პარტნიორები:
    ავტორი:

    პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებს

    პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს 5:0 ამარცხებს

    "ერთა ლიგის" "პლეი ოფის" განმეორებითი მატჩის პირველ ტაიმში საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს ანგარიშით 5:0 ამარცხებს. მეხუთე გოლი გიორგი მიქაუტაძემ 34-ე წუთზე გაიტანა.

    დღევანდელ მატჩში გოლების ავტორები არიან: ოთარ კიტეიშვილი -2 გოლი, გიორგი მიქაუტაძე -2 გოლი, გიორგი ჩაკვეტაძე - 1 გოლი.

    მატჩი "დინამო არენაზე” მიმდინარეობს.

    პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ერევანში 0:3 დაამარცხა.

    საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთთან ორმატჩიანი "პლეი ოფის" მოგების შემდეგ უეფა-ს "ერთა ლიგის" B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს. ივნისში ამხანაგური მატჩები შედგება, სექტემბრიდან კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ჩაერთვება.

    იხილეთ ასევე: