

26 დაღუპული, ფერფლად ქცეული ტაძრები და დასახლებები - სამხრეთ კორეა “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს“ ებრძვის (ფოტო/ვიდეო)

26 დაღუპული, ფერფლად ქცეული ტაძრები და დასახლებები - სამხრეთ კორეა “ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძარს“ ებრძვის (ფოტო/ვიდეო)

სამხრეთ კორეაში ტყის ხანძრების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, მსხვერპლის შესახებ მონაცემები შეიძლება შეიცვალოს.

Reuters-ის ცნობით, ტერიტორია, რომელზედაც ხანძარი მძვინვარებს დღეს, გუშინდელთან შედარებით, გაორმაგდა.

დაიწვა ისტორიული ტაძრები, საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და მთლიანი დასახლებები. განადგურდა გოუნსას ტაძარი, რომელიც 681 წელს აშენდა და სამხ. კორეის ეროვნული საგანძურის ნუსხაში იყო შეტანილი.

ხანძრის შედეგად, რომელიც უისეონგის ოლქში დაიწყო, 33 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სავარაუდოდ ჯერ კიდევ იწვის. მეხანძრეები ძირითად კერასთან მიახლოებას ვერ ახერხებენ.

  • ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ვერტმფრენების არიან ჩართული. მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ის შეაფასეს “კორეის ისტორიაში ყველაზე დიდ ხანძრად“.

„ტყის ხანძრების უპრეცედენტო სწრაფი გავრცელების გამო, კრიტიკულ სიტუაციაში ვართ ქვეყნის მასშტაბით“, - განაცხადა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ჰან დაკ-სუმ.

სამხრეთ კორეა, მთიანი რელიეფის გამო, ტყის ხანძრებს ვერტმფრენების დახმარებით ებრძვის. უსაფრთხოების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სამ რეგიონში 120-ზე მეტი ვერტმფრენია განლაგებული.

წყარო

იხილეთ ასევე: