სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?
პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?

ეგ­ვიპ­ტის პი­რა­მი­დე­ბი დღემ­დე შე­უც­ნო­ბე­ლი და კვლე­ვის სა­გა­ნია. ამ­ჯე­რად, მეც­ნი­ერ­თა გან­ცხა­დე­ბით, მათ პი­რა­მი­დე­ბის ქვეშ გვი­რა­ბე­ბი, სვე­ტე­ბი, ბი­ლი­კე­ბი და გი­გან­ტუ­რი დარ­ბა­ზე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მი­ვე პი­რა­მი­დის ქვეშ ვრცელ­დე­ბა.

  • პი­რა­მი­დე­ბის მო­რი­გი სა­ი­დუმ­ლო გლაზ­გოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და პი­ზის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მკვლევ­რებ­მა სა­ტე­ლი­ტუ­რი რა­და­რის ტექ­ნო­ლო­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

"რო­დე­საც გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შე­იძ­ლე­ბა, ნამ­დვილ მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქად აღი­წე­როს", - ამ­ბობს ერთ-ერთი მკვლე­ვა­რი, კო­რა­დო მა­ლან­გა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, ეს გი­გან­ტუ­რი ქსე­ლი ქვი­შის სიღ­რმე­ში 2.1 კმ-მდე ეშ­ვე­ბა და ის პი­რა­მი­დე­ბამ­დე სა­უ­კუ­ნე­ე­ბით ადრე უნდა აე­გოთ. მკვლევ­რე­ბი წე­რენ, რომ ამ ად­გილს შე­საძ­ლოა, რე­ლი­გი­უ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა ჰქო­ნო­და.

  • შე­იძ­ლე­ბა თუ არა, ამ სის­ტე­მას ათა­სო­ბით წლით ადრე ეარ­სე­ბა? და თუ ასეა, ვინ და რო­გორ აა­შე­ნა ის?

უკვე დიდი ხა­ნია, არ­ქე­ო­ლო­გე­ბი "ქვი­შის სა­ი­დუმ­ლოს" ამოხ­სნა­ზე სა­უბ­რო­ბენ. მაგ­რამ სი­ნამ­დვი­ლე ახლა კი­დევ უფრო გა­სა­ოც­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე ჩვე­ნი ყვე­ლა­ზე გა­ბე­დუ­ლი ვა­რა­უ­დი.

რა­დარ­მა პი­რა­მი­დე­ბის ქვეშ ხუთი სტრუქ­ტუ­რა გა­მო­ავ­ლი­ნა. ამ სტრუქ­ტუ­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა უც­ნო­ბია, მაგ­რამ მათ ერ­თმა­ნეთ­თან გე­ო­მეტ­რი­უ­ლი გა­სას­ვლე­ლე­ბი აკავ­ში­რებთ.

გა­ცი­ლე­ბით შთამ­ბეჭ­და­ვია რვა ვერ­ტი­კა­ლუ­რი სვე­ტი, რო­მელ­თა სიგ­რძე თით­ქმის ხუთ­ჯერ აღე­მა­ტე­ბა ხეფ­რე­ნის პი­რა­მი­დის სი­მაღ­ლეს.

ქვის ცი­ლინ­დრე­ბი ორ რი­გა­დაა გან­ლა­გე­ბუ­ლი.

თი­თო­ე­უ­ლი სვე­ტის გარ­შე­მო კი­ბის მაგ­ვა­რი ბი­ლი­კიც ადის. შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის გა­აზ­რე­ბა, თუ რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და, ეს უძ­ვე­ლეს დრო­ში შექ­მნი­ლი­ყო.

103 წლის წინ, ფა­რა­ონ ტუ­ტან­ხა­მო­ნის საფ­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, სპე­კუ­ლა­ცი­ებ­მა ძველ ეგ­ვიპ­ტე­ზე პიკს მი­აღ­წია. 1990-იან წლებ­ში, არ­ქე­ო­ლოგ­მა რო­ბერტ ბო­ვალ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ დიდი პი­რა­მი­დე­ბის ას­ტრო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­შიფ­რა.

  • პრო­ფე­სორ­მა ჩან­დრა ვიქ­რა­მა­სინ­გემ გა­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ პი­რა­მი­დე­ბი ას­ტე­რო­ი­დე­ბის ცვე­ნის­გან დამ­ცა­ვი თავ­შე­საფ­რე­ბი იყო. მან იშ­ვი­ათ ძვირ­ფას ქვებ­ზე მი­უ­თი­თა, რომ­ლე­ბიც ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კის უდაბ­ნო­ებ­ში იყო გაბ­ნე­უ­ლი - ქა­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა, ას­ტე­რო­ი­დის და­ჯა­ხე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი ყო­ფი­ლი­ყო.

მისი მსჯე­ლო­ბით, თუ ად­რე­უ­ლი ეგ­ვიპ­ტუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცია მე­ტე­ო­რე­ბის წვი­მამ გა­ა­ნად­გუ­რა, და­მა­ჯე­რე­ბე­ლია, რომ ფა­რა­ო­ნებ­მა წი­ნას­წა­რი ზო­მე­ბი მი­ი­ღეს და თავ­შე­საფ­რე­ბი აი­შე­ნეს.

შე­იძ­ლე­ბა თუ არა, მი­წის­ქვე­შა ქა­ლა­ქი ფა­რა­ო­ნე­ბის­თვის თავ­შე­სა­ფა­რი ყო­ფი­ლი­ყო, რომ არ­მა­გე­დონს გა­დარ­ჩე­ნოდ­ნენ?

მეც­ნი­ე­რე­ბი არა­ფერს გა­მო­რი­ცხა­ვენ, თუმ­ცა ამის შეს­წავ­ლას და სა­ბო­ლოო პა­სუ­ხის მი­ღე­ბას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მეც­ნი­ერ­თა ნა­წი­ლი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რებს ამ კვლე­ვას და გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­აჩ­ნი­ათ ის, რა­ზეც კო­რა­დო მე­ლან­გა სა­უბ­რობს, მით უფრო იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ კვლე­ვის ერთ-ერთი ავ­ტო­რი, მე­ლან­გა გა­მო­ირ­ჩე­ვა შეთ­ქმუ­ლე­ბის თე­ო­რი­ე­ბის სიყ­ვა­რუ­ლით. ეგ­ვიპ­ტო­ლო­გებს აღ­მო­ჩე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ერ­თი კი­თხვა აქვთ და ეს ის თე­მაა, რა­ზეც დიდი ხანი იმ­სჯე­ლე­ბენ.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?

პირამიდების ქვეშ დაფლული მორიგი საიდუმლო - ნაპოვნია მიწისქვეშა ქალაქი, ურთულესი სტრუქტურით: ფარაონები არმაგედონისგან გადარჩენას ცდილობდნენ?

ეგვიპტის პირამიდები დღემდე შეუცნობელი და კვლევის საგანია. ამჯერად, მეცნიერთა განცხადებით, მათ პირამიდების ქვეშ გვირაბები, სვეტები, ბილიკები და გიგანტური დარბაზები აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ, სამივე პირამიდის ქვეშ ვრცელდება.

  • პირამიდების მორიგი საიდუმლო გლაზგოს უნივერსიტეტისა და პიზის უნივერსიტეტის მკვლევრებმა სატელიტური რადარის ტექნოლოგიის გამოყენებით აღმოაჩინეს.

"როდესაც გამოსახულებებს ვზრდით, ჩანს, რომ მის ქვეშ არის ის, რაც შეიძლება, ნამდვილ მიწისქვეშა ქალაქად აღიწეროს", - ამბობს ერთ-ერთი მკვლევარი, კორადო მალანგა.

მისი განმარტებით, ეს გიგანტური ქსელი ქვიშის სიღრმეში 2.1 კმ-მდე ეშვება და ის პირამიდებამდე საუკუნეებით ადრე უნდა აეგოთ. მკვლევრები წერენ, რომ ამ ადგილს შესაძლოა, რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა.

  • შეიძლება თუ არა, ამ სისტემას ათასობით წლით ადრე ეარსება? და თუ ასეა, ვინ და როგორ ააშენა ის?

უკვე დიდი ხანია, არქეოლოგები "ქვიშის საიდუმლოს" ამოხსნაზე საუბრობენ. მაგრამ სინამდვილე ახლა კიდევ უფრო გასაოცრად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი ყველაზე გაბედული ვარაუდი.

რადარმა პირამიდების ქვეშ ხუთი სტრუქტურა გამოავლინა. ამ სტრუქტურების დანიშნულება უცნობია, მაგრამ მათ ერთმანეთთან გეომეტრიული გასასვლელები აკავშირებთ.

გაცილებით შთამბეჭდავია რვა ვერტიკალური სვეტი, რომელთა სიგრძე თითქმის ხუთჯერ აღემატება ხეფრენის პირამიდის სიმაღლეს.

ქვის ცილინდრები ორ რიგადაა განლაგებული.

თითოეული სვეტის გარშემო კიბის მაგვარი ბილიკიც ადის. შეუძლებელია იმის გააზრება, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს უძველეს დროში შექმნილიყო.

103 წლის წინ, ფარაონ ტუტანხამონის საფლავის აღმოჩენის შემდეგ, სპეკულაციებმა ძველ ეგვიპტეზე პიკს მიაღწია. 1990-იან წლებში, არქეოლოგმა რობერტ ბოვალმა განაცხადა, რომ დიდი პირამიდების ასტროლოგიური მნიშვნელობა გაშიფრა.

  • პროფესორმა ჩანდრა ვიქრამასინგემ გამოთქვა ვარაუდი, რომ პირამიდები ასტეროიდების ცვენისგან დამცავი თავშესაფრები იყო. მან იშვიათ ძვირფას ქვებზე მიუთითა, რომლებიც ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში იყო გაბნეული - ქანის ფრაგმენტები შეიძლება, ასტეროიდის დაჯახების ნარჩენები ყოფილიყო.

მისი მსჯელობით, თუ ადრეული ეგვიპტური ცივილიზაცია მეტეორების წვიმამ გაანადგურა, დამაჯერებელია, რომ ფარაონებმა წინასწარი ზომები მიიღეს და თავშესაფრები აიშენეს.

შეიძლება თუ არა, მიწისქვეშა ქალაქი ფარაონებისთვის თავშესაფარი ყოფილიყო, რომ არმაგედონს გადარჩენოდნენ?

მეცნიერები არაფერს გამორიცხავენ, თუმცა ამის შესწავლას და საბოლოო პასუხის მიღებას წლები დასჭირდება.

აღსანიშნავია, რომ მეცნიერთა ნაწილი სკეპტიკურად უყურებს ამ კვლევას და გადაჭარბებულად მიაჩნიათ ის, რაზეც კორადო მელანგა საუბრობს, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ კვლევის ერთ-ერთი ავტორი, მელანგა გამოირჩევა შეთქმულების თეორიების სიყვარულით. ეგვიპტოლოგებს აღმოჩენასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვთ და ეს ის თემაა, რაზეც დიდი ხანი იმსჯელებენ.

წყარო