მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გრიპის ვირუსი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ჩანაცვლდა“ - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი
“გრიპის ვირუსი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ჩანაცვლდა“ - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

“კლი­ნი­კებ­ში გრი­პის ვირუ­სი ჩა­ნაც­ვლდა რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით, მისი წილი ავი­და ძა­ლი­ან მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე - ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ბრონ­ქი­ო­ლი­ტით გა­მოწ­ვე­ულ­მა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ“, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხა­ი­ძემ აღ­ნიშ­ნა, რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი იწ­ვევს წვრი­ლი ბრონ­ქე­ბის სა­ნა­თუ­რის ან­თე­ბას, მისი დი­ა­მეტ­რის შემ­ცი­რე­ბას, რაც ვლინ­დე­ბა შე­ტე­ვი­თი ხა­სი­ა­თის ხვე­ლით, სუნ­თქვის მკვეთ­რი გაძ­ნე­ლე­ბით, ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბით, ასე­ვე, ახა­სი­ა­თებს გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თქვა, სუნ­თქვა­ში დამ­ხმა­რე მუს­კუ­ლა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას­თან ერ­თად.

“ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, გრი­პის სა­ერ­თო წილი 85%-დან 70%-მდე შემ­ცირ­და. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­ას ვა­ფიქ­სი­რებთ, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ასე­ვე, წელს დო­მი­ნან­ტუ­რი იყო B ტი­პის ვირუ­სი და აქაც შემ­ცი­რე­ბის ტენ­დენ­ცი­აა სა­ხე­ზე. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, მკვეთ­რად მო­ი­მა­ტა რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით გა­მოწ­ვე­ულ­მა ინ­ფი­ცი­რე­ბამ. კლი­ნი­კებ­ში გრი­პის ვირუ­სი ჩა­ნაც­ვლდა რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სით, მისი წილი ავი­და ძა­ლი­ან მა­ღალ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ეს არა­პირ­და­პირ მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია გრი­პის ვირუ­სის დას­რუ­ლე­ბის­კენ.

კლი­ნი­კებ­ში, გრი­პის ვირუს­თან ერ­თად მე­ო­რე სიხ­ში­რით არის რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში, პე­დი­ატ­რი­ულ კლი­ნი­კებ­ში უფრო მეტი მო­ლო­დი­ნი გვაქვს და რე­ა­ლუ­რა­დაც ასეა, რომ ძა­ლი­ან მო­ი­მა­ტა ბრონ­ქი­ო­ლი­ტით გა­მოწ­ვე­ულ­მა ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ამ. რეს­პი­რა­ტო­რულ-სინ­ცი­ტი­უ­რი ვირუ­სი გა­ნა­პი­რო­ბებს ორ გარ­თუ­ლე­ბას: ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით მოზ­რდი­ლებ­ში და ბრონ­ქი­ო­ლიტს 2 წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­ში“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ “მე­დი­ა­ცენ­ტრ მთა­ვარ­ში“.

ავტორი:

“გრიპის ვირუსი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ჩანაცვლდა“ - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

“გრიპის ვირუსი რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით ჩანაცვლდა“ - რა სიმპტომები ახასიათებს და როგორია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი

“კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე - ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი იწვევს წვრილი ბრონქების სანათურის ანთებას, მისი დიამეტრის შემცირებას, რაც ვლინდება შეტევითი ხასიათის ხველით, სუნთქვის მკვეთრი გაძნელებით, ტემპერატურის მატებით, ასევე, ახასიათებს გახშირებული სუნთქვა, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურის მონაწილეობასთან ერთად.

“ბოლო მონაცემებით, გრიპის საერთო წილი 85%-დან 70%-მდე შემცირდა. საბოლოო ჯამში, შემცირების ტენდენციას ვაფიქსირებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, წელს დომინანტური იყო B ტიპის ვირუსი და აქაც შემცირების ტენდენციაა სახეზე. მეორე მნიშვნელოვანია ის, რომ საავადმყოფოებში, მკვეთრად მოიმატა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით გამოწვეულმა ინფიცირებამ. კლინიკებში გრიპის ვირუსი ჩანაცვლდა რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, მისი წილი ავიდა ძალიან მაღალ მაჩვენებელზე. ეს არაპირდაპირ მიმანიშნებელია გრიპის ვირუსის დასრულებისკენ.

კლინიკებში, გრიპის ვირუსთან ერთად მეორე სიხშირით არის რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსის შემთხვევაში, პედიატრიულ კლინიკებში უფრო მეტი მოლოდინი გვაქვს და რეალურადაც ასეა, რომ ძალიან მოიმატა ბრონქიოლიტით გამოწვეულმა ჰოსპიტალიზაციამ. რესპირატორულ-სინციტიური ვირუსი განაპირობებს ორ გართულებას: ფილტვების ანთებას განსაკუთრებით მოზრდილებში და ბრონქიოლიტს 2 წლამდე ასაკის ბავშვებში“,- აღნიშნა ჩხაიძემ “მედიაცენტრ მთავარში“.