მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას ასახელებს - რას ითხოვს პუტინი?
კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას ასახელებს - რას ითხოვს პუტინი?

კრემ­ლი შავ ზღვა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტამ­დე სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლის მოხ­სნას მო­ი­თხოვს. შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა კრემ­ლის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზეა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი.

კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გან­სხვავ­დე­ბა აქამ­დე თეთ­რი სახ­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის­გან, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი და რუ­სე­თი შე­თან­ხმდნენ შავ ზღვა­ში უსაფრ­თხო ნა­ვი­გა­ცი­ის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე, ძა­ლის არ­გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, და სამ­ხედ­რო მიზ­ნე­ბის­თვის კო­მერ­ცი­უ­ლი გე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აღ­კვე­თა­ზე”.

კერ­ძოდ, თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნულ პუნ­ქტს წი­ნა­პი­რო­ბე­ბი არ ახ­ლავს. კრემ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში კი ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პუნ­ქტი ძა­ლა­ში შემ­დის მას შემ­დეგ, რაც ოთხი პი­რო­ბა იქ­ნე­ბა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი:

“სა­სან­ქციო შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა “როს­სელ­ხოზ­ბან­კის” და სხვა სა­ფი­ნან­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან სურ­სა­თით (მათ შო­რის თევ­ზე­უ­ლით) და სა­სუ­ქით სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ვაჭ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში, მათი ჩარ­თუ­ლო­ბა SWIFT-თან, აუ­ცი­ლე­ბე­ლი სა­კო­რეს­პონ­დენ­ციო ან­გა­რი­შე­ბის გახ­სნა;

სა­ვაჭ­რო და­ფი­ნან­სე­ბის ოპე­რა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა;

სა­სან­ქციო შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა პორ­ტებ­ში გე­მე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და რუ­სე­თის დრო­შის ქვეშ მყოფ გე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ჩარ­თულ­ნი არი­ან სურ­სა­თით (მათ შო­რის თევ­ზე­უ­ლით) და სა­სუ­ქით ვაჭ­რო­ბა­ში;

შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კის მი­წო­დე­ბა­ზე, ასე­ვე სხვა სა­ქონ­ლის, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა სურ­სა­თის (მათ შო­რის თევ­ზე­უ­ლის) და სა­სუ­ქის წარ­მო­ე­ბა­ში,” - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას ასახელებს - რას ითხოვს პუტინი?

კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობას ასახელებს - რას ითხოვს პუტინი?

კრემლი შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტამდე სანქციების ნაწილის მოხსნას მოითხოვს. შესაბამისი განცხადება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

კრემლის განცხადება მნიშვნელოვნად განსხვავდება აქამდე თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული განცხადებისგან, რომელშიც აღნიშნულია, რომ “შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდნენ შავ ზღვაში უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის არგამოყენებაზე, და სამხედრო მიზნებისთვის კომერციული გემების გამოყენების აღკვეთაზე”.

კერძოდ, თეთრი სახლის განცხადებაში აღნიშნულ პუნქტს წინაპირობები არ ახლავს. კრემლის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ აღნიშნული პუნქტი ძალაში შემდის მას შემდეგ, რაც ოთხი პირობა იქნება დაკმაყოფილებული:

“სასანქციო შეზღუდვების მოხსნა “როსსელხოზბანკის” და სხვა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ჩართულები არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით საერთაშორისო სავაჭრო ოპერაციების უზრუნველყოფაში, მათი ჩართულობა SWIFT-თან, აუცილებელი საკორესპონდენციო ანგარიშების გახსნა;

სავაჭრო დაფინანსების ოპერაციების განხორციელებაზე შეზღუდვების მოხსნა;

სასანქციო შეზღუდვების მოხსნა პორტებში გემების მომსახურებაზე და რუსეთის დროშის ქვეშ მყოფ გემებზე, რომლებიც ჩართულნი არიან სურსათით (მათ შორის თევზეულით) და სასუქით ვაჭრობაში;

შეზღუდვების მოხსნა რუსეთის ფედერაციაში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მიწოდებაზე, ასევე სხვა საქონლის, რომელიც გამოიყენება სურსათის (მათ შორის თევზეულის) და სასუქის წარმოებაში,” - ნათქვამია განცხადებაში.

წაიკითხეთ ასევე: