სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეურაცხყვეს როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება" - ლევან კობიაშვილი
"შეურაცხყვეს როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება" - ლევან კობიაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლი, 23 მარტს, სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბი­სას მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"მად­ლო­ბა ჩვე­ნი ნაკ­რე­ბის ერ­თგულ გულ­შე­მატ­კი­ვარს, რო­მელ­მაც დი­ნა­მო არე­ნა­ზე მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უ­ცხოო ატ­მოს­ფე­რო შექ­მნა. თქვე­ნი უდი­დე­სი მხარ­და­ჭე­რა ნამ­დვი­ლად იგ­რძნო­ბო­და სტა­დი­ონ­ზე და ტრა­დი­ცი­უ­ლად უდი­დეს მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევ­და გუნდს. რის­თვი­საც, მინ­და კი­დევ ერთხელ გა­და­გი­ხა­დოთ მად­ლო­ბა. თუმ­ცა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა აღ­ვნიშ­ნო, მატ­ჩის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტი, რო­დე­საც მა­ყუ­რებ­ლის მცი­რე ნა­წი­ლი სტა­დი­ონ­ზე შე­იჭ­რა და უსი­ა­მოვ­ნო ფაქტს ჰქონ­და ად­გი­ლი რო­გორც მო­ე­დან­ზე, ისე სტუ­მარ­თა გუნ­დის ტრი­ბუ­ნას­თან.

მი­უ­ღე­ბე­ლია მსგავ­სი ქმე­დე­ბა სტუ­მა­რი გუნ­დის ქო­მა­გის მი­მართ. ამ სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი ქმე­დე­ბის გამო, შე­უ­რა­ცხყ­ვეს რო­გორც სტუ­მა­რი გუნ­დის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, ისე სა­შუ­ა­ლე­ბა არ მი­ე­ცა ჩვენს ნაკ­რებს, ერ­თგულ ქო­მა­გებ­თან ერ­თად ეზე­ი­მა გა­მარ­ჯვე­ბა.

  • მსგავ­სი ქმე­დე­ბა აზა­რა­ლებს ფეხ­ბურთს და ჩრდილს აყე­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო იმიჯს. აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვა შე­საძ­ლოა უე­ფას მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის მი­ზე­ზი გახ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად და­ა­ზა­რა­ლოს ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი და ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი.

მად­ლო­ბა სტუ­მარ­თა გუნდს და ასე­ვე მათ გულ­შე­მატ­კი­ვარს, რომ­ლებ­მაც რო­გორც თბი­ლის­ში, ისე ერე­ვან­ში მე­გობ­რუ­ლი გა­რე­მო შექ­მნეს. ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა სომ­ხე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტსა და ჩვენ კო­ლე­გებს უმაღ­ლეს დო­ნე­ზე მას­პინ­ძლო­ბის­თვის. ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ახლო ურ­თი­ერ­თო­ბის სპორ­ტულ კავ­შირს ასე­ვე ადას­ტუ­რებს, სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის ერ­თობ­ლი­ვი გა­ნა­ცხა­დი, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბა­ზე. იმე­დი მაქვს რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო, ისე სომ­ხე­თი, 2029 წელს 20 წლამ­დე ნაკ­რებ­თა ფი­ფას მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძე­ლი იქ­ნე­ბა.

ფეხ­ბურ­თი გვა­ერ­თი­ა­ნებს და ქმნის წარ­მა­ტე­ბას. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ჩვე­ნი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის თი­თო­ე­ულ წევ­რს, გუნ­დის სრულ შე­მად­გენ­ლო­ბას, სამ­წვრთნე­ლო შტაბს, რომ­ლებ­მაც პლეი-ოფის ორი­ვე შეხ­ვედ­რა­ში სა­ო­ცა­რი თავ­და­დე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის მენ­ტა­ლი­ტე­ტი გა­მო­ავ­ლი­ნეს", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ლე­ვან კო­ბი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩის და­სას­რულს, დი­ნა­მო არე­ნა­ზე ინ­ცი­დენტს ჰქონ­და ად­გი­ლი. გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის მოხ­და და­პი­რის­პი­რე­ბა. სომ­ხე­თის სა­ფეხ­ბურ­თო გუნ­დის ქო­მა­გე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბოთ­ლე­ბი ის­რო­ლეს. ხოლო, მა­ყუ­რე­ბელ­თა ნა­წი­ლი სტა­დი­ონ­ზე შე­იჭ­რა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"შეურაცხყვეს როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება" - ლევან კობიაშვილი

"შეურაცხყვეს როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება" - ლევან კობიაშვილი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, 23 მარტს, საქართველო-სომხეთის მატჩის დასრულებისას მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შეურაცხყვეს როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.

  • მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს", - აღნიშნულია ლევან კობიაშვილის განცხადებაში.

საქართველო-სომხეთის საფეხბურთო მატჩის დასასრულს, დინამო არენაზე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გულშემატკივრებს შორის მოხდა დაპირისპირება. სომხეთის საფეხბურთო გუნდის ქომაგების მიმართულებით ბოთლები ისროლეს. ხოლო, მაყურებელთა ნაწილი სტადიონზე შეიჭრა.

იხილეთ ასევე: