მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას აცხადებს გრიგორი კარასინი რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების შემდეგ? - "ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა"
რას აცხადებს გრიგორი კარასინი რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების შემდეგ? - "ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა"

სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-თან გა­მარ­თუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მარ­ტი­ვი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყო, - ამის შე­სა­ხებ რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა, გრი­გო­რი კა­რა­სინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ყვე­ლა­ფე­რი გან­ვი­ხი­ლეთ, ეს ვრცე­ლი დი­ა­ლო­გი იყო, მარ­ტი­ვი არ იყო, მაგ­რამ ჩვენ­თვის და ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო იყო. ბევ­რი სა­კი­თხი იქნა გან­ხი­ლუ­ლი. რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ფე­რი არ გა­და­წყვე­ტი­ლა, ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა არ მომ­ხდა­რა, მაგ­რამ ის, რომ მსგავ­სი სა­უ­ბა­რი შედ­გა, ვფიქ­რობ, დრო­უ­ლია, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სა და ახა­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ­ლე­ბიც ექ­სპერტთა ჯგუ­ფე­ბის შეხ­ვედ­რა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ“, - გა­ნა­ცხა­და კა­რა­სინ­მა.

მისი თქმით, რუ­სეთ­სა და აშშ-ს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით, მათ შო­რის, გა­ე­რო-ს ფარ­გლებ­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

"ჩვენ ამის გა­კე­თე­ბას გა­ვაგ­რძე­ლებთ, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გა­ე­რო-ს და ცალ­კე­უ­ლი ქვეყ­ნე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით. ზო­გა­დად, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დარ­ჩა, რომ მსგავ­სი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი დი­ა­ლო­გი სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ამით ამე­რი­კე­ლე­ბიც არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი“, - აღ­ნიშ­ნა კა­რა­სინ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ერ-რი­ად­ში აშშ-ისა და რუ­სე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბის შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც 12 სა­ათ­ზე მეტ­ხანს გაგ­რძელ­და. შეხ­ვედ­რის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ მხა­რე­ე­ბი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას დღეს, 25 მარტს გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ.

ამას­თან, დღეს სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-ისა და უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რი­გი რა­უნ­დი გა­ი­მარ­თე­ბა. შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ე­ბი ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­სა და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­ჩე­რე­ბის, ასე­ვე შავ ზღვა­ში ცე­ცხლის შე­წყვე­ტის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რას აცხადებს გრიგორი კარასინი რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების შემდეგ? - "ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა"

რას აცხადებს გრიგორი კარასინი რუსეთ-აშშ-ის მოლაპარაკებების შემდეგ? - "ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა"

საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.

"ყველაფერი განვიხილეთ, ეს ვრცელი დიალოგი იყო, მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ბევრი საკითხი იქნა განხილული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გადაწყვეტილა, ყველაფრის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საუბარი შედგა, ვფიქრობ, დროულია, ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პოლიტიკოსების გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ“, - განაცხადა კარასინმა.

მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში გაგრძელდება.

"ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა, გაერო-ს და ცალკეული ქვეყნების ჩართულობით. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებულები“, - აღნიშნა კარასინმა.

შეგახსენებთ, გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგების შესახებ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებენ.

ამასთან, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

იხილეთ ასევე: