სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვითხოვდი  სასამართლოზე გადაყვანას, ეს გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც" - გიორგი ჩიკვაიძე
"ვითხოვდი  სასამართლოზე გადაყვანას, ეს გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც" - გიორგი ჩიკვაიძე

“პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბას­თან ერ­თად მი­ვი­ღე ახა­ლი და მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აეკ­რძა­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებს, რად­გან თავს არ ვგრძნობ უსაფრ­თხოდ მათ ხელ­ში“,- ამის შე­სა­ხებ დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და იმ ფაქტსაც ეხ­მი­ა­ნე­ბა, რომ დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე მისი გა­დაყ­ვა­ნა არ მომ­ხდა­რა.

  • რო­გორც ჩიკ­ვა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მან იცო­და, რომ ეტ­ლით უნდა გა­და­ეყ­ვა­ნათ დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე, თუმ­ცა მას­თან ბად­რა­გი მი­ვი­და და უთხრა, რომ უკან უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო საპ­რო­ცე­დუ­რო ოთახ­ში, სა­დაც კვლავ აუ­ღეს ანა­ლი­ზე­ბი. მი­სი­ვე თქმით, “უეც­რად, მთა­ვარ­მა ექიმ­მა უთხრა“, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვერ და­ეს­წრე­ბო­და, რა­მაც მი­სის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

“დღეს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვი­ცო­დი, რომ N18-ე პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეტ­ლით უნდა გა­და­ვეყ­ვა­ნე სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და­სას­წრე­ბად, რის­თვი­საც 11 მარ­ტის შემ­დგომ ვემ­ზა­დე­ბი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად და მო­რა­ლუ­რად, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ხელს არ მი­წყობს. შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ სპე­ცი­ა­ლუ­რი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტრან­სპორ­ტი მო­ვი­და, ჩა­მიყ­ვა­ნეს მან­ქა­ნას­თან, მოხ­და ჩემი გან­თავ­სე­ბა და გა­ვემ­ზა­დეთ წა­სას­ვლე­ლად. უეც­რად, ერთ-ერთი ბად­რა­გი მო­ვი­და და მი­თხრა, რომ უკან უნდა დავ­ბრუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი საპ­რო­ცე­დუ­რო ოთახ­ში, სა­დაც კვლავ ამი­ღეს ანა­ლი­ზე­ბი. უეც­რად მთა­ვარ­მა ექიმ­მა მი­თხრა, რომ სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვერ და­ვეს­წრე­ბო­დი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ჩემი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა.

მე ვი­თხოვ­დი შე­თან­ხმე­ბი­სა­მებრ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­დაყ­ვა­ნას, ეს დი­ა­ლო­გი გა­და­ი­ზარ­და ყვი­რილ­ში და ჩხუბ­ში, რა დრო­საც ჩა­ერ­თო მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რიც, მა­ნაც მხა­რი და­უ­ჭი­რა მთა­ვარ ექიმს.

ამ და­ძა­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ გა­მო­იწ­ვია ჩემი მა­ღა­ლი წნე­ვა. ამის შემ­დეგ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტორ­მა გან­მი­ცხა­და, რომ ისი­ნი აქვე ჩა­მი­ტა­რებ­დნენ პრო­ცესს და ამ უსა­მარ­თლო ცირ­კის ორ პერ­სო­ნაჟს მო­სა­მარ­თლეს და პრო­კუ­რორს მო­იყ­ვან­დნენ და­ხუ­რულ გა­რე­მო­ში.

შემ­დგომ ბად­რაგს უთხრა, უკან და­ვებ­რუ­ნე­ბი­ნე და ჩემი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამიყ­ვა­ნეს.

ჩემ­თვის ეჭვი აღარ არ­სე­ბობს, რომ ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცია იმა­ვე­ნა­ი­რად არის ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე, რო­გორც პრო­კუ­რო­რი და მო­სა­მარ­თლე. მი­ზა­ნიც ცხა­დი იყო, რომ მათ არ უნ­დო­დათ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ენა­ხა სა­ჯა­როდ, თუ რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბი და რას გა­ვაჟ­ღე­რებ­დი სა­ჯა­როდ.

პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად შიმ­ში­ლო­ბას­თან ერ­თად მი­ვი­ღე ახა­ლი და მყა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ აეკ­რძა­ლოთ ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი და მკურ­ნა­ლო­ბა მე-18-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ექი­მებს, რად­გან თავს არ ვგრძნობ უსაფრ­თხოდ მათ ხელ­ში.

კი­დევ ერთხელ ვი­ძა­ხი, სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ეკის­რე­ბათ იზა კე­ლენ­ჯე­რი­ძეს, გი­ორ­გი გა­ბი­ტაშ­ვილს და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს.

ასე­ვე, მინ­და მივ­მარ­თო სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ კორ­პუსს და სა­ელ­ჩო­ებს, გან­სა­კუთ­რე­ბით ბრი­ტა­ნე­თის სა­ელ­ჩოს, მათ­თვის ცნო­ბი­ლია საქ­მის დე­ტა­ლე­ბი, გთხოვთ და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­ა­გი­რე­ბას, სა­ნამ შე­მიძ­ლია კო­მუ­ნი­კა­ცია.

