მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ“ - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე
“ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ“ - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე

“ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რი, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში მის­ვლას და "ამ ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას" არ აპი­რებს. რო­გორც ხა­ზა­რა­ძე “ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, არას­დროს გაქ­ცე­ვია მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას. ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ურ­ჩევს, თუ რამე აქვთ გა­სარ­ჩე­ვი, სა­სა­მარ­თლოს მი­მარ­თონ.

“დღეს არა­ლე­გი­ტი­მუ­რი პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ა­ში მე­ლო­დე­ბი­ან. მოწ­ვე­ვაც მი­ვი­ღე - “სიგ­ნალ­ში”. მის­ვლას და ამ ცირ­კში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რა თქმა უნდა არ ვა­პი­რებ! ჯერ ბი­ძი­ნა და­ი­ბა­რეთ, რო­გორც მთა­ვა­რი დამ­ფი­ნან­სე­ბე­ლი “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ - ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც 7 ნო­ემ­ბრის მე­რეც აფი­ნან­სებ­და რე­ჟიმს. კარ­გად გა­მოჰ­კი­თხეთ, რამ­დე­ნი მი­ლი­ო­ნი აქვს ჩა­დე­ბუ­ლი "ნა­ცე­ბის" მხარ­და­ჭე­რა­ში. ბი­ძი­ნას შემ­დეგ და­ი­ბა­რეთ ყვე­ლა ის "ნაც­მო­სა­მარ­თლე" და პრო­კუ­რო­რი, რომ­ლე­ბიც მა­ში­ნაც და ახ­ლაც ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბებს უხე­შად არ­ღვევ­დნენ და შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით გად­მო­ა­პორ­ტი­რეთ "ოც­ნე­ბის" რი­გებ­ში.

ამ ე.წ პარ­ლა­მენტს არ ვა­ღი­ა­რებ! ძალა, რო­მელ­მაც მი­ი­ტა­ცა არ­ჩევ­ნე­ბი და არც ერთ დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნას არ უღი­ა­რე­ბია, არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი, ისე­ვე რო­გორც მისი შექ­მნი­ლი კო­მი­სია, რო­მე­ლიც ცდი­ლობს იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის ია­რა­ღი და ტა­ლახ­ში გას­ვა­როს ჩემი სა­ხე­ლი, რისი მცდე­ლო­ბაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.

სამ­წუ­ხა­როა, რომ "ოც­ნე­ბა" ხალ­ხზე სა­ერ­თოდ არ ფიქ­რობს და ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სის ფონ­ზე, ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებ­ზე ზრუნ­ვის ნაც­ვლად, ერ­თპარ­ტი­ულ კო­მი­სი­ებს იგო­ნებს. აქვე ვი­ტყვი, მი­უ­ხე­და­ვად ბი­ძი­ნას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი მუ­რუ­სი­ძის კლა­ნუ­რი სა­სა­მარ­თლოს არ­სე­ბო­ბი­სა, არას­დროს გავ­ქცე­ვი­ვარ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას. ამ შემ­თხვე­ვა­შიც, მიბ­რძან­დით სა­სა­მარ­თლო­ში და თუ რამე გაქვთ გა­სარ­ჩე­ვი, იქ გა­ვარ­ჩი­ოთ. ეს პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კო­მი­სია არა­სე­რი­ო­ზუ­ლი და კო­მი­კუ­რია!

P.S “ოც­ნე­ბის” პრო­პა­გან­დის­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბოლო 5 წე­ლია ცი­ლისმწა­მებ­ლურ ტყუ­ი­ლებს ავ­რცე­ლებს ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ. სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლომ ჩვე­ნი სარ­ჩე­ლი ჯერ კი­დევ შარ­შან მი­ი­ღო წარ­მო­ე­ბა­ში "ოც­ნე­ბის" მხრი­დან ცი­ლის­წა­მე­ბა­ზე. და­ე­ლო­დეთ სტრას­ბურ­გის გა­ნა­ჩენს!“ - წერს ხა­ზა­რა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

  • ცნო­ბის­თვის, “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლელ­მა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ “ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლოს“ ლი­დე­რე­ბი - მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და­ი­ბა­რა.

