მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა?“ - წულუკიანის შეკითხვა და გრიგოლ ვაშაძის განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით
“რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა?“ - წულუკიანის შეკითხვა და გრიგოლ ვაშაძის განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

“რაც შე­ე­ხე­ბა [მო­სახ­ლე­ო­ბის] გაფრ­თხი­ლე­ბას, რო­გორც თქვენ გეს­მით, ეს ჩემი პირ­და­პი­რი ფუნ­ქცია არ იყო და სი­მარ­თლე გი­თხრათ, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე ეს სა­კი­თხი რამ­დენ­ჯერ­მე ვახ­სე­ნე და მი­თხრეს, რომ ამას მივ­ხე­დავ­თო - სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ომი არ და­წყე­ბუ­ლი­ყო და მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გაჰ­ყავ­და მო­სახ­ლე­ო­ბა, სრუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქ­მნე­ბო­და, რომ ჩვენც ომის­თვის ვემ­ზა­დე­ბით და გაგ­ვყავს მო­სახ­ლე­ო­ბა. ეს ერთ-ერთი მო­საზ­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც მა­შინ გა­მო­ით­ქვა“, - ასე უპა­სუ­ხა სა­გა­რეო საქ­მე­თა ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა, გრი­გოლ ვა­შა­ძემ დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შე­კი­თხვას აგ­ვის­ტოს ომ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

  • უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გრი­გოლ ვა­შა­ძეს, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომზე მათ შო­რის შე­კი­თხვა და­უს­ვა, მა­შინ­დელ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, რა­ტომ არ გა­აფრ­თხი­ლა მო­სახ­ლე­ო­ბა, “რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა მა­ხე­ში“.

“ვინ შე­გა­ტყო­ბი­ნათ სო­ფელ ნულ­ზე მა­სი­რე­ბუ­ლი შე­ტე­ვის შე­სა­ხებ; 7 აგ­ვის­ტოს, სად იყო რუ­სუ­ლი ტექ­ნი­კა, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლემ, სა­ი­დან იცო­დით? თქვენ, ზუს­ტად გვერ­დით თუ არა, ერ­თის გა­მო­ტო­ვე­ბით ხართ ყვე­ლა იმ სხდო­მა­ზე, სა­დაც პრე­ზი­დენ­ტი უშიშ­რო­ე­ბის სხდო­მებს მარ­თავს იმ დღე­ებ­ში. ეს კად­რე­ბი­და­ნაც ჩანს. რა­ტომ არ გა­აფრ­თხი­ლეთ მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც აღ­მოჩ­ნდა მა­ხე­ში? ბა­ტო­ნო გრი­გოლ, თქვენ პო­ზი­ცი­ა­ზე იმი­ტომ ვა­მახ­ვი­ლებ ყუ­რა­დღე­ბას, რომ სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მი­ნის­ტრის და მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ფუნ­ქცია ვერ იქ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია, მაგ­რამ თქვენც კი, სა­მო­ქა­ლა­ქო პირ­მა, რომ­ლის მთა­ვა­რი ფუნ­ქცია არის დიპ­ლო­მა­ტია, იცო­დით, რომ მი­ნი­მუმ 4 აგ­ვის­ტო­დან იმ რე­გი­ონ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი საფრ­თხე. რა­ტომ არ გა­აფრ­თხი­ლეთ, თუ რა­ტომ არ გა­აფრ­თხი­ლეს?“ - მი­მარ­თა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გრი­გოლ ვა­შა­ძეს და ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნა, რომ და­ღუ­პუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან “ხშირ შემ­თხვე­ვა­ში არ იყო ბრმა ტყვი­ით გარ­დაც­ვლი­ლი - დახ­ვრი­ტეს!“.

თა­ვის მხრივ, გრი­გოლ ვა­შა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის გაფრ­თხი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე დას­ვა.

“თქვენ, 4 აგ­ვის­ტო ახ­სე­ნეთ, ქალ­ბა­ტო­ნო თეა. 31 ივ­ლი­სი­დან მი­დი­ო­და ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი და­ბომბვა. თან, იმ კა­ლიბ­რის ია­რა­ღით 82 და 122 არ­ტი­ლე­რი­ით, რო­მე­ლიც კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი იყო ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბით, ოკუ­პი­რე­ბულ ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში შე­ტა­ნა. რო­გორც მე თქვენ გი­თხა­რით, ინ­ფორ­მა­ცია მო­დი­ო­და რამ­დე­ნი­მე წყა­რო­დან: მო­კავ­ში­რე­ე­ბი, დაზ­ვერ­ვა, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო - ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, ასე­ვე სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რაც შე­ე­ხე­ბო­და დიპ­ლო­მა­ტი­ურ ას­პექტს ამ უკვე და­წყე­ბუ­ლი ომის. რო­დე­საც დავ­ხუ­რავთ სხდო­მას, მე თქვენ ორ დო­კუ­მენტს მოგ­ცემთ ინ­გლი­სუ­რად და აგიხ­სნით, სა­ი­დან, რა ვი­ცო­დი.

რაც შე­ე­ხე­ბა გაფრ­თხი­ლე­ბას, ეს ჩემი პირ­და­პი­რი ფუნ­ქცია არ იყო, რო­გორც თქვენ გეს­მით და სი­მარ­თლე გი­თხრათ, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ზე ეს სა­კი­თხი რამ­დენ­ჯერ­მე მე ვახ­სე­ნე და მი­თხრეს, რომ ამას მივ­ხე­დავ­თო. [საბ­ჭოს სხდო­მა­ზე] არ მი­პა­სუ­ხეს, რომ გან­ვი­ხი­ლავ­თო, სა­კი­თხი იყო - სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გან­ვი­ხი­ლავ­თო, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, ქალ­ბა­ტო­ნო თეა, არ და­გა­ვი­წყდეთ, სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და იმის­თვის, რომ ომი არ და­წყე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ, რო­დე­საც რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად გაჰ­ყავ­და მო­სახ­ლე­ო­ბა, სრუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა შე­იქ­მნე­ბო­და, რომ ჩვენც ომის­თვის ვემ­ზა­დე­ბით და გაგ­ვყავს მო­სახ­ლე­ო­ბა. ეს ერთ-ერთი მო­საზ­რე­ბა იყო, რო­მე­ლიც მა­შინ გა­მო­ით­ქვა“, - უპა­სუ­ხა გი­ორ­გი ვა­შა­ძემ თეა წუ­ლუ­კი­ანს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

“რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა?“ - წულუკიანის შეკითხვა და გრიგოლ ვაშაძის განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

“რატომ არ გააფრთხილეს მოსალოდნელი ომის შესახებ მოსახლეობა, რომელიც მახეში აღმოჩნდა?“ - წულუკიანის შეკითხვა და გრიგოლ ვაშაძის განმარტება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით

“რაც შეეხება [მოსახლეობის] გაფრთხილებას, როგორც თქვენ გესმით, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო და სიმართლე გითხრათ, უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი რამდენჯერმე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო - საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო და მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“, - ასე უპასუხა საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეკითხვას აგვისტოს ომთან დაკავშირებით.

  • უფრო კონკრეტულად, თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს, 2008 წლის აგვისტოს ომზე მათ შორის შეკითხვა დაუსვა, მაშინდელმა ხელისუფლებამ, რატომ არ გააფრთხილა მოსახლეობა, “რომელიც აღმოჩნდა მახეში“.

“ვინ შეგატყობინათ სოფელ ნულზე მასირებული შეტევის შესახებ; 7 აგვისტოს, სად იყო რუსული ტექნიკა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, საიდან იცოდით? თქვენ, ზუსტად გვერდით თუ არა, ერთის გამოტოვებით ხართ ყველა იმ სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი უშიშროების სხდომებს მართავს იმ დღეებში. ეს კადრებიდანაც ჩანს. რატომ არ გააფრთხილეთ მოსახლეობა, რომელიც აღმოჩნდა მახეში? ბატონო გრიგოლ, თქვენ პოზიციაზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის და მინისტრის მოადგილის ფუნქცია ვერ იქნება მოსახლეობის ევაკუაცია, მაგრამ თქვენც კი, სამოქალაქო პირმა, რომლის მთავარი ფუნქცია არის დიპლომატია, იცოდით, რომ მინიმუმ 4 აგვისტოდან იმ რეგიონში მოსახლეობას აქვს ეგზისტენციალური საფრთხე. რატომ არ გააფრთხილეთ, თუ რატომ არ გააფრთხილეს?“ - მიმართა თეა წულუკიანმა გრიგოლ ვაშაძეს და ამავდროულად აღნიშნა, რომ დაღუპული მოსახლეობიდან “ხშირ შემთხვევაში არ იყო ბრმა ტყვიით გარდაცვლილი - დახვრიტეს!“.

თავის მხრივ, გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რომ მოსახლეობის გაფრთხილებასთან დაკავშირებული საკითხი უშიშროების საბჭოს სხდომაზე დასვა.

“თქვენ, 4 აგვისტო ახსენეთ, ქალბატონო თეა. 31 ივლისიდან მიდიოდა ქართული სოფლების პერიოდული დაბომბვა. თან, იმ კალიბრის იარაღით 82 და 122 არტილერიით, რომელიც კატეგორიულად აკრძალული იყო ყველა შეთანხმებით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში შეტანა. როგორც მე თქვენ გითხარით, ინფორმაცია მოდიოდა რამდენიმე წყაროდან: მოკავშირეები, დაზვერვა, თავდაცვის სამინისტრო - ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტრო, რაც შეეხებოდა დიპლომატიურ ასპექტს ამ უკვე დაწყებული ომის. როდესაც დავხურავთ სხდომას, მე თქვენ ორ დოკუმენტს მოგცემთ ინგლისურად და აგიხსნით, საიდან, რა ვიცოდი.

რაც შეეხება გაფრთხილებას, ეს ჩემი პირდაპირი ფუნქცია არ იყო, როგორც თქვენ გესმით და სიმართლე გითხრათ, უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი რამდენჯერმე მე ვახსენე და მითხრეს, რომ ამას მივხედავთო. [საბჭოს სხდომაზე] არ მიპასუხეს, რომ განვიხილავთო, საკითხი იყო - საჭიროების შემთხვევაში, განვიხილავთო, მაგრამ მეორე მხრივ, ქალბატონო თეა, არ დაგავიწყდეთ, საქართველო ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ომი არ დაწყებულიყო. მაშინ, როდესაც რუსეთის ფედერაციას დემონსტრაციულად გაჰყავდა მოსახლეობა, სრული შთაბეჭდილება შეიქმნებოდა, რომ ჩვენც ომისთვის ვემზადებით და გაგვყავს მოსახლეობა. ეს ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომელიც მაშინ გამოითქვა“, - უპასუხა გიორგი ვაშაძემ თეა წულუკიანს.