კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაკავებულია ათობით მომიტინგე - რა ხდება სტამბოლში, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ წყდება
დაკავებულია ათობით მომიტინგე - რა ხდება სტამბოლში, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ წყდება

თურ­ქე­თის პო­ლი­ცი­ამ სტამ­ბოლ­ში საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის კი­დევ 43 მო­ნა­წი­ლე და­ა­კა­ვა, - ამის შე­სა­ხებ თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი, ალი იერ­ლი­კა­ია სო­ცი­ა­ლურ ქსელ X-ზე იუ­წყე­ბა.

"ჩვენ­მა პო­ლი­ცი­ამ 43 პრო­ვო­კა­ტო­რი და­ა­კა­ვა. სხვა ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბის და­სა­კა­ვებ­ლად სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა“, - წერს თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი.

  • თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის, რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის გან­ცხა­დე­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ძა­ლა­დობ­რივ მოძ­რა­ო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

"ეს მოძ­რა­ო­ბა ნამ­დვილ ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. ყვე­ლა, ვინც ამ ქა­ო­სის პრო­ვო­ცი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა, პა­სუხს აგებს“, - გა­ნა­ცხა­და რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღან­მა.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცი­ურ­მა "რეს­პუბ­ლი­კურ­მა სა­ხალ­ხო პარ­ტი­ამ“ თურ­ქე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა უნდა შე­წყვი­ტოს.

"ოპო­ზი­ცი­ის სპექ­ტაკ­ლი დას­რულ­დე­ბა და მათ შერ­ცხვე­ბათ იმ ზი­ა­ნის გამო, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნას მი­ა­ყე­ნეს“, - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა.

ცნო­ბის­თვის, გა­სუ­ლი კვი­რის ოთხშა­ბათს პრე­ზი­დენტ რე­ჯეფ თაიფ ერ­დო­ღა­ნის მთა­ვა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­კუ­რენ­ტის, სტამ­ბო­ლის მე­რის, ექ­რემ იმა­მ­ოღ­ლუს და­კა­ვე­ბამ თურ­ქეთ­ში ბოლო ათწლე­ულ­ზე მეტი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი ქუ­ჩის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია. საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და მას შემ­დეგ, რაც სა­სა­მარ­თლომ მას, კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით, წი­ნას­წა­რი პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. იმა­მ­ოღ­ლუ ბრალ­დე­ბას უარ­ყოფს და მის და­პა­ტიმ­რე­ბას პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბად აფა­სებს. თურ­ქე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ალი იერ­ლი­კა­ი­ამ გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის და­წყე­ბის შემ­დეგ 1 133 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ავტორი:

დაკავებულია ათობით მომიტინგე - რა ხდება სტამბოლში, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ წყდება

დაკავებულია ათობით მომიტინგე - რა ხდება სტამბოლში, სადაც რამდენიმე დღეა საპროტესტო ტალღა არ წყდება

თურქეთის პოლიციამ სტამბოლში საპროტესტო აქციების კიდევ 43 მონაწილე დააკავა, - ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია სოციალურ ქსელ X-ზე იუწყება.

"ჩვენმა პოლიციამ 43 პროვოკატორი დააკავა. სხვა ეჭვმიტანილების დასაკავებლად სამუშაოები გრძელდება“, - წერს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი.

  • თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, საპროტესტო აქციები ძალადობრივ მოძრაობაში გადაიზარდა.

"ეს მოძრაობა ნამდვილ ძალადობაში გადაიზარდა. ყველა, ვინც ამ ქაოსის პროვოცირება მოახდინა, პასუხს აგებს“, - განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

მისი თქმით, ოპოზიციურმა "რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ“ თურქეთის მოქალაქეების პროვოცირება უნდა შეწყვიტოს.

"ოპოზიციის სპექტაკლი დასრულდება და მათ შერცხვებათ იმ ზიანის გამო, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიაყენეს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასული კვირის ოთხშაბათს პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტის, სტამბოლის მერის, ექრემ იმამოღლუს დაკავებამ თურქეთში ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დიდი ქუჩის საპროტესტო აქციები გამოიწვია. საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ, რაც სასამართლომ მას, კორუფციის ბრალდებით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იმამოღლუ ბრალდებას უარყოფს და მის დაპატიმრებას პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებად აფასებს. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი იერლიკაიამ გუშინ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ 1 133 ადამიანი დააკავეს.