კო­მი­სი­ის სხდო­მა დღეს იმარ­თე­ბა, რომ­ლის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ბიზ­ნეს­ზე ზე­წო­ლის ერთ-ერთი საქ­მის - შპს “მაგ­ნა­ტის“ საქ­მის გან­ხილ­ვა.

სხდო­მა­ზე მოწ­ვე­ულ­ნი არი­ან შპს “მაგ­ნა­ტის“ მე­სა­კუთ­რე ჯე­მალ ლე­ო­ნი­ძე, მისი ად­ვო­კა­ტი როინ მიგ­რი­ა­უ­ლი და ასე­ვე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

“ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ“ - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე

“ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ“ - მამუკა ხაზარაძე საგამოძიებო კომისიაზე

“ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მისვლას და "ამ ცირკში მონაწილეობას" არ აპირებს. როგორც ხაზარაძე “ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, არასდროს გაქცევია მართლმსაჯულებას. ის ხელისუფლებას ურჩევს, თუ რამე აქვთ გასარჩევი, სასამართლოს მიმართონ.

“დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან. მოწვევაც მივიღე - “სიგნალში”. მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა არ ვაპირებ! ჯერ ბიძინა დაიბარეთ, როგორც მთავარი დამფინანსებელი “ნაციონალური მოძრაობის“ - ადამიანი, რომელიც 7 ნოემბრის მერეც აფინანსებდა რეჟიმს. კარგად გამოჰკითხეთ, რამდენი მილიონი აქვს ჩადებული "ნაცების" მხარდაჭერაში. ბიძინას შემდეგ დაიბარეთ ყველა ის "ნაცმოსამართლე" და პროკურორი, რომლებიც მაშინაც და ახლაც ადამიანების უფლებებს უხეშად არღვევდნენ და შემდეგ წარმატებით გადმოაპორტირეთ "ოცნების" რიგებში.

ამ ე.წ პარლამენტს არ ვაღიარებ! ძალა, რომელმაც მიიტაცა არჩევნები და არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანას არ უღიარებია, არის არალეგიტიმური, ისევე როგორც მისი შექმნილი კომისია, რომელიც ცდილობს იყოს პოლიტიკური დევნის იარაღი და ტალახში გასვაროს ჩემი სახელი, რისი მცდელობაც აგერ უკვე 5 წელი აქვთ.

სამწუხაროა, რომ "ოცნება" ხალხზე საერთოდ არ ფიქრობს და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ხალხის ინტერესებზე ზრუნვის ნაცვლად, ერთპარტიულ კომისიებს იგონებს. აქვე ვიტყვი, მიუხედავად ბიძინას დაქვემდებარებული მურუსიძის კლანური სასამართლოს არსებობისა, არასდროს გავქცევივარ მართლმსაჯულებას. ამ შემთხვევაშიც, მიბრძანდით სასამართლოში და თუ რამე გაქვთ გასარჩევი, იქ გავარჩიოთ. ეს პროპაგანდისტული კომისია არასერიოზული და კომიკურია!

P.S “ოცნების” პროპაგანდისტი ხელისუფლება ბოლო 5 წელია ცილისმწამებლურ ტყუილებს ავრცელებს ჩვენს წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლომ ჩვენი სარჩელი ჯერ კიდევ შარშან მიიღო წარმოებაში "ოცნების" მხრიდან ცილისწამებაზე. დაელოდეთ სტრასბურგის განაჩენს!“ - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

  • ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ “ძლიერი საქართველოს“ ლიდერები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

კომისიის სხდომა დღეს იმართება, რომლის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის - შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

სხდომაზე მოწვეულნი არიან შპს “მაგნატის“ მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე, მისი ადვოკატი როინ მიგრიაული და ასევე, ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.