ცალ­კე მინ­და მივ­მარ­თო და ჩემი ღრმა პა­ტი­ვის­ცე­მა გა­მოვ­ხა­ტო სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის ელ­ჩის მი­მართ. სა­ელ­ჩოს კომ­პე­ტენ­ცი­ის და მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში თქვენ დე­ტა­ლუ­რად ხართ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ამ საქ­მე­ზე და ჩემს მი­მართ დევ­ნის არა­ერთ ფაქ­ტზე, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გთხოვთ ამ მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოთ თქვე­ნი ან თქვენს მიერ ნდო­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი პი­რის ვი­ზი­ტი.

თქვენ­თვის მაქვს რა­ღაც სათ­ქმე­ლი რაც ეხე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ნა­წილს და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას.

წი­ნას­წარ გიხ­დით მად­ლო­ბას”,- წერს ჩიკ­ვა­ი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ვითხოვდი  სასამართლოზე გადაყვანას, ეს გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც" - გიორგი ჩიკვაიძე

"ვითხოვდი  სასამართლოზე გადაყვანას, ეს გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც" - გიორგი ჩიკვაიძე

“პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18 დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში“,- ამის შესახებ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე სოციალურ ქსელში წერს და იმ ფაქტსაც ეხმიანება, რომ დღევანდელ პროცესზე მისი გადაყვანა არ მომხდარა.

  • როგორც ჩიკვაიძე აღნიშნავს, მან იცოდა, რომ ეტლით უნდა გადაეყვანათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, თუმცა მასთან ბადრაგი მივიდა და უთხრა, რომ უკან უნდა დაბრუნებულიყო საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ აუღეს ანალიზები. მისივე თქმით, “უეცრად, მთავარმა ექიმმა უთხრა“, რომ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრებოდა, რამაც მისის გაღიზიანება გამოიწვია.

“დღეს მომზადებული ვიყავი და ვიცოდი, რომ N18-ე პენიტენციურ დაწესებულებას ეტლით უნდა გადავეყვანე სასამართლო პროცესზე დასასწრებად, რისთვისაც 11 მარტის შემდგომ ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად, მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა ხელს არ მიწყობს. შეთანხმებისამებრ სპეციალური ადაპტირებული ტრანსპორტი მოვიდა, ჩამიყვანეს მანქანასთან, მოხდა ჩემი განთავსება და გავემზადეთ წასასვლელად. უეცრად, ერთ-ერთი ბადრაგი მოვიდა და მითხრა, რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავი საპროცედურო ოთახში, სადაც კვლავ ამიღეს ანალიზები. უეცრად მთავარმა ექიმმა მითხრა, რომ სასამართლო პროცესს ვერ დავესწრებოდი, რამაც გამოიწვია ჩემი გაღიზიანება.

მე ვითხოვდი შეთანხმებისამებრ სასამართლო პროცესზე გადაყვანას, ეს დიალოგი გადაიზარდა ყვირილში და ჩხუბში, რა დროსაც ჩაერთო მე-18 დაწესებულების დირექტორიც, მანაც მხარი დაუჭირა მთავარ ექიმს.

ამ დაძაბულმა ვითარებამ გამოიწვია ჩემი მაღალი წნევა. ამის შემდეგ დაწესებულების დირექტორმა განმიცხადა, რომ ისინი აქვე ჩამიტარებდნენ პროცესს და ამ უსამართლო ცირკის ორ პერსონაჟს მოსამართლეს და პროკურორს მოიყვანდნენ დახურულ გარემოში.

შემდგომ ბადრაგს უთხრა, უკან დავებრუნებინე და ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ამიყვანეს.

ჩემთვის ეჭვი აღარ არსებობს, რომ ციხის ადმინისტრაცია იმავენაირად არის ამ პროცესის მონაწილე, როგორც პროკურორი და მოსამართლე. მიზანიც ცხადი იყო, რომ მათ არ უნდოდათ საზოგადოებას ენახა საჯაროდ, თუ რა მდგომარეობაში ვიმყოფები და რას გავაჟღერებდი საჯაროდ.

პროტესტის ნიშნად შიმშილობასთან ერთად მივიღე ახალი და მყარი გადაწყვეტილება, რომ აეკრძალოთ ნებისმიერი სახის სამედიცინო კვლევები და მკურნალობა მე-18-ე დაწესებულების ექიმებს, რადგან თავს არ ვგრძნობ უსაფრთხოდ მათ ხელში.

კიდევ ერთხელ ვიძახი, სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ იზა კელენჯერიძეს, გიორგი გაბიტაშვილს და ბიძინა ივანიშვილს.

ასევე, მინდა მივმართო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საელჩოებს, განსაკუთრებით ბრიტანეთის საელჩოს, მათთვის ცნობილია საქმის დეტალები, გთხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას, სანამ შემიძლია კომუნიკაცია.

ცალკე მინდა მივმართო და ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვხატო საქართველოში ამერიკის ელჩის მიმართ. საელჩოს კომპეტენციის და მონიტორინგის ფარგლებში თქვენ დეტალურად ხართ ინფორმირებული ამ საქმეზე და ჩემს მიმართ დევნის არაერთ ფაქტზე, დაუყოვნებლივ გთხოვთ ამ მონიტორინგის ფარგლებში განახორციელოთ თქვენი ან თქვენს მიერ ნდობით აღჭურვილი პირის ვიზიტი.

თქვენთვის მაქვს რაღაც სათქმელი რაც ეხება პოლიტიკური უსაფრთხოების ნაწილს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას.

წინასწარ გიხდით მადლობას”,- წერს ჩიკვაიძე.