აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია განიხილავს იმ მოთხოვნებს, რაც რუსეთმა შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმების სანაცვლოდ წამოაყენა.
“ჩვენ ახლა ყველა მათგანზე ვფიქრობთ. არის ხუთი თუ ექვსი პირობა. ჩვენ ყველა მათგანს განვიხილავთ“, - განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გუშინ კრემლმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას ითხოვენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა Newsmax-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებაც ისაუბრა.
"ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ომი დასრულდეს, მაგრამ შესაძლოა, ისინი ფეხს ითრევენ... ვფიქრობ, ზელენსკისაც სურს, რომ ეს დასრულდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი თქმით, ორივე მხარე კვირაში, საშუალოდ, 2 500 ჯარისკაცს კარგავს.
”ისინი არ არიან ამერიკელები, მაგრამ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, ამ თვალსაზრისით. ვხედავ ბრძოლის ველების სურათებს - მირჩევნია არ ვნახო. უბრალოდ მინდა, რომ ეს შეჩერდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
იხილეთ ასევე: