პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია... ის ჩემი მოწილე იყო“ - შპს “მაგნატის“ მესაკუთრე
“ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია... ის ჩემი მოწილე იყო“ - შპს “მაგნატის“ მესაკუთრე

“ბა­ტო­ნი ხა­ზა­რა­ძე დღეს ქალ­ბა­ტონ მზია ამაღ­ლო­ბელს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ცი­ხე­ში “პე­რე­და­ჩებს“ უგ­ზავ­ნის და ჩემ­თვის ერთი კილო ვაშ­ლი არ მო­უ­ტა­ნია, ოჯახ­ში არ გა­უგ­ზავ­ნია 100 ლარი“, - ამის შე­სა­ხებ “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რემ, ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძემ პარ­ლა­მენ­ტში, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მისი კომ­პა­ნი­ის საქ­მეს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

“ჩემს ოჯახს, ჩემი ცი­ხე­ში ყოფ­ნის დროს, არა­ვინ დახ­მა­რე­ბია. ერთ კილო ვაშ­ლი არ მო­უ­ტა­ნი­ათ ცი­ხე­ში. ბა­ტო­ნი ხა­ზა­რა­ძე დღეს ქალ­ბა­ტონ მზია ამაღ­ლო­ბელს გულ­შე­მატ­კივ­რობს და ცი­ხე­ში “პე­რე­და­ჩებს“ უგ­ზავ­ნის და ჩემ­თვის ერთი კილო ვაშ­ლი არ მო­უ­ტა­ნია, არ გა­მო­უგ­ზავ­ნია და ოჯახ­ში არ გა­უგ­ზავ­ნია 100 ლარი, რომ ცოდ­ვაა ის კაცი და მი­ხე­დე­თო. ის ჩემი მო­წი­ლე იყო, მე­მო­რან­დუმ­ზეა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძემ.

ამას­თან, მან სხდო­მა­ზე ცი­ხე­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ზე ისა­უბ­რა.

“მო­სა­მარ­თლემ 15 წე­ლი­წა­დი და 6 თვე გა­მო­მი­ტა­ნა [გა­ნა­ჩე­ნი]. მა­შინ­ვე ამ­ნის­ტია შე­მე­ხო და სას­ჯე­ლი დამ­რჩა 10 წელი და 6 თვე, და­ხუ­რუ­ლი რე­ჟი­მის [და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში]. გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვი­ყა­ვი 1 წე­ლი­წა­დი. მო­მი­წია ე.წ. კა­რან­ტი­ნის გავ­ლა. გლ­და­ნის ცი­ხე­ში, რაც მარ­თა­ლია, არა­ვი­თა­რი ზე­წო­ლა ჩემ­ზე არ ყო­ფი­ლა, ად­ვო­კა­ტე­ბიც ნორ­მა­ლუ­რად შე­მო­დი­ოდ­ნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ად­ვო­კა­ტი მყავ­და, ბევ­რი საქ­მე იყო და მნახ­ვე­ლე­ბი ბევ­რი იყ­ვნენ“, - აღ­ნიშ­ნა მან.

ამას­თან, ლე­ო­ნი­ძემ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რომ მან სას­ჯე­ლი 3 წელი და 6 თვის ვა­დით მო­ი­ხა­და. მი­სი­ვე თქმით, ციხე "პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რის" სტა­ტუ­სით და­ტო­ვა.

ცნო­ბის­თვის, ბიზ­ნეს­მე­ნი ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე ავ­ტო­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის ქსე­ლის, “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე იყო. მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, ბიზ­ნეს­მენს ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვეს და და­ა­პა­ტიმ­რეს. ლე­ო­ნი­ძე ცი­ხი­დან პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით გა­მო­ვი­და და წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას ითხოვ­და. ლე­ო­ნი­ძე წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან ერ­თად, ქო­ნე­ბის წარ­თმე­ვა­ში მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს ადა­ნა­შა­უ­ლებ­და.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს
ავტორი:

“ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია... ის ჩემი მოწილე იყო“ - შპს “მაგნატის“ მესაკუთრე

“ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის, ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია... ის ჩემი მოწილე იყო“ - შპს “მაგნატის“ მესაკუთრე

“ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი“, - ამის შესახებ “მაგნატის“ მესაკუთრემ, ჯემალ ლეონიძემ პარლამენტში, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი კომპანიის საქმეს განიხილავენ.

“ჩემს ოჯახს, ჩემი ციხეში ყოფნის დროს, არავინ დახმარებია. ერთ კილო ვაშლი არ მოუტანიათ ციხეში. ბატონი ხაზარაძე დღეს ქალბატონ მზია ამაღლობელს გულშემატკივრობს და ციხეში “პერედაჩებს“ უგზავნის და ჩემთვის ერთი კილო ვაშლი არ მოუტანია, არ გამოუგზავნია და ოჯახში არ გაუგზავნია 100 ლარი, რომ ცოდვაა ის კაცი და მიხედეთო. ის ჩემი მოწილე იყო, მემორანდუმზეა დაფიქსირებული,“ - განაცხადა ჯემალ ლეონიძემ.

ამასთან, მან სხდომაზე ციხეში ყოფნის პერიოდზე ისაუბრა.

“მოსამართლემ 15 წელიწადი და 6 თვე გამომიტანა [განაჩენი]. მაშინვე ამნისტია შემეხო და სასჯელი დამრჩა 10 წელი და 6 თვე, დახურული რეჟიმის [დაწესებულებაში]. გლდანის ციხეში ვიყავი 1 წელიწადი. მომიწია ე.წ. კარანტინის გავლა. გლდანის ციხეში, რაც მართალია, არავითარი ზეწოლა ჩემზე არ ყოფილა, ადვოკატებიც ნორმალურად შემოდიოდნენ. ძალიან ბევრი ადვოკატი მყავდა, ბევრი საქმე იყო და მნახველები ბევრი იყვნენ“, - აღნიშნა მან.

ამასთან, ლეონიძემ სხდომაზე განაცხადა, რომ მან სასჯელი 3 წელი და 6 თვის ვადით მოიხადა. მისივე თქმით, ციხე "პოლიტიკური პატიმრის" სტატუსით დატოვა.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესმენს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს. ლეონიძე ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა და წართმეული ქონების დაბრუნებას ითხოვდა. ლეონიძე წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.