პოლიტიკა

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში“ - მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს
“ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში“ - მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

“ჩვენ გვაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში, იმის­თვის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის“, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა უნ­გრეთ­ში, უნ­გრელ კო­ლე­გას­თან ერ­თად გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღ­ნიშ­ნა.

მან კო­ლე­გას მხარ­და­ჭე­რის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და.

“ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვია აქ ყოფ­ნა. დიდი მად­ლო­ბა მხარ­და­ჭე­რის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ თქვე­ნი პო­ზი­ცი­ის გამო. ჩვენ ძა­ლი­ან ვა­ფა­სებთ თქვენს მხარ­და­ჭე­რას ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­გლებ­შიც და, რა თქმა უნდა, ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფარ­გლებ­ში. წელს ინ­ტენ­სი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს, მო­მა­ვა­ლი კი­დევ უფრო უკე­თე­სია. მალე გვექ­ნე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს სხდო­მა და ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის­თვის, რომ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი კავ­ში­რე­ბი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­მო­ვავ­ლი­ნოთ. მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი კარ­გია, მაგ­რამ მათი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც შე­იძ­ლე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვი­მუ­შა­ვებთ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მომ­დევ­ნო წლებ­ში, უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი გვექ­ნე­ბა, ეკო­ნო­მი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუ­თხით. მო­უთ­მენ­ლად ვე­ლით ჩვენს შემ­დგომ მთავ­რო­ბა­თა­შო­რის შეხ­ვედ­რას ბუ­და­პეშ­ტში. ეს არის შე­სა­ნიშ­ნა­ვი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმა­ზე სა­სა­უბ­როდ თუ რა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კონ­ტექ­სტში. ეს არის მკა­ფიო მა­გა­ლი­თი იმის, თუ რო­გორ უნდა თა­ნამ­შრომ­ლობ­დნენ ქვეყ­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან და რო­გორ უნდა მუ­შა­ობ­დნენ ერ­თად იმის­თვის, რომ გაძ­ლი­ერ­დეს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ითა­მა­შოს სა­კუ­თა­რი როლი შუა დე­რე­ფან­ში. ჩვენ დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვაქ­ცევთ ამ პრო­ექტს. აქ, უნ­გრეთ­ში უნდა ვახ­სე­ნო ჩვე­ნი კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა როცა სა­უ­ბა­რია და­კავ­ში­რე­ბა­დო­ბა­ზე, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს უნ­გრეთს, რუ­მი­ნეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა გაგ­რძელ­დე­ბა.

ჩვენ გვაქვს თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რის იმე­დი ევ­როს­ტრუქ­ტუ­რებ­ში, იმის­თვის, რომ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს ევ­რო­პის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის.

მშვი­დო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­ქარ­თვე­ლო კვლავ დგას რუ­სე­თის მხრი­დან ოკუ­პა­ცი­ის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე. ეს გარ­კვე­ულ საფრ­თხე­ებს ქმნის. ჩვენ მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხებ­ზე ვმუ­შა­ობთ. რაც შე­ე­ხე­ბა ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ას, თქვენ თქვით, რომ მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტი ეს გახ­ლავთ. აქ მად­ლო­ბა მინ­და გა­და­გი­ხა­დოთ მხარ­და­ჭე­რის­თვის, რო­მელ­საც უზ­რუნ­ველ­ყოფთ ექ­სპერ­ტუ­ლი დახ­მა­რე­ბის კუ­თხით. ეს ძა­ლი­ან ქმე­დი­თი დახ­მა­რე­ბაა“, - გა­ნა­ცხა­და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის თარ­გმანს “რუს­თა­ვი 2“ ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

“ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში“ - მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

“ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში“ - მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს

“ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა.

მან კოლეგას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის, საქართველოს მიმართ თქვენი პოზიციის გამო. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და, რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და ახალი შესაძლებლობები გამოვავლინოთ. მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლებში, უკეთესი შედეგები გვექნება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. მოუთმენლად ველით ჩვენს შემდგომ მთავრობათაშორის შეხვედრას ბუდაპეშტში. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ თუ რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს არის მკაფიო მაგალითი იმის, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად იმისთვის, რომ გაძლიერდეს თანამშრომლობა.

საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში. ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს. აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა როცა საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს უნგრეთს, რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.

ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის.

მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე. ეს გარკვეულ საფრთხეებს ქმნის. ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ევროპაში ინტეგრაციას, თქვენ თქვით, რომ მთავარი სტრატეგიული პრიორიტეტი ეს გახლავთ. აქ მადლობა მინდა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, რომელსაც უზრუნველყოფთ ექსპერტული დახმარების კუთხით. ეს ძალიან ქმედითი დახმარებაა“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აღნიშნული განცხადების თარგმანს “რუსთავი 2“ ავრცელებს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"