სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ ალიბეგაშვილთან
როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ ალიბეგაშვილთან

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კის ქა­ლებს შო­რის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მე­ო­რე წამ­ყვა­ნი მი­ზე­ზია აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პა­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში. ის დღემ­დე რჩე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­მოწ­ვე­ვად სა­ქარ­თვე­ლო­შიც, სა­დაც შემ­თხვე­ვა­თა 40%-ზე მე­ტის გა­მოვ­ლე­ნა დაგ­ვი­ა­ნე­ბულ (მე-3 ან მე-4) სტა­დი­ა­ზე ხდე­ბა.

2023 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო ქა­ლებ­ში ავ­თვი­სე­ბი­ან და­ა­ვა­დე­ბებს შო­რის მე-6 ად­გილს იკა­ვებს. მისი დრო­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში კი გან­კურ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია.

და­ა­ვა­დე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ში ვი­თარ­დე­ბა, საშ­ვი­ლოს­ნოს ქვე­და ნა­წილ­ში, რო­მე­ლიც სა­შოს უკავ­შირ­დე­ბა. არ­სე­ბობს მისი ორი ძი­რი­თა­დი ტიპი: ბრტყე­ლუ­ჯრე­დი­ა­ნი კარ­ცი­ნო­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და ადე­ნო­კარ­ცი­ნო­მა, რო­მე­ლიც უფრო ნაკ­ლე­ბად გვხვდე­ბა.

პრე­ვენ­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას კი ერთი მხრივ იძ­ლე­ვა პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცია, რომ­ლის ჩა­ტა­რე­ბაც სა­ქარ­თვე­ლო­ში 46 წლამ­დე ასა­კის ქა­ლებს უფა­სოდ შე­უძ­ლი­ათ და მე­ო­რე მხრივ, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს პე­რი­ო­დუ­ლი სკრი­ნინ­გი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ე­რო-ს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის (UNFPA) ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბით 2009 წლი­დან ამოქ­მედ­და.

რა ფაქ­ტო­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი, გვი­ცავს თუ არა პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცია სრუ­ლად, როლს თა­მა­შობს სკრი­ნინ­გი და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ა­სა და და­მარ­ცხე­ბა­ში და რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა ჩა­ვი­ტა­როთ ის, ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად სა­უბ­რობს მეან-გი­ნე­კო­ლო­გი, მე­დი­ცი­ნის აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი, ეროვ­ნუ­ლი სკრი­ნინგ ცენ­ტრის გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის პა­თო­ლო­გი­ი­სა და კოლ­პოს­კო­პი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე თა­მარ ალი­ბე­გაშ­ვი­ლი:

ვინ არის და­ა­ვა­დე­ბის რის­კჯ­გუფ­ში და ახა­სი­ა­თებს თუ არა მას გე­ნე­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა?

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო შემ­თხვე­ვა­თა თით­ქმის 99%-ში გა­მოწ­ვე­უ­ლია მა­ღა­ლი რის­კის პა­პი­ლო­მა ვირუ­სით, რო­მე­ლიც ქალ­მა შე­იძ­ლე­ბა პირ­ვე­ლი­ვე სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის დროს შე­ი­ძი­ნოს. ვირუს­მა შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი წელი, გა­ა­ტა­როს ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში და იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბის შემ­თხვე­ვა­ში და­ი­წყოს მოქ­მე­დე­ბა. იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბა ბევრ ფაქ­ტორს შე­უძ­ლია, პირ­ველ რიგ­ში კი ნი­კო­ტი­ნის მოხ­მა­რე­ბას. ცალ­სა­ხად მინ­და გან­ვმარ­ტო, რომ და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კი თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბას­თან არის პირ­და­პირ კო­რე­ლა­ცი­ა­ში. რის­კფაქ­ტო­რია ასე­ვე სქე­სობ­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ლო­კა­ლუ­რად აქ­ვე­ი­თებს იმუ­ნი­ტეტს; მრა­ვა­ლი სქე­სობ­რი­ვი პარტნი­ო­რი; სქე­სობ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის ად­რე­ულ ასაკ­ში და­წყე­ბა; ორა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვის 5 წელ­ზე მეტი ვა­დით მი­ღე­ბა და 5-ზე მეტი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მშო­ბი­ა­რო­ბა ანამ­ნეზ­ში.

