პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს - მედია
ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს - მედია

სა­უ­დის არა­ბეთ­ში აშშ-ისა და რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ამე­რი­კი­სა და უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მო­რიგ რა­უნდს გა­მარ­თა­ვენ, - ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

წყა­რო­ე­ბის ცნო­ბით, მხა­რე­ებს შო­რის სა­უბ­რის თემა ენერ­გე­ტი­კულ ობი­ექ­ტებ­სა და სხვა სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­ზე თავ­დას­ხმე­ბის შე­ჩე­რე­ბა, ასე­ვე შავ ზღვა­ში თავ­დას­ხმე­ბის დას­რუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა.

გარ­და ამი­სა, მათი თქმით, უკ­რა­ი­ნუ­ლი მხა­რე ელის, რომ ერ-რი­ად­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რა­ზე ამე­რი­კუ­ლი დე­ლე­გა­ცია შეძ­ლებს შუ­ა­ლე­დუ­რი კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბის მიღ­წე­ვას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან, თუმ­ცა რუ­სე­თის­გან მო­ლო­დი­ნი საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­უ­დის არა­ბე­თის დე­და­ქა­ლაქ ერ-რი­ად­ში რუ­სე­თი­სა და აშშ-ის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის შეხ­ვედ­რა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რუ­სეთს მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ზე წარ­მო­ად­გე­ნენ ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გრი­გო­რი კა­რა­სი­ნი და უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის დი­რექ­ტო­რის მრჩე­ვე­ლი, სერ­გეი ბე­სე­და. აშშ-ის მხრი­დან კი მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში ჩარ­თუ­ლია თეთ­რი სახ­ლის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის საბ­ჭოს უფ­რო­სი დი­რექ­ტო­რი, ენ­დრიუ პიკი და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, მა­იკლ ენ­ტო­ნი. ამას­თან, გუ­შინ ერ-რი­ად­ში მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი გა­ი­მარ­თა აშშ-სა და უკ­რა­ი­ნის დე­ლე­გა­ცი­ებს შო­რის. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, რუს­ტემ უმე­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი პრო­დუქ­ტი­უ­ლი და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს - მედია

ვაშინგტონისა და მოსკოვის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ უკრაინა აშშ-სთან მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავს - მედია

საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრის დასრულების შემდეგ ამერიკისა და უკრაინის დელეგაციები მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს გამართავენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

წყაროების ცნობით, მხარეებს შორის საუბრის თემა ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერება, ასევე შავ ზღვაში თავდასხმების დასრულება იქნება.

გარდა ამისა, მათი თქმით, უკრაინული მხარე ელის, რომ ერ-რიადში მიმდინარე შეხვედრაზე ამერიკული დელეგაცია შეძლებს შუალედური კონსტრუქციული შეთანხმებების მიღწევას რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა რუსეთისგან მოლოდინი საკმაოდ შეზღუდულია.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. რუსეთს მოლაპარაკებებზე წარმოადგენენ ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა. აშშ-ის მხრიდან კი მოლაპარაკებებში ჩართულია თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი. ამასთან, გუშინ ერ-რიადში მოლაპარაკებები გაიმართა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის. შეხვედრის შემდეგ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიული და ფოკუსირებული იყო.