საზოგადოება
პოლიტიკა

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი ჩიკვაიძე ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, მოძრაობა არ შეუძლია, მარცხენა თვალშიც მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს" - რას ამბობს ადვოკატი
"გიორგი ჩიკვაიძე ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, მოძრაობა არ შეუძლია, მარცხენა თვალშიც მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს" - რას ამბობს ადვოკატი

ად­ვო­კატ თე­მურ ადო­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბულ გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს მარ­ცხე­ნა თვალ­ში მხედ­ვე­ლო­ბა თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს.

რო­გორც მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ჩიკ­ვა­ი­ძის მდგო­მა­რე­ო­ბა უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა, რად­გან ის მე-14 დღეა შიმ­ში­ლობს.

ად­ვო­კა­ტი ბრალ­დე­ბულს გლ­და­ნის მე-18 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლებს.

„გუ­შინ მქონ­და მას­თან პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ვი­ზი­ტი. მისი სურ­ვი­ლი იყო, დღე­ვან­დელ პრო­ცეს­ზე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი­ყო, თუნ­დაც, ეტ­ლით. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ჩემი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო გარ­თულ­და, ვი­ნა­ი­დან თით­ქმის ყო­ველ მის­ვლა­ზე მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უა­რეს­დე­ბა, უკვე მე-14 დღეა, რაც შიმ­ში­ლობს. მას რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ვნა­ხავ და უფრო დე­ტა­ლუ­რად მე­ცო­დი­ნე­ბა მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია.

ის ვერ გრძნობს მარ­ცხე­ნა ფეხს, სა­ერ­თოდ მგრძნო­ბე­ლო­ბა აქვს და­კარ­გუ­ლი, დაყ­რდნო­ბა, მოძ­რა­ო­ბა არ შე­უძ­ლია. მას მარ­ცხე­ნა თვალ­ში თით­ქმის და­კარ­გუ­ლი აქვს მხედ­ვე­ლო­ბა, ბუნ­დოვ­ნად ხე­დავს, მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა თით­ქმის, ყო­ველ­დღი­უ­რად უა­რეს­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ადო­ნი­ამ.

ცნო­ბის­თვის, გა­მო­ძი­ე­ბა კომ­პა­ნია „ელთ ბილ­დინ­გის“ სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­წყო კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე.

კერ­ძოდ კი, შპს „ელთ ბილ­დინ­გის­თვის" ბრალ­დე­ბუ­ლებს, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძი­სა და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლის კომ­პა­ნი­ას - „რამ­სეს ჯე­ორ­ჯი­ან იახ­ტინგ პლათ­ფორმს“ იახ­ტა უნდა ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. მათ შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის ნას­ყი­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა 1 155 019 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ. ასე­ვე, მხა­რე­ებს შო­რის გა­ფორმ­და იახ­ტის იჯა­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა.

თუმ­ცა, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი პი­რო­ბა არ შე­ას­რუ­ლეს და შპს „ელთ ბილ­დინგს“ იახ­ტა არ მი­ა­წო­დეს.

ბრალ­დე­ბის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძე და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვი­ლი "ელთ ბილ­დინ­გის“ ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს - ვა­ლე­რი გურ­გე­ნა­ძეს და ელ­გუ­ჯა თურ­მა­ნი­ძეს სხვა­დას­ხვა გა­მო­გო­ნი­ლი მი­ზე­ზით, მათ შო­რის თურ­ქე­თის პორ­ტში მომ­ხდა­რი შტორ­მის შე­დე­გად იახ­ტის ძრა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის და მისი შე­კე­თე­ბის სა­ბა­ბით უვა­დებ­დნენ იახ­ტის გა­და­ცე­მის ვა­დებს, უგ­ზავ­ნიდ­ნენ თით­ქოს­და მათ­თვის შე­ძე­ნი­ლი იახ­ტის ვი­დე­ო­ებს და ლო­კა­ცი­ებს, ხოლო რე­ა­ლუ­რად იახ­ტის შე­სა­ძე­ნად გა­დახ­დი­ლი თან­ხით გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძემ და­ფა­რა სხვა მო­ვა­ლე­ე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა პი­რა­დი მიზ­ნე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა.

სა­ბო­ლო­ოდ, ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილ­მა კომ­პა­ნი­ის ან­გა­რიშ­ზე 147 065 ლარი და­აბ­რუ­ნა, ამის შემ­დგომ დარ­ჩე­ნი­ლი თან­ხის გა­დახ­და არ მომ­ხდა­რა.

გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს და ირაკ­ლი პა­პი­აშ­ვილს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 182, II – „ა",დ’’, III -“ბ” მუხ­ლით აქვთ წარ­დგე­ნი­ლი, რაც წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბით ჯგუ­ფის მიერ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო მით­ვი­სე­ბას გუ­ლის­ხმობს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ბრალ­დე­ბა 7-დან 11- წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

მათ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით 50 000-50 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით გი­რაო ჰქონ­დათ შე­ფარ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა, პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით გი­ორ­გი ჩიკ­ვა­ი­ძეს შე­ფარ­დე­ბუ­ლი 50 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო პა­ტიმ­რო­ბით შე­ეც­ვა­ლა.

ორი­ვე ბრალ­დე­ბულს აკ­რძა­ლუ­ლი აქვს სა­ზღვრის კვე­თა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გიორგი ჩიკვაიძე ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, მოძრაობა არ შეუძლია, მარცხენა თვალშიც მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს" - რას ამბობს ადვოკატი

"გიორგი ჩიკვაიძე ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, მოძრაობა არ შეუძლია, მარცხენა თვალშიც მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს" - რას ამბობს ადვოკატი

ადვოკატ თემურ ადონიას განცხადებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ გიორგი ჩიკვაიძეს მარცხენა თვალში მხედველობა თითქმის დაკარგული აქვს.

როგორც მან სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, ჩიკვაიძის მდგომარეობა უფრო და უფრო მძიმდება, რადგან ის მე-14 დღეა შიმშილობს.

ადვოკატი ბრალდებულს გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე საათში მოინახულებს.

„გუშინ მქონდა მასთან პენიტენციურ დაწესებულებაში ვიზიტი. მისი სურვილი იყო, დღევანდელ პროცესზე გამოცხადებულიყო, თუნდაც, ეტლით. შესაძლებელია, ჩემი ვიზიტის შემდეგ, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, ვინაიდან თითქმის ყოველ მისვლაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, უკვე მე-14 დღეა, რაც შიმშილობს. მას რამდენიმე საათში ვნახავ და უფრო დეტალურად მეცოდინება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

ის ვერ გრძნობს მარცხენა ფეხს, საერთოდ მგრძნობელობა აქვს დაკარგული, დაყრდნობა, მოძრაობა არ შეუძლია. მას მარცხენა თვალში თითქმის დაკარგული აქვს მხედველობა, ბუნდოვნად ხედავს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თითქმის, ყოველდღიურად უარესდება“, - განაცხადა ადონიამ.

ცნობისთვის, გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე დაიწყო კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

კერძოდ კი, შპს „ელთ ბილდინგისთვის" ბრალდებულებს, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის კომპანიას - „რამსეს ჯეორჯიან იახტინგ პლათფორმს“ იახტა უნდა ჩამოეყვანა. მათ შორის გაფორმდა იახტის ნასყიდობის ხელშეკრულება 1 155 019 ლარის სანაცვლოდ. ასევე, მხარეებს შორის გაფორმდა იახტის იჯარის ხელშეკრულება.

თუმცა, გიორგი ჩიკვაიძემ და ირაკლი პაპიაშვილმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა არ შეასრულეს და შპს „ელთ ბილდინგს“ იახტა არ მიაწოდეს.

ბრალდების მიხედვით, გიორგი ჩიკვაიძე და ირაკლი პაპიაშვილი "ელთ ბილდინგის“ ხელმძღვანელ პირებს - ვალერი გურგენაძეს და ელგუჯა თურმანიძეს სხვადასხვა გამოგონილი მიზეზით, მათ შორის თურქეთის პორტში მომხდარი შტორმის შედეგად იახტის ძრავის დაზიანების და მისი შეკეთების საბაბით უვადებდნენ იახტის გადაცემის ვადებს, უგზავნიდნენ თითქოსდა მათთვის შეძენილი იახტის ვიდეოებს და ლოკაციებს, ხოლო რეალურად იახტის შესაძენად გადახდილი თანხით გიორგი ჩიკვაიძემ დაფარა სხვა მოვალეების წინაშე არსებული ვალდებულებები და აღნიშნული თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

საბოლოოდ, ირაკლი პაპიაშვილმა კომპანიის ანგარიშზე 147 065 ლარი დააბრუნა, ამის შემდგომ დარჩენილი თანხის გადახდა არ მომხდარა.

გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182, II – „ა, ,,დ’’, III -“ბ” მუხლით აქვთ წარდგენილი, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას გულისხმობს.

აღნიშნული ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მათ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-50 000 ლარის ოდენობით გირაო ჰქონდათ შეფარდებული, თუმცა, პროკურატურის შუამდგომლობით გიორგი ჩიკვაიძეს შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა.

ორივე ბრალდებულს აკრძალული აქვს საზღვრის კვეთა.