გარ­და ამი­სა, რის­კის ქვეშ არი­ან ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აწუ­ხებთ სის­ტე­მუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი (წი­თე­ლი მგლუ­რა და რევ­მა­ტო­ი­დუ­ლი ართრი­ტი) ან ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან HIV ინ­ფექ­ცი­ით, B ან C ჰე­პა­ტი­ტით.

რაც შე­ე­ხე­ბა გე­ნე­ტი­კურ გან­წყო­ბას, თუ ქა­ლის ორ­გა­ნიზ­მში არ არის მა­ღა­ლი რის­კის პა­პი­ლო­მა ვირუ­სი, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ბრტყე­ლუ­ჯრე­დუ­ლი კიბო არ გან­ვი­თარ­დე­ბა, მაგ­რამ რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია და და­ა­ვა­დე­ბა აქვს ოჯა­ხურ ანამ­ნეზ­შიც, კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის ალ­ბა­თო­ბა უფრო მა­ღა­ლია.

რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სკრი­ნინგს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნა­სა და მკურ­ნა­ლო­ბა­ში და რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს და­ა­ვა­დე­ბას?

სამ­წუ­ხა­როდ, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო ხან­გრძლი­ვად მიმ­დი­ნა­რე­ობს სიმპტო­მე­ბის გა­რე­შე. როცა უკვე შორს წა­სუ­ლია პრო­ცე­სი, მისი ძი­რი­თა­დი სიმპტო­მი არის სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი, იქ­ნე­ბა ეს სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტი­სას თუ მენსტრუ­ა­ლურ ციკ­ლებს შო­რის. ასე­ვე, და­ა­ვა­დე­ბას ახა­სი­ა­თებს რო­გორც წყა­ლი­ვით, ისე სუ­ნი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი და ტკი­ვი­ლი მენ­ჯის მი­და­მო­ში. თუ შე­ამ­ჩნევთ, რომ გაქვთ ჩა­მოთ­ვლილ­თა­გან რო­მე­ლი­მე სიმპტო­მი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­მარ­თოთ ექიმს.

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს აქვს კი­ბოს­წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბაც. მისი სა­მე­დი­ცი­ნო სა­ხელ­წო­დე­ბა არის დისპლა­ზია, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამი­ტომ თუ ქალ­მა სკრი­ნინ­გი არ ჩა­ი­ტა­რა, მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ვერ შე­ი­ტყობს. გარ­თუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა ხან­გრძლი­ვი პრო­ცე­სია, შე­სა­ბა­მი­სად ქალს მისი დრო­უ­ლად აღ­მო­ჩე­ნი­სა და სრუ­ლად აღ­მო­ფხვრის მეტი შან­სი აქვს. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, სკრი­ნინ­გი ჩა­ვი­ტა­როთ თუნ­დაც მა­შინ, რო­დე­საც არა­ნა­ი­რი ჩი­ვი­ლი არ გვაქვს.

რა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით უნდა ჩა­ვი­ტა­როთ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის სკრი­ნინ­გი?

მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ 2020 წელს და­სა­ხა გეგ­მა: 15 წლის ასა­კის გო­გო­ნე­ბის 90% უნდა იყოს პა­პი­ლო­მა ვირუს­ზე ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი, ზრდას­რუ­ლი ქა­ლე­ბის 70% მი­ნი­მუმ 2-ჯერ, 35 და 40 წლის ასაკ­ში უნდა იყოს შე­მოწ­მე­ბუ­ლი, ხოლო გა­მოვ­ლე­ნი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის შემ­თხვე­ვა­თა 90% უნდა იყოს ნამ­კურ­ნა­ლე­ბი, თუ ჩვენ გვინ­და 2030 წლის­თვის აღარ არ­სე­ბობ­დეს საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო.

ჩვენს პი­რო­ბებ­ში ქა­ლებ­მა უნდა ჩა­ი­ტა­რონ პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის ვაქ­ცი­ნა­ცია და 25 წლის ასა­კი­დან უნდა და­ი­წყონ გეგ­მუ­რი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი.

25-დან 29 წლის ასაკ­ში ქა­ლე­ბი 3 წე­ლი­წად­ში ერთხელ იტა­რე­ბენ ცი­ტო­ლო­გი­ურ კვლე­ვას, ე.წ პაპ ტესტს, რომ­ლი­თაც ვა­მოწ­მებთ, არის თუ არა სა­ხე­შეც­ვლი­ლი უჯრე­დი საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ზე.

30-დან 60 წლამ­დე კი ტარ­დე­ბა გე­ნო­ტი­პი­რე­ბის ტეს­ტი, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზ­მში სა­ზღვრავს მა­ღა­ლი რის­კის პა­პი­ლო­მა­ვირუსს. ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ, რომ ამი­სათ­ვის ვი­ყე­ნებთ „რო­შის“ ტესტს, რომ­ლი­თაც სკრი­ნინ­გი მიმ­დი­ნა­რე­ობს აშშ-სა და დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში. თუ აღ­ნიშ­ნულ ასაკ­ში გე­ნო­ტი­პი­რე­ბუ­ლი ტეს­ტი უარ­ყო­ფი­თია, შემ­დე­გი გა­და­მოწ­მე­ბა 5 წლის თავ­ზე ხდე­ბა.

აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს­წი­ნა­რე მდგო­მა­რე­ო­ბის - დისპლა­ზი­ის სრუ­ლად აღ­მო­ფხვრა და მკურ­ნა­ლო­ბის რა მე­თო­დებს მი­მარ­თავთ ამის­თვის?

მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის დისპლა­ზია არა­ნა­ირ მკურ­ნა­ლო­ბას არ სა­ჭი­რო­ებს, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დეს ქალს უც­ვლე­ლად და არ­სე­ბობს მისი უკუ­გან­ვი­თა­რე­ბის შან­სიც. ამ სტა­დი­ის დისპლა­ზია იშ­ვი­ათ შემ­თხვე­ვებ­ში პროგ­რე­სირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბებს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ზო­მი­ე­რი და მძი­მე დისპლა­ზი­ის სტა­დი­ებს, რა თქმა უნდა, ისი­ნი სა­ჭი­რო­ებს მკურ­ნა­ლო­ბას, რაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ქსო­ვი­ლის ქი­რურ­გი­უ­ლი გზით მოკ­ვე­თას გუ­ლის­ხმობს. ეს არის 5-წუ­თი­ა­ნი მა­ნი­პუ­ლა­ცია, რო­მე­ლიც უმე­ტე­სად ად­გი­ლობ­რი­ვი ანეს­თე­ზი­ით კეთ­დე­ბა. ქალი თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და­ზი­ა­ნე­ბის­გან, მაგ­რამ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ის თა­ვი­დან წარ­მო­იქ­მნას, რა­საც ბევ­რი ფაქ­ტო­რი გა­ნა­პი­რო­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შემ­დგო­მი კონ­ტრო­ლი, რათა ახა­ლი და­ზი­ა­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, დრო­უ­ლად მოხ­დეს ჩა­რე­ვა.

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ქსო­ვი­ლის ნა­წი­ლის მოკ­ვე­თა ახ­დენს თუ არა გავ­ლე­ნას ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე?

სამ­წუ­ხა­როდ ახ­დენს, რად­გან ამ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შე­დე­გად საშ­ვი­ლოს­ნოს ყელი ქსო­ვი­ლის მო­ნაკ­ვეთს კარ­გავს. სწო­რედ ამი­ტომ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­სას ყო­ველ­თვის ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ქა­ლის ასაკს და ამის მი­ხედ­ვით ვწყვეტთ, რამ­დე­ნად ღრმად მოვ­კვე­თოთ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის არხი. ზო­გა­დი მიდ­გო­მის თა­ნახ­მად, თუ ქალი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი ასა­კი­საა და ორ­სუ­ლო­ბას გეგ­მავს, ძა­ლი­ან ვფრ­თხი­ლობთ და ხან­და­ხან არა­ფერს ვა­კე­თებთ, გარ­და დაკ­ვირ­ვე­ბი­სა.

საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის და­ზი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში 30 და 50 წლის ასა­კის პა­ცი­ენ­ტე­ბი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იმარ­თე­ბი­ან. შე­იძ­ლე­ბა 30 წლის ასა­კის ქალ­საც გა­მო­უვ­ლინ­დეს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის დისპლა­ზია, რა შემ­თხვე­ვა­შიც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას ყო­ველ­თვის კოლ­პოს­კო­პი­უ­რი კონ­ტრო­ლის ქვეშ ვა­კე­თებთ და ვა­ი­დენ­ტი­ფი­ცი­რებთ, ყვე­ლა­ზე მი­ნი­მა­ლუ­რად რა სიღ­რმე­ზე შე­იძ­ლე­ბა მოვ­კვე­თოთ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი არხი. საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის არ­ხის 10 მმ-მდე აღე­ბულ ქსო­ვილს არა­ნა­ი­რი გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა არ აქვს ქა­ლის რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ნი­პუ­ლა­ცი­ის შემ­დგომ გარ­თუ­ლე­ბებს, ახალ­გაზ­რდა ქა­ლებ­ში ეს არის ყე­ლის უკ­მა­რი­სო­ბა ორ­სუ­ლო­ბის მე-2 და მე-3 ტრი­მესტრში, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყვეს ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა ან მცი­რე მა­სის ნა­ყო­ფით მშო­ბი­ა­რო­ბა. ხოლო გარ­თუ­ლე­ბა, რაც შე­იძ­ლე­ბა ხან­დაზ­მულ ასაკ­ში ჩა­ტა­რე­ბულ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ას მოჰ­ყვეს, არის სტე­ნო­ზი ანუ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის გა­რე­თა პი­რის და­ვიწ­რო­ე­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ზე საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს­გან სრუ­ლად გან­კურ­ნე­ბა?

ად­რე­ულ ასაკ­ში გა­მოვ­ლე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო სრუ­ლად და­მარ­ცხე­ბა­დია, დისპლა­ზია კი კი­დევ უფრო მარ­ტი­ვად გან­კურ­ნე­ბა­დი. ზო­გა­დად, პირ­ვე­ლი სტა­დი­ის კიბო დრო­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში 98%-ში და­მარ­ცხე­ბა­დია.

ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­ვი­და პა­პი­ლო­მა­ვირუ­სის 9-კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მა­ღა­ლი დაც­ვით ხა­სი­ათ­დე­ბა. სა­ინ­ტე­რე­სოა, სრუ­ლად ვართ თუ არა და­ზღვე­უ­ლე­ბი ვაქ­ცი­ნის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ?

ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლო­ში 2 ტი­პის პა­პი­ლო­მა ვირუ­სის ვაქ­ცი­ნაა ხელ­მი­საწ­ვდო­მი:

  • გარ­და­სი­ლი 4, რო­მე­ლიც გვი­ცავს HPV მე-6, მე-11 და მე-16 და მე-18 ტი­პე­ბის­გან . მე-6 და მე-11 პა­პი­ლო­მა ვირუ­სის ტი­პე­ბი იწ­ვევს უწყი­ნარ მე­ჭე­ჭებს სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნო­ებ­ზე, რო­მე­ლიც არ არის სა­ში­ში, მაგ­რამ პა­ცი­ენ­ტის­თვის მა­ინც დის­კომ­ფორ­ტია. მე-16 და მე-18 ტი­პის პა­პი­ლო­მა­ვირუ­სით კი ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის 70% არის გა­მოწ­ვე­უ­ლი.
  • გარ­და­სი­ლი 9-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­მა­ტე­ბუ­ლია HPV 31-ე, 33-ე, 45-ე, 52-ე და 58-ე ტი­პე­ბის­გან დაც­ვა. გარ­და­სი­ლი 9 თით­ქმის 85%-ით გვი­ცავს პა­პი­ლო­მა ვირუ­სის­გან და რა თქმა უნდა, ეფექ­ტუ­რია, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ ქალ­მა სკრი­ნინ­გი აღარ უნდა გა­აგ­რძე­ლოს. ორი­ვე მათ­გა­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და­ა­ვა­დე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სათ­ვის.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა მო­ი­ცავს:

  • 10-14 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ორ­ჯე­რად ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, მი­ნი­მუმ 6 თვის ინ­ტერ­ვა­ლით;
  • 15-46 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში სამ­ჯე­რად ვაქ­ცი­ნა­ცი­ას, შემ­დე­გი სქე­მით: 0 - 2 – 6 თვე. პირ­ველ და მე­ო­რე დო­ზას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნდა შე­ად­გენ­დეს არა­ნაკ­ლებ 1 თვეს, ხოლო მე­ო­რე და მე­სა­მე დო­ზას შო­რის მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ტერ­ვა­ლი უნდა შე­ად­გენ­დეს არა­ნაკ­ლებ 3 თვეს.

კი­ბო­თი გა­მოწ­ვე­უ­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა რომ შემ­ცირ­დეს, ჩა­მოთ­ვლი­ლი ასა­კობ­რი­ვი კა­ტე­გო­რი­ის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა უნდა აიც­რას და მი­ნი­მუმ 70% უნდა იტა­რებ­დეს სკრი­ნინგს.

პროგ­რა­მა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით UNFPA გა­ნაგ­რძობს სკრი­ნინგ ცენ­ტრის მხარ­და­ჭე­რას, 2025 წელს გა­ე­როს მო­სახ­ლე­ო­ბის ფონ­დის და თურ­ქე­თის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კო­ორ­დი­ნა­ცი­ის სა­ა­გენ­ტოს (TIKA) პარტნი­ო­რო­ბის ფარ­გლებ­ში, ეროვ­ნულ სკრი­ნინგ ცენ­ტრს 4 ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი გი­ნე­კო­ლო­გი­უ­რი სკა­მი და ჰის­ტე­როს­კო­პი გა­და­ე­ცა. სპე­ცი­ა­ლუ­რი მე­ქა­ნიზ­მის მეშ­ვე­ო­ბით, ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი სკა­მე­ბი სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს რო­გორც შშმ პა­ცი­ენ­ტებს, გა­და­ად­გი­ლე­ბის თუ მოძ­რა­ო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ქა­ლებს, მათ შო­რის, ხან­დაზ­მუ­ლებს, ისარ­გებ­ლონ სკრი­ნინ­გის პროგ­რა­მით და შეძ­ლონ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა და პრე­ვენ­ცია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ ალიბეგაშვილთან

როგორ ავიცილოთ თავიდან საშვილოსნოს ყელის კიბო? - ინტერვიუ მეან-გინეკოლოგ თამარ ალიბეგაშვილთან

საშვილოსნოს ყელის კიბო რეპროდუქციული ასაკის ქალებს შორის ავთვისებიანი სიმსივნით სიკვდილიანობის მეორე წამყვანი მიზეზია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში. ის დღემდე რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად საქართველოშიც, სადაც შემთხვევათა 40%-ზე მეტის გამოვლენა დაგვიანებულ (მე-3 ან მე-4) სტადიაზე ხდება.

2023 წლის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბო ქალებში ავთვისებიან დაავადებებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. მისი დროული გამოვლენისა და მკურნალობის შემთხვევაში კი განკურნება შესაძლებელია.

დაავადება საშვილოსნოს ყელში ვითარდება, საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, რომელიც საშოს უკავშირდება. არსებობს მისი ორი ძირითადი ტიპი: ბრტყელუჯრედიანი კარცინომა, რომელიც ყველაზე გავრცელებულია და ადენოკარცინომა, რომელიც უფრო ნაკლებად გვხვდება.

პრევენციის შესაძლებლობას კი ერთი მხრივ იძლევა პაპილომავირუსის ვაქცინაცია, რომლის ჩატარებაც საქართველოში 46 წლამდე ასაკის ქალებს უფასოდ შეუძლიათ და მეორე მხრივ, საშვილოსნოს ყელის კიბოს პერიოდული სკრინინგი, რომელიც საქართველოში გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ტექნიკური დახმარებით 2009 წლიდან ამოქმედდა.

