მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“ - თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეს
“იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“ - თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეს

“არას­დროს არა­ვის, პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ატა­შემ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თავ­ში არ მოს­ვლია ეს იდი­ო­ტუ­რი აზრი - ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლი ვინ­მეს­თვის დაგ­ვეთ­მო“, - ასე უპა­სუ­ხა სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, კო­მი­სი­ის მდივ­ნის სო­ზარ სუ­ბა­რის კი­თხვას, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ ტე­ლე­ე­თერ­ში გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას შე­ე­ხე­ბო­და.

საქ­მე ეხე­ბა მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც სუ­ბა­რის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ “უარს ამ­ბობს ნატო-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა­ზე, თუ აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­თან და­კავ­ში­რე­ბით რუ­სეთ­თან და­ლაგ­დე­ბა“.

გრი­გოლ ვა­შა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მას არ სჯე­რა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბა აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი.

“არა­სო­დეს არ­სად არ­ცერთ სა­უ­ბარ­ში, პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს ფიქ­რა­დაც არ გა­უვ­ლია ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წილ­ზე უა­რის თქმა. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ბრძან­დე­ბით და და­მე­თან­ხმე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ არ­ჩე­ვან­ზე უა­რის თქმა ნიშ­ნავს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლის დათ­მო­ბას. არ­სად არას­დროს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად, არ გა­მი­გია, არ მი­ნა­ხავს, არ დავ­სწრე­ბი­ვარ და არ მჯე­რა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, პრე­ზი­დენტს ასე­თი გან­ცხა­დე­ბა გა­კე­თე­ბი­ნოს. თე­ო­რი­უ­ლად შე­იძ­ლე­ბა სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში ეკი­თხა, რა რაში იც­ვლე­ბა, მაგ­რამ მე ამას არ დავ­სწრე­ბი­ვარ. თუმ­ცა, რო­გორც გეს­მით, დიპ­ლო­მა­ტი­აა და უხე­შად რომ ვთქვათ, აღებ-მი­ცე­მო­ბაა. მაგ­რამ არას­დროს, სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წილ­ზე უა­რის თქმა არა­ვის იმ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, თავ­ში არ მოს­ვლია. იმ მი­ზე­ზი­თაც არ მოს­ვლია არა­ვის თავ­ში, როცა რუ­სებ­მა თქვეს, რომ “ნატო-ზე ვაჭ­რო­ბაც კი არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ თქვე­ნი ნე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­გათ­რე­ვენ, რა­კე­ტებს და­ა­ყე­ნე­ბენ თქვენს ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და და­უ­მიზ­ნე­ბენ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას“. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­სებს, ყვე­ლა მა­სა­ლა, რო­მე­ლიც გა­მო­თხო­ვი­ლი იყო სხვა უწყე­ბე­ბი­დან, ჩვენ და­ვაგ­ზავ­ნეთ“, - გა­ნა­ცხა­და გრი­გოლ ვა­შა­ძემ.

ვა­შა­ძის ამ გან­ცხა­დე­ბას კო­მი­სი­ის მდი­ვან­მა, სო­ზარ სუ­ბარ­მა უპა­სუ­ხა და აღ­ნიშ­ნა, რომ არ­სე­ბობს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ვი­დე­ო­კო­მენ­ტა­რი, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს, რომ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტმა ეს თქვა.

“იმე­დია ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი მო­ნა­ხა­ვენ ამ ჩა­ნა­წერს და აჩ­ვე­ნე­ბენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­გორ ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი სი­ტყვებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მან შე­უთ­ვა­ლა, რომ ნატო-ზე უარს ამ­ბობ­და. თუ ეს ხდე­ბო­და სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გვერ­დის ავ­ლით, ასე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბა პრე­ზი­დენ­ტის მხრი­დან, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია და კარ­გად მე­ტყვე­ლებს, რა ტი­პის მმარ­თვე­ლო­ბა არ­სე­ბობ­და იმ რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში,“ - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

თა­ვის მხრივ, ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ 2003 -2012 წლებ­ში მმარ­თვე­ლო­ბა იყო ეფექ­ტუ­რი.

“მმარ­თვე­ლო­ბა იყო ეფექ­ტუ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ დიპ­ლო­მა­ტი­ა­სა და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, ადა­მი­ანს შე­იძ­ლე­ბა შე­ე­შა­ლოს, მაგ­რამ ჩვენ ვსა­უბ­რობთ სე­რი­ო­ზულ თე­მებ­ზე და სე­რი­ო­ზუ­ლი თე­მაა ის, რაც დო­კუ­მენ­ტუ­რად მტკიც­დე­ბა და რა­საც მე რო­გორც ყო­ფი­ლი სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პირ­ველ პირს შე­მიძ­ლია ყო­ველ წუთ­ში მო­ვა­წე­რო ხელი. არას­დროს არა­ვის თავ­ში პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი ატა­შემ­დე დამ­თავ­რე­ბუ­ლი, თავ­ში არ მოს­ვლია ეს იდი­ო­ტუ­რი აზრი - ჩვე­ნი სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის ნა­წი­ლი ვინ­მეს­თვის დაგ­ვეთ­მო, შე­თა­ვა­ზე­ბაც არ გა­კე­თე­ბუ­ლა რუ­სე­თის მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ვა­შა­ძემ, რა­საც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა შემ­დე­გი რეპ­ლი­კის უპა­სუ­ხა: “სა­ა­კაშ­ვილს თავ­ში რა მო­უ­ვი­და, ახლა ამა­ზე... იმა­ზე ნუ და­ი­ფი­ცებთ, რომ სა­ა­კაშ­ვილს თავ­ში ეს არ მოს­ვლია“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

“იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“ - თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეს

“იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“ - თეა წულუკიანი გრიგოლ ვაშაძეს

“არასდროს არავის, პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო“, - ასე უპასუხა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომისიის მდივნის სოზარ სუბარის კითხვას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეეთერში გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა.

საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც სუბარის თქმით, სააკაშვილი ამბობს, რომ “უარს ამბობს ნატო-ში გაწევრიანებაზე, თუ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით რუსეთთან დალაგდება“.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს მსგავსი განცხადება აქვს გაკეთებული.

“არასოდეს არსად არცერთ საუბარში, პრეზიდენტ სააკაშვილს ფიქრადაც არ გაუვლია ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა. პარლამენტის წევრები ბრძანდებით და დამეთანხმებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ არჩევანზე უარის თქმა ნიშნავს სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას. არსად არასდროს, ოფიციალურად და არაოფიციალურად, არ გამიგია, არ მინახავს, არ დავსწრებივარ და არ მჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტს ასეთი განცხადება გაკეთებინოს. თეორიულად შეიძლება სატელეფონო საუბარში ეკითხა, რა რაში იცვლება, მაგრამ მე ამას არ დავსწრებივარ. თუმცა, როგორც გესმით, დიპლომატიაა და უხეშად რომ ვთქვათ, აღებ-მიცემობაა. მაგრამ არასდროს, საქართველოს სუვერენიტეტის ნაწილზე უარის თქმა არავის იმ ადმინისტრაციაში, თავში არ მოსვლია. იმ მიზეზითაც არ მოსვლია არავის თავში, როცა რუსებმა თქვეს, რომ “ნატო-ზე ვაჭრობაც კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ თქვენი ნების მიუხედავად, შეგათრევენ, რაკეტებს დააყენებენ თქვენს ტერიტორიებზე და დაუმიზნებენ რუსეთის ფედერაციას“. რაც შეეხება სამართლებრივ პროცესებს, ყველა მასალა, რომელიც გამოთხოვილი იყო სხვა უწყებებიდან, ჩვენ დავაგზავნეთ“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ვაშაძის ამ განცხადებას კომისიის მდივანმა, სოზარ სუბარმა უპასუხა და აღნიშნა, რომ არსებობს მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკომენტარი, რომელიც ადასტურებს, რომ მესამე პრეზიდენტმა ეს თქვა.

“იმედია ჟურნალისტები მონახავენ ამ ჩანაწერს და აჩვენებენ საზოგადოებას, როგორ ამბობს სააკაშვილი სიტყვებს, რომლის მიხედვითაც, მან შეუთვალა, რომ ნატო-ზე უარს ამბობდა. თუ ეს ხდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით, ასეთი სერიოზული განცხადებების გაკეთება პრეზიდენტის მხრიდან, წარმოუდგენელია და კარგად მეტყველებს, რა ტიპის მმართველობა არსებობდა იმ რეჟიმის პირობებში,“ - განაცხადა სუბარმა.

თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ 2003 -2012 წლებში მმართველობა იყო ეფექტური.

“მმართველობა იყო ეფექტური. რაც შეეხება ქართულ დიპლომატიასა და საგარეო პოლიტიკას, ადამიანს შეიძლება შეეშალოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სერიოზულ თემებზე და სერიოზული თემაა ის, რაც დოკუმენტურად მტკიცდება და რასაც მე როგორც ყოფილი საგარეო საქმეთა სამინისტროს პირველ პირს შემიძლია ყოველ წუთში მოვაწერო ხელი. არასდროს არავის თავში პრეზიდენტიდან დაწყებული ატაშემდე დამთავრებული, თავში არ მოსვლია ეს იდიოტური აზრი - ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილი ვინმესთვის დაგვეთმო, შეთავაზებაც არ გაკეთებულა რუსეთის მხრიდან“, - განაცხადა ვაშაძემ, რასაც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა შემდეგი რეპლიკის უპასუხა: “სააკაშვილს თავში რა მოუვიდა, ახლა ამაზე... იმაზე ნუ დაიფიცებთ, რომ სააკაშვილს თავში ეს არ მოსვლია“.

იხილეთ ასევე: