ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისზე ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად "ჰამასის“ ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერი, სალაჰ ალ-ბარდაველი დაიღუპა. ამის შესახებ "ჰამასის“ ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა.
შეგახსენებთ, ისრაელმა ღაზაზე დარტყმები სამშაბათს განაახლა და "ჰამასი“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაგრძელების ჩაშლაში დაადანაშაულა. "ჰამასმა“ ისრაელის ბრალდებები უარყო და, თავის მხრივ, ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა, რომელსაც მხარეებმა კატარის, ეგვიპტისა და აშშ-ის შუამავლობით მოაწერეს ხელი.