სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრ ჰან დაკ-სუს იმპიჩმენტი გააუქმა და მას პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის უფლებამოსილება აღუდგინა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმპიჩმენტის შეწყვეტას 8 მოსამართლიდან შვიდმა დაუჭირა მხარი.
”მადლობელი ვარ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გონივრული გადაწყვეტილების გამო. ერთად ვიმუშავებთ, რათა მოვამზადოთ და განვახორციელოთ რეაგირება გლობალურ ცვლილებებზე და უზრუნველვყოთ, რომ სამხრეთ კორეამ განაგრძოს კარგად განვითარება დიდი გეოპოლიტიკური ტრანსფორმაციის ეპოქაში“, - აღნიშნა ჰან დაკ-სუმ.
შეგახსენებთ, სამხრეთ კორეის პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება პრეზიდენტ იუნ სუკ იოლისგან გადაიბარა, რომელსაც გასული წლის დეკემბერში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო იმპიჩმენტი მოუწყვეს.
Reuters-ი წერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჰან დაკ-სუ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დაუყოვნებლივ უბრუნდება.