რა ფაქტორები შეიძლება გახდეს საშვილოსნოს ყელის კიბოს მაპროვოცირებელი, გვიცავს თუ არა პაპილომავირუსის ვაქცინაცია სრულად, როლს თამაშობს სკრინინგი დაავადების პრევენციასა და დამარცხებაში და რა პერიოდულობით უნდა ჩავიტაროთ ის, ამის შესახებ დეტალურად საუბრობს მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი და საქართველოს საშვილოსნოს ყელის პათოლოგიისა და კოლპოსკოპიის საზოგადოების თავმჯდომარე თამარ ალიბეგაშვილი:

ვინ არის დაავადების რისკჯგუფში და ახასიათებს თუ არა მას გენეტიკური განწყობა?

საშვილოსნოს ყელის კიბო შემთხვევათა თითქმის 99%-ში გამოწვეულია მაღალი რისკის პაპილომა ვირუსით, რომელიც ქალმა შეიძლება პირველივე სქესობრივი კონტაქტის დროს შეიძინოს. ვირუსმა შეიძლება მრავალი წელი, გაატაროს ქალის ორგანიზმში და იმუნიტეტის დაქვეითების შემთხვევაში დაიწყოს მოქმედება. იმუნიტეტის დაქვეითება ბევრ ფაქტორს შეუძლია, პირველ რიგში კი ნიკოტინის მოხმარებას. ცალსახად მინდა განვმარტო, რომ დაავადების განვითარების რისკი თამბაქოს მოხმარებასთან არის პირდაპირ კორელაციაში. რისკფაქტორია ასევე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, რომლებიც ლოკალურად აქვეითებს იმუნიტეტს; მრავალი სქესობრივი პარტნიორი; სქესობრივი ცხოვრების ადრეულ ასაკში დაწყება; ორალური კონტრაცეპტივის 5 წელზე მეტი ვადით მიღება და 5-ზე მეტი ფიზიოლოგიური მშობიარობა ანამნეზში.

გარდა ამისა, რისკის ქვეშ არიან ქალები, რომლებსაც აწუხებთ სისტემური დაავადებები (წითელი მგლურა და რევმატოიდული ართრიტი) ან ინფიცირებულები არიან HIV ინფექციით, B ან C ჰეპატიტით.

რაც შეეხება გენეტიკურ განწყობას, თუ ქალის ორგანიზმში არ არის მაღალი რისკის პაპილომა ვირუსი, საშვილოსნოს ყელის ბრტყელუჯრედული კიბო არ განვითარდება, მაგრამ როდესაც პაციენტი ინფიცირებულია და დაავადება აქვს ოჯახურ ანამნეზშიც, კიბოს განვითარების ალბათობა უფრო მაღალია.

რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს საშვილოსნოს ყელის კიბოს დროულად აღმოჩენასა და მკურნალობაში და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

სამწუხაროდ, საშვილოსნოს ყელის კიბო ხანგრძლივად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე. როცა უკვე შორს წასულია პროცესი, მისი ძირითადი სიმპტომი არის სისხლიანი გამონადენი, იქნება ეს სქესობრივი კონტაქტისას თუ მენსტრუალურ ციკლებს შორის. ასევე, დაავადებას ახასიათებს როგორც წყალივით, ისე სუნიანი გამონადენი და ტკივილი მენჯის მიდამოში. თუ შეამჩნევთ, რომ გაქვთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

საშვილოსნოს ყელის კიბოს აქვს კიბოსწინარე მდგომარეობაც. მისი სამედიცინო სახელწოდება არის დისპლაზია, რომელიც სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ამიტომ თუ ქალმა სკრინინგი არ ჩაიტარა, მისი არსებობის შესახებ ვერ შეიტყობს. გართულების ჩამოყალიბება ხანგრძლივი პროცესია, შესაბამისად ქალს მისი დროულად აღმოჩენისა და სრულად აღმოფხვრის მეტი შანსი აქვს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, სკრინინგი ჩავიტაროთ თუნდაც მაშინ, როდესაც არანაირი ჩივილი არ გვაქვს.

რა პერიოდულობით უნდა ჩავიტაროთ საშვილოსნოს ყელის სკრინინგი?

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2020 წელს დასახა გეგმა: 15 წლის ასაკის გოგონების 90% უნდა იყოს პაპილომა ვირუსზე ვაქცინირებული, ზრდასრული ქალების 70% მინიმუმ 2-ჯერ, 35 და 40 წლის ასაკში უნდა იყოს შემოწმებული, ხოლო გამოვლენილი პათოლოგიების შემთხვევათა 90% უნდა იყოს ნამკურნალები, თუ ჩვენ გვინდა 2030 წლისთვის აღარ არსებობდეს საშვილოსნოს ყელის კიბო.

ჩვენს პირობებში ქალებმა უნდა ჩაიტარონ პაპილომავირუსის ვაქცინაცია და 25 წლის ასაკიდან უნდა დაიწყონ გეგმური გამოკვლევები.

25-დან 29 წლის ასაკში ქალები 3 წელიწადში ერთხელ იტარებენ ციტოლოგიურ კვლევას, ე.წ პაპ ტესტს, რომლითაც ვამოწმებთ, არის თუ არა სახეშეცვლილი უჯრედი საშვილოსნოს ყელზე.

30-დან 60 წლამდე კი ტარდება გენოტიპირების ტესტი, რომელიც ორგანიზმში საზღვრავს მაღალი რისკის პაპილომავირუსს. ძალიან ამაყები ვართ, რომ ამისათვის ვიყენებთ „როშის“ ტესტს, რომლითაც სკრინინგი მიმდინარეობს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. თუ აღნიშნულ ასაკში გენოტიპირებული ტესტი უარყოფითია, შემდეგი გადამოწმება 5 წლის თავზე ხდება.

აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოსწინარე მდგომარეობის - დისპლაზიის სრულად აღმოფხვრა და მკურნალობის რა მეთოდებს მიმართავთ ამისთვის?

მსუბუქი ხარისხის დისპლაზია არანაირ მკურნალობას არ საჭიროებს, შეიძლება მთელი ცხოვრება ჰქონდეს ქალს უცვლელად და არსებობს მისი უკუგანვითარების შანსიც. ამ სტადიის დისპლაზია იშვიათ შემთხვევებში პროგრესირდება.

რაც შეეხება საშვილოსნოს ყელის მაღალი ხარისხის დაზიანებებს, რომელიც მოიცავს ზომიერი და მძიმე დისპლაზიის სტადიებს, რა თქმა უნდა, ისინი საჭიროებს მკურნალობას, რაც დაზიანებული ქსოვილის ქირურგიული გზით მოკვეთას გულისხმობს. ეს არის 5-წუთიანი მანიპულაცია, რომელიც უმეტესად ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. ქალი თავისუფლდება დაზიანებისგან, მაგრამ დროთა განმავლობაში შეიძლება ის თავიდან წარმოიქმნას, რასაც ბევრი ფაქტორი განაპირობებს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი მანიპულაციის შემდგომი კონტროლი, რათა ახალი დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, დროულად მოხდეს ჩარევა.

საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ნაწილის მოკვეთა ახდენს თუ არა გავლენას ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე?

სამწუხაროდ ახდენს, რადგან ამ მანიპულაციის შედეგად საშვილოსნოს ყელი ქსოვილის მონაკვეთს კარგავს. სწორედ ამიტომ მანიპულაციის ჩატარებისას ყოველთვის ვითვალისწინებთ ქალის ასაკს და ამის მიხედვით ვწყვეტთ, რამდენად ღრმად მოვკვეთოთ საშვილოსნოს ყელის არხი. ზოგადი მიდგომის თანახმად, თუ ქალი რეპროდუქციული ასაკისაა და ორსულობას გეგმავს, ძალიან ვფრთხილობთ და ხანდახან არაფერს ვაკეთებთ, გარდა დაკვირვებისა.

საშვილოსნოს ყელის დაზიანების შემთხვევაში 30 და 50 წლის ასაკის პაციენტები აბსოლუტურად განსხვავებულად იმართებიან. შეიძლება 30 წლის ასაკის ქალსაც გამოუვლინდეს მაღალი ხარისხის დისპლაზია, რა შემთხვევაშიც მანიპულაციას ყოველთვის კოლპოსკოპიური კონტროლის ქვეშ ვაკეთებთ და ვაიდენტიფიცირებთ, ყველაზე მინიმალურად რა სიღრმეზე შეიძლება მოვკვეთოთ დაზიანებული არხი. საშვილოსნოს ყელის არხის 10 მმ-მდე აღებულ ქსოვილს არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს ქალის რეპროდუქციულ ფუნქციაზე.

რაც შეეხება მანიპულაციის შემდგომ გართულებებს, ახალგაზრდა ქალებში ეს არის ყელის უკმარისობა ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრში, რასაც შეიძლება მოჰყვეს ნაადრევი მშობიარობა ან მცირე მასის ნაყოფით მშობიარობა. ხოლო გართულება, რაც შეიძლება ხანდაზმულ ასაკში ჩატარებულ მანიპულაციას მოჰყვეს, არის სტენოზი ანუ საშვილოსნოს ყელის გარეთა პირის დავიწროება.

შესაძლებელია თუ არა ადრეულ სტადიაზე საშვილოსნოს ყელის კიბოსგან სრულად განკურნება?

ადრეულ ასაკში გამოვლენის შემთხვევაში, საშვილოსნოს ყელის კიბო სრულად დამარცხებადია, დისპლაზია კი კიდევ უფრო მარტივად განკურნებადი. ზოგადად, პირველი სტადიის კიბო დროული მკურნალობის შემთხვევაში 98%-ში დამარცხებადია.

ცოტა ხნის წინ საქართველოში შემოვიდა პაპილომავირუსის 9-კომპონენტიანი ვაქცინა, რომელიც კიდევ უფრო მაღალი დაცვით ხასიათდება. საინტერესოა, სრულად ვართ თუ არა დაზღვეულები ვაქცინის ჩატარების შემდგომ?

ამჟამად საქართველოში 2 ტიპის პაპილომა ვირუსის ვაქცინაა ხელმისაწვდომი:

  • გარდასილი 4, რომელიც გვიცავს HPV მე-6, მე-11 და მე-16 და მე-18 ტიპებისგან . მე-6 და მე-11 პაპილომა ვირუსის ტიპები იწვევს უწყინარ მეჭეჭებს სასქესო ორგანოებზე, რომელიც არ არის საშიში, მაგრამ პაციენტისთვის მაინც დისკომფორტია. მე-16 და მე-18 ტიპის პაპილომავირუსით კი ონკოლოგიური დაავადების 70% არის გამოწვეული.
  • გარდასილი 9-ს შემადგენლობაში დამატებულია HPV 31-ე, 33-ე, 45-ე, 52-ე და 58-ე ტიპებისგან დაცვა. გარდასილი 9 თითქმის 85%-ით გვიცავს პაპილომა ვირუსისგან და რა თქმა უნდა, ეფექტურია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ ქალმა სკრინინგი აღარ უნდა გააგრძელოს. ორივე მათგანი კომბინაციაში საუკეთესო საშუალებაა დაავადების პრევენციისათვის.

ვაქცინაციის პროგრამა მოიცავს:

  • 10-14 წლის ასაკობრივ ჯგუფში ორჯერად ვაქცინაციას, მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;
  • 15-46 წლის ასაკობრივ ჯგუფში სამჯერად ვაქცინაციას, შემდეგი სქემით: 0 - 2 – 6 თვე. პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 1 თვეს, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.

კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა რომ შემცირდეს, ჩამოთვლილი ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის უმეტესობა უნდა აიცრას და მინიმუმ 70% უნდა იტარებდეს სკრინინგს.

პროგრამაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით UNFPA განაგრძობს სკრინინგ ცენტრის მხარდაჭერას, 2025 წელს გაეროს მოსახლეობის ფონდის და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) პარტნიორობის ფარგლებში, ეროვნულ სკრინინგ ცენტრს 4 ადაპტირებული გინეკოლოგიური სკამი და ჰისტეროსკოპი გადაეცა. სპეციალური მექანიზმის მეშვეობით, ადაპტირებული სკამები საშუალებას მისცემს როგორც შშმ პაციენტებს, გადაადგილების თუ მოძრაობის სირთულეების მქონე ქალებს, მათ შორის, ხანდაზმულებს, ისარგებლონ სკრინინგის პროგრამით და შეძლონ საშვილოსნოს ყელის კიბოს დროული დიაგნოსტიკა და პრევენცია.