სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ; ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას“ - ალეკო ელისაშვილი
“შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ; ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას“ - ალეკო ელისაშვილი

“მუ­ქა­რე­ბის, ცი­ხის, რეპ­რე­სი­ე­ბის არა­ვის ეში­ნია! - თუ თქვე­ნი გათ­ვლა იმა­ზეა, რომ გავ­ტყდე­ბით და შევ­შინ­დე­ბით, სხვა მი­სა­მარ­თზე მოხ­ვდით, ჩემო ბა­ტო­ნო - თქვენ შე­ა­ში­ნეთ ერ­თმა­ნე­თი იმ შა­პი­ტო­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ“, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

  • მისი თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ “ძლი­ერ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ძა­ლი­ან ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას ხე­დავს და მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის და­პა­ტიმ­რე­ბით ამი­ტომ იმუქ­რე­ბი­ან.

“13 წე­ლია, ეს ხალ­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია და ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ თურ­მე, რა­ღა­ცე­ბი მომ­ხდა­რა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სა­მარ­თალ­თან, რა­მის გულ­წრფე­ლად გა­მო­ძი­ე­ბას­თან საქ­მე არ გვაქვს. უბ­რა­ლოდ, ახა­ლი შა­პი­ტო მო­ი­ფიქ­რეს და იმ ცირ­კში და შა­პი­ტო­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, რომ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღოთ, რა­საც ჩვენ არ ვა­პი­რებთ. თუ რა­მის გა­მო­ძი­ე­ბა უნ­დათ “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“ და­კავ­ში­რე­ბით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ აფი­ნან­სებ­და “ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და ღმერ­თმა უწყის რამ­დე­ნი ათე­უ­ლი მი­ლი­ო­ნი გა­და­უ­რი­ცხა, 7 ნო­ემ­ბრის დარ­ბე­ვის შემ­დე­გაც რომ აფი­ნან­სებ­და, ეს გა­მო­ი­ძი­ეთ, თუ მაგ­რე­ბი ხართ. რა თქმა უნდა, არაფ­რის გა­მო­ძი­ე­ბას­თან საქ­მე არ გვაქვს. ჩვენს კო­ა­ლი­ცი­ა­ში ხე­და­ვენ ძა­ლი­ან ძლი­ერ პო­ლი­ტი­კურ გა­ერ­თი­ა­ნე­ბას. რა მოგ­ვი­ხერ­ხონ არ იცი­ან და ახლა ასე გვე­მუქ­რე­ბი­ან, რომ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს. ჩვე­ნი პა­სუ­ხი არის ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი, რომ ამ მუ­ქა­რე­ბის არა­ვის ეში­ნია. არც ცი­ხის გვე­ში­ნია, არც და­პა­ტიმ­რე­ბის მუ­ქა­რის და არც იმ რეპ­რე­სი­ე­ბის, რაც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ არის გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, ან რა რეპ­რე­სი­ე­ბის გა­ტა­რე­ბა­საც გეგ­მავთ. ასე რომ, თუ თქვე­ნი გათ­ვლა იმა­ზეა, რომ გავ­ტყდე­ბით, გა­ვიბ­ზა­რე­ბით და შევ­შინ­დე­ბით, იქ ვერ მოხ­ვდით ჩემო ბა­ტო­ნო, სხვა მი­სა­მარ­თზე მოხ­ვდით. თქვენ შე­ა­ში­ნეთ ერ­თმა­ნე­თი იმ შა­პი­ტო­ში, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობთ“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და­ი­ბა­რა, თუმ­ცა სხდო­მა­ზე არც ერთი მათ­გა­ნი არ მი­ვი­და. ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა პო­ლი­ტი­კო­სებ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რეს, რომ პრო­ცე­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას არ აპი­რე­ბენ. დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს. რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ხა­ზა­რა­ძე კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც და­ბა­რე­ბუ­ლი იყო, არ გა­მო­ცხად­და. კო­მი­სია პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის მი­მარ­თვის სა­კი­თხზე იმ­სჯე­ლებს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

“შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ; ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას“ - ალეკო ელისაშვილი

“შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ; ის გამოიძიეთ ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას“ - ალეკო ელისაშვილი

“მუქარების, ციხის, რეპრესიების არავის ეშინია! - თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით და შევშინდებით, სხვა მისამართზე მოხვდით, ჩემო ბატონო - თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

  • მისი თქმით, “ქართული ოცნება“ “ძლიერ საქართველოში“ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას ხედავს და მმართველი პარტიის წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაპატიმრებით ამიტომ იმუქრებიან.

“13 წელია, ეს ხალხი ხელისუფლებაშია და ახლა აღმოაჩინეს, რომ თურმე, რაღაცები მომხდარა 13-15-17 წლის წინ. რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს და იმ ცირკში და შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ. თუ რამის გამოძიება უნდათ “ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი რომ აფინანსებდა “ნაციონალურ მოძრაობას" და ღმერთმა უწყის რამდენი ათეული მილიონი გადაურიცხა, 7 ნოემბრის დარბევის შემდეგაც რომ აფინანსებდა, ეს გამოიძიეთ, თუ მაგრები ხართ. რა თქმა უნდა, არაფრის გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. ჩვენს კოალიციაში ხედავენ ძალიან ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებას. რა მოგვიხერხონ არ იციან და ახლა ასე გვემუქრებიან, რომ დააპატიმრებენ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს. ჩვენი პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ ამ მუქარების არავის ეშინია. არც ციხის გვეშინია, არც დაპატიმრების მუქარის და არც იმ რეპრესიების, რაც ჩვენს წინააღმდეგ არის გაჩაღებული, ან რა რეპრესიების გატარებასაც გეგმავთ. ასე რომ, თუ თქვენი გათვლა იმაზეა, რომ გავტყდებით, გავიბზარებით და შევშინდებით, იქ ვერ მოხვდით ჩემო ბატონო, სხვა მისამართზე მოხვდით. თქვენ შეაშინეთ ერთმანეთი იმ შაპიტოში, რომელშიც მონაწილეობთ“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა, თუმცა სხდომაზე არც ერთი მათგანი არ მივიდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ. დროებითი საგამოძიებო კომისია, “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს. როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა. კომისია პროკურატურისთვის მიმართვის საკითხზე იმსჯელებს ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც.