საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთს ეწვევა.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მაკა ბოჭორიშვილი შეხვედრას გამართავს უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან.
„ასევე, პიტერ სიიარტოს მიწვევით მონაწილეობას მიიღებს უნგრეთის „ელჩების კონფერენციაში", სადაც კოლეგასთან ერთად ჩაერთვება პანელურ დისკუსიაში.
ვიზიტის ფარგლებში, საგარეო უწყების ხელმძღვანელი საჯარო ლექციას გამართავს უნგრეთის დიპლომატიურ აკადემიაში, სადაც ახალგაზრდა დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ესაუბრება.
კოლეგასთან შეხვედრის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებები პრესასთან“,- ნათქვამია ინფორმაციაში.