მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - რა რეკომენდაციებს იძლევა მაიკლ ო'ფლაერტი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - რა რეკომენდაციებს იძლევა მაიკლ ო'ფლაერტი

ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი, მა­იკლ ო'ფლა­ერ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ მე­მო­რან­დუმს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დაც­ვი­სა და LGBTI პი­რე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე, კო­მი­სა­რი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ებს გა­მოს­ცემს.

“ევ­რო­საბ­ჭოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­სა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში 21-23 იან­ვარს იმ­ყო­ფე­ბო­და. ვი­ზი­ტი, 2024 წლის 28 ნო­ემ­ბერს, ქვეყ­ნის ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გა­და­დე­ბის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი მა­სობ­რი­ვი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ჩახ­შო­ბას მოჰ­ყვა“, - ნათ­ქვა­მია მე­მო­რან­დუმ­ში.

  • კო­მი­სა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ დე­მონ­სტრან­ტე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის სარ­წმუ­ნო ცნო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლა­დო­ბის­თვის არც ერთი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი პი­რის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი არ დამ­დგა­რა, მე­ტიც, პრო­ტეს­ტის ზო­გი­ერ­თი მო­ნა­წი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს. კო­მი­სა­რი ხაზს უს­ვამს, რომ ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის წი­ნა­შე დაბ­რკო­ლე­ბას ნიღ­ბი­ა­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­თა­ნა­დო იდენ­ტი­ფი­კა­ცია წარ­მო­ად­გენს.

მა­იკლ ო'ფლა­ერ­ტი რე­კო­მენ­და­ცი­ის სა­ხით სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არა­სა­თა­ნა­დო მო­პყრო­ბის შემ­თხვე­ვე­ბის ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ყვე­ლა სა­ჭი­რო ზო­მის მი­ღე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს, მათ შო­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ეფექ­ტუ­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით. ასე­ვე, ო'ფლა­ერ­ტი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის მიერ გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნიშ­ნე­ბის ტა­რე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას გას­ცემს.

  • კო­მი­სა­რი შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს შეკ­რე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ზედ­მეტ შე­ზღუდ­ვებს აწე­სებს, აფარ­თო­ებს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს და პრო­ტესტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბის­თვის უფრო მკაცრ ჯა­რი­მებს აწე­სებს.

“კო­მი­სა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ბევ­რი ცვლი­ლე­ბა კა­ნო­ნი­ე­რე­ბის, აუ­ცი­ლებ­ლო­ბი­სა და პრო­პორ­ცი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პებ­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და რე­კო­მენ­და­ცი­ას უწევს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით კა­ნო­ნებ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას“, - ნათ­ქვა­მია მე­მო­რან­დუმ­ში.

კო­მი­სა­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით.

“ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის საქ­მე, რო­მელ­საც კო­მი­სა­რი ცი­ხე­ში ეს­ტუმ­რა, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის­თვის მზარდ რთულ პი­რო­ბებს ასა­ხავს. კო­მი­სარ­მა უკვე გა­ნა­ცხა­და, რომ მისი წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბა გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია მე­მო­რან­დუმ­ში.

ასე­ვე, კო­მი­სა­რი შეშ­ფო­თე­ბას გა­მო­ხა­ტავს სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სივ­რცის შე­ვიწ­რო­ე­ბის შე­სა­ხებ, მათ შო­რის, მღელ­ვა­რე­ბის გა­მომ­წვე­ვი რი­ტო­რი­კის გამო, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, ასე­ვე, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის არა­საკ­მა­რი­სი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გამო. კო­მი­სა­რი სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის­თვის ხელ­საყ­რე­ლი გა­რე­მოს შექ­მნის მიზ­ნით, რიგ რე­კო­მენ­და­ცი­ებს ასა­ხე­ლებს, მათ შო­რის, “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნის გა­უქ­მე­ბა­სა და იმის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, რომ შეკ­რე­ბის შე­სა­ხებ ნე­ბის­მი­ე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნონ­მდებ­ლო­ბას სრუ­ლად შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს.

კო­მი­სა­რი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია LGBTI პი­რე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბი­სა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ის დო­ნი­თაც.

“ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ LGBTI პი­რე­ბის ყო­ველ­გვა­რი სტიგ­მა­ტი­ზა­ცია უნდა შე­წყვი­ტოს და შე­ვიწ­რო­ე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის ყვე­ლა შემ­თხვე­ვის ეფექ­ტუ­რად გა­მო­ძი­ე­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს“, - აცხა­დებს მა­იკლ ო'ფლა­ერ­ტი.

კო­მი­სა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ “ოჯა­ხუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და არას­რულ­წლო­ვან­თა დაც­ვის“ შე­სა­ხებ კა­ნო­ნი უნდა გა­ა­უქ­მოს, რო­მე­ლიც LGBTI პი­რე­ბის დის­კრი­მი­ნა­ცი­ის სა­მარ­თლებ­რივ სა­ფუძ­ველს ქმნის და LGBTI პი­რე­ბის უფ­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - რა რეკომენდაციებს იძლევა მაიკლ ო'ფლაერტი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშს აქვეყნებს - რა რეკომენდაციებს იძლევა მაიკლ ო'ფლაერტი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაერტი საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც შეშფოთებას გამოხატავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დაცვისა და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, კომისარი აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს გამოსცემს.

“ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში 21-23 იანვარს იმყოფებოდა. ვიზიტი, 2024 წლის 28 ნოემბერს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გადადების შესახებ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადების წინააღმდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობას მოჰყვა“, - ნათქვამია მემორანდუმში.

  • კომისარი აღნიშნავს, რომ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, ძალადობისთვის არც ერთი სამართალდამცავი პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა, მეტიც, პროტესტის ზოგიერთი მონაწილის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. კომისარი ხაზს უსვამს, რომ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის წინაშე დაბრკოლებას ნიღბიანი პოლიციელების სათანადო იდენტიფიკაცია წარმოადგენს.

მაიკლ ო'ფლაერტი რეკომენდაციის სახით საქართველოს ხელისუფლებას დემონსტრანტების წინააღმდეგ არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო ზომის მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაძლიერების გზით. ასევე, ო'ფლაერტი სამართალდამცავების მიერ განმასხვავებელი საიდენტიფიკაციო ნიშნების ტარების რეკომენდაციას გასცემს.

  • კომისარი შეშფოთებას გამოხატავს შეკრების თავისუფლების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ ზედმეტ შეზღუდვებს აწესებს, აფართოებს სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებებს და პროტესტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს.

“კომისარი აღნიშნავს, რომ ბევრი ცვლილება კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებთან შეუთავსებელია და რეკომენდაციას უწევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით კანონებში ცვლილებების შეტანას“, - ნათქვამია მემორანდუმში.

კომისარი შეშფოთებულია ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევის შესახებ გავრცელებული ცნობებით.

“ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმე, რომელსაც კომისარი ციხეში ესტუმრა, დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის მზარდ რთულ პირობებს ასახავს. კომისარმა უკვე განაცხადა, რომ მისი წინასწარი დაკავება გაუმართლებელია“, - აღნიშნულია მემორანდუმში.

ასევე, კომისარი შეშფოთებას გამოხატავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების შესახებ, მათ შორის, მღელვარების გამომწვევი რიტორიკის გამო, რომელიც მიმართულია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უფლებადამცველების წინააღმდეგ, ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების არასაკმარისი მონაწილეობის გამო. კომისარი სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის მიზნით, რიგ რეკომენდაციებს ასახელებს, მათ შორის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაუქმებასა და იმის უზრუნველყოფას, რომ შეკრების შესახებ ნებისმიერი კანონმდებლობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კანონმდებლობას სრულად შეესაბამებოდეს.

კომისარი შეშფოთებულია LGBTI პირების წინაშე არსებული ძალადობისა და დისკრიმინაციის დონითაც.

“ხელისუფლებამ LGBTI პირების ყოველგვარი სტიგმატიზაცია უნდა შეწყვიტოს და შევიწროებისა და ძალადობის ყველა შემთხვევის ეფექტურად გამოძიება უნდა უზრუნველყოს“, - აცხადებს მაიკლ ო'ფლაერტი.

კომისარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი უნდა გააუქმოს, რომელიც LGBTI პირების დისკრიმინაციის სამართლებრივ საფუძველს ქმნის და LGBTI პირების უფლებებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები განახორციელოს.