პარტნიორები:
    ავტორი:

    “ეს მუდმივია“ - დონალდ ტრამპმა აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა

    “ეს მუდმივია“ - დონალდ ტრამპმა აშშ-ში ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა

    აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეერთებულ შტატებში იმპორტირებულ ავტომობილებსა და ავტომობილების ნაწილებზე 25%-იანი ტარიფების დაწესება გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ახალი ტარიფები ძალაში 2 აპრილს შევა.

    აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ეს ზომა გამოიწვევს ავტომობილების ინდუსტრიის "უზარმაზარ ზრდას" და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილებისა და ინვესტიციების ზრდას აშშ-ში.

    ჟურნალისტების შეკითხვაზე, არსებობს რაიმე შანსი, რომ ის კურსს შეცვლის, ტრამპმა უპასუხა : „არა. ეს მუდმივია“.

    ”თუ აწარმოებთ ავტომობილს შეერთებულ შტატებში, ტარიფი არ იქნება,” - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

    • “კანადა მალე უპასუხებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ იმპორტირებულ ავტომობილებზე გამოცხადებულ ახალ ტარიფებს“, - ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა, მარკ კარნიმ განაცხადა.

    მისი თქმით ტრამპის ნაბიჯი „პირდაპირი თავდასხმაა“. ის დღეს მინისტრთა კაბინეტის სხდომის მოწვევას გეგმავს, რათა რეაგირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღონ.

    ”ჩვენ დავიცავთ ჩვენს მუშახელს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ მას ერთად”, - აღნიშნა კარნიმ.

    კითხვაზე, როდის მოახდენს კანადა რეაგირებას, პრემიერმა უპასუხა: "ეს მალე მოხდება. ჩვენ გვაქვს ვარიანტები. შესაძლოა, დავაწესოთ საპასუხო ტარიფები“.