"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება", - "დინამო არენაზე" დიდ ეკრანზე სწორედ ეს წარწერა დახვდათ სტუმრად ჩამოსულ სომეხ ფეხბურთელებს.
სომხეთის ნაკრებმა "დინამოს" სტადიონზე უკვე ივარჯიშა, ხოლო მატჩი დღეს საღამოს 18:00 საათზე გაიმართება.4
ეს იქნება განმეორებითი თამაში, პირველი მატჩი კი ერევანში, ქართველების გამარჯვებით 0-3 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ სომხეთშიც, მოედანზე ქართველ ფეხბურთელებს მსგავსი წარწერა დახვდათ და მეზობელმა ქვეყანამ ჩვენი ფეხბურთელები, ისევე როგორც საქართველოდან ჩასული გულშემატკივარი თბილად და პატივისცემით მიიღო.