სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს - რას აცხადებს თეა წულუკიანი?
საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს - რას აცხადებს თეა წულუკიანი?

“ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დერ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თავს.

რო­გორც კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, მი­ზე­ზი ის გა­რე­მო­ე­ბაა, რომ ხა­ზა­რა­ძე კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე, სა­დაც და­ბა­რე­ბუ­ლი იყო, არ გა­მო­ცხად­და.

მი­სი­ვე თქმით, კო­მი­სი­ის წი­ნა­შე გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე უარი არის სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი.

"დღეს ახ­სნა - გან­მარ­ტე­ბის მო­სა­ცე­მად და­ბა­რე­ბუ­ლი გვყავ­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე. სამ­დივ­ნომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ამ­ყა­რა მას­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ტაქ­ტი. აუხ­სნა, რომ ის მოწ­ვე­უ­ლი იყო კო­მი­სი­ის ამ სხდო­მა­ზე შპს “მაგ­ნა­ტის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ გა­იკ­ვირ­ვა და სამ­დივ­ნოს ჰკი­თხა, რა კავ­ში­რი ჰქონ­და შპს “მაგ­ნა­ტის“ საქ­მეს­თან. ამის შემ­დეგ სამ­დივ­ნომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ტე­ლე­ფო­ნის მეშ­ვე­ო­ბით შე­ა­ტყო­ბი­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ დღეს მოწ­ვე­უ­ლი იყო 11:00 სა­ათ­ზე სხდო­მა­ზე. მან რამ­დე­ნი­მე წუ­თის, მა­შინ, როცა ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე სა­უბ­რობ­და, გა­მო­აქ­ვეყ­ნა “ფე­ის­ბუკ“ პოს­ტი, სა­დაც ის ამ­ბობს, რომ თურ­მე ეს კო­მი­სია ყო­ფი­ლა ცირ­კი და ის ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ აპი­რებს. და­სა­ნა­ნია, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე იმ დიდი უბე­დუ­რე­ბის ფონ­ზე, რა­საც ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე გვი­ამ­ბობ­და, ამ ყო­ვე­ლი­ვეს სი­ტყვი­ე­რად შე­უ­რა­ცხყოფს და უწო­დებს ცირკს და რომ ის მოს­ვლას არ აპი­რებს. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის შემ­თხვე­ვა­ში, მან უკვე “ფე­ის­ბუკს“ პოს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ დაგ­ვი­ტო­ვა არა­ნა­ი­რი კი­თხვის ნი­შა­ნი, აპი­რებ­და მოს­ვლას თუ არ აპი­რებ­და. აქ ეჭვი არ არ­სე­ბობს. კენ­ჭისყრა­ზე ვა­ყე­ნებ სა­კითხს მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის საქ­მის პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­დაგ­ზავ­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. აქ ნამ­დვი­ლად არ გვცა­ლია იმ­დე­ნი, რომ ხუმ­რო­ბით ვი­ყოთ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. არ­სე­ბობს “სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის“ 349-ე მუხ­ლი. ამ მუხ­ლში წე­რია, რომ კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბა ის­ჯე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის წე­სით. იქ არის საკ­მა­ოდ მძი­მე სას­ჯე­ლე­ბი, მათ შო­რის ერთ წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბაც, მხო­ლოდ იმის­თვის, რომ უარს იტყვი გა­მო­ცხა­დე­ბა­ზე, დო­კუ­მენ­ტის წარ­მოდ­გე­ნა­ზე. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლია - ჩვე­ნი, კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის და ცალ­სა­ხად უა­რის თქმის გამო, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის საქ­მე გა­და­ეგ­ზავ­ნოს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას შემ­დგო­მი რე­ა­გი­რე­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

ცნო­ბის­თვის, კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი საქ­მის - შპს “მაგ­ნა­ტის“ საქ­მის გან­ხილ­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბიზ­ნეს­მე­ნი ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის, “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე იყო. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბიზ­ნეს­მენს ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვეს და და­ა­პა­ტიმ­რეს. ლე­ო­ნი­ძე ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მო­ვი­და და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და. ლე­ო­ნი­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და. სხდო­მა­ზე და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე. რო­გორც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში მის­ვლას და “ამ ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას“ არ აპი­რებს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს - რას აცხადებს თეა წულუკიანი?

საგამოძიებო კომისია, მამუკა ხაზარაძის მიმართ შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას მიმართავს - რას აცხადებს თეა წულუკიანი?

“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა განაცხადა, მიზეზი ის გარემოებაა, რომ ხაზარაძე კომისიის სხდომაზე, სადაც დაბარებული იყო, არ გამოცხადდა.

მისივე თქმით, კომისიის წინაშე გამოცხადებაზე უარი არის სისხლის სამართლის დანაშაული.

"დღეს ახსნა - განმარტების მოსაცემად დაბარებული გვყავდა მამუკა ხაზარაძე. სამდივნომ რამდენიმე დღის წინ დაამყარა მასთან სატელეფონო კონტაქტი. აუხსნა, რომ ის მოწვეული იყო კომისიის ამ სხდომაზე შპს “მაგნატის საქმესთან დაკავშირებით. მამუკა ხაზარაძემ გაიკვირვა და სამდივნოს ჰკითხა, რა კავშირი ჰქონდა შპს “მაგნატის“ საქმესთან. ამის შემდეგ სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს ტელეფონის მეშვეობით შეატყობინა იმის შესახებ, რომ დღეს მოწვეული იყო 11:00 საათზე სხდომაზე. მან რამდენიმე წუთის, მაშინ, როცა ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, გამოაქვეყნა “ფეისბუკ“ პოსტი, სადაც ის ამბობს, რომ თურმე ეს კომისია ყოფილა ცირკი და ის ცირკში მონაწილეობას არ აპირებს. დასანანია, რომ მამუკა ხაზარაძე იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც ჯემალ ლეონიძე გვიამბობდა, ამ ყოველივეს სიტყვიერად შეურაცხყოფს და უწოდებს ცირკს და რომ ის მოსვლას არ აპირებს. მამუკა ხაზარაძის შემთხვევაში, მან უკვე “ფეისბუკს“ პოსტიდან გამომდინარე არ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანი, აპირებდა მოსვლას თუ არ აპირებდა. აქ ეჭვი არ არსებობს. კენჭისყრაზე ვაყენებ საკითხს მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით. აქ ნამდვილად არ გვცალია იმდენი, რომ ხუმრობით ვიყოთ დაკავებულები. არსებობს “სისხლის სამართლის კოდექსის“ 349-ე მუხლი. ამ მუხლში წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც, მხოლოდ იმისთვის, რომ უარს იტყვი გამოცხადებაზე, დოკუმენტის წარმოდგენაზე. გადაწყვეტილება მიღებულია - ჩვენი, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის და ცალსახად უარის თქმის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას შემდგომი რეაგირებისთვის“, - განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, კომისიის სხდომაზე ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა მიმდინარეობს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა. სხდომაზე დაბარებულები არიან “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და “ამ ცირკში მონაწილეობას“ არ აპირებს.

იხილეთ ასევე: