პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახიფათო პერიოდი გადავიარეთ" - რეკორდულად ცხელი მარტი და აპრილის თვის პროგნოზი: როგორი ამინდი გველოდება მომდევნო თვეში
"სახიფათო პერიოდი გადავიარეთ" - რეკორდულად ცხელი მარტი და აპრილის თვის პროგნოზი: როგორი ამინდი გველოდება მომდევნო თვეში

საკ­მა­ოდ თბი­ლი დღე­ე­ბის შემ­დეგ, 17 მარ­ტი­დან ისევ შე­იც­ვა­ლა ამინ­დი და საკ­მა­ოდ აგ­რილ­და. რამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დე­ბა ასე­თი წვი­მი­ა­ნი და გრი­ლი ამინ­დი და, ზო­გა­დად, რო­გო­რი ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში? - ამ სა­კი­თხზე გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, ხა­თუ­ნა ქო­ქო­სა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- გა­ზა­ფხუ­ლი საკ­მა­ოდ ცი­ვად და­ი­წყო. 1-ელი და 2 მარ­ტი თოვ­ლი­ა­ნი იყო, მერე გა­მო­ი­და­რა და ტემ­პე­რა­ტუ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მო­ი­მა­ტა, რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე - აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტემ­პე­რა­ტუ­რამ 32 გრა­დუსს მი­აღ­წია, ხოლო აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 გრა­დუ­სამ­დე ავი­და, რაც საკ­მა­ოდ იშ­ვი­ა­თო­ბაა. ყო­ველ­თვის ასე არ ხდე­ბა. შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში კვლავ ცივი ჰა­ე­რის მა­სე­ბი შე­მო­იჭ­რა, ამი­ტომ უმე­ტეს რა­ი­ონ­ში ნა­ლე­ქი იყო. მა­ღალ მთა­ში თოვ­ლი მო­ვი­და. ასე­თი ცივი ამინ­დი გრძელ­დე­ბა კვი­რის ბო­ლომ­დე. კვი­რას შე­სუს­ტდე­ბა ინ­ტენ­სი­ვო­ბა და ზო­გან გა­მო­ი­და­რებს. შემ­დე­გი კვი­რა, 24 მარ­ტი­დან თვის ბო­ლომ­დე, უმე­ტე­სად ისევ უნა­ლე­ქო ამინ­დია მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ტემ­პე­რა­ტუ­რა ნელ-ნელა აი­წევს და კვი­რის ბო­ლო­დან ისევ მა­ღალ ნიშ­ნულს ვე­ლო­დე­ბით, რო­გორც და­სავ­ლეთ, ასე­ვე -აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში.და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ტემ­პე­რა­ტუ­რამ 28-30 გრა­დუ­სამ­დე მო­ი­მა­ტოს. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­შიც უმე­ტე­სად უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა და ტემ­პე­რა­ტუ­რა მო­ი­მა­ტებს 27- 28 გრა­დუ­სამ­დე, დაბ­ლობ­სა და ბარ­ში. მთი­ან და მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­შიც უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა 25-26 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს, მა­ღალ მთა­ში 19-20 გრა­დუ­სამ­დეც შე­იძ­ლე­ბა, მო­ი­მა­ტოს. ასე­ვე, გა­იზ­რდე­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რა აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს მთებ­სა და მა­ღალმთი­ა­ნეთ­ში. მთებ­ში 25 გრა­დუ­სამ­დე აი­წევს ტემ­პე­რა­ტუ­რა, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში კი - 17-18 გრა­დუ­სამ­დე. მომ­დევ­ნო თვე ანუ აპ­რი­ლი საკ­მა­ოდ თბი­ლი იქ­ნე­ბა. მო­ი­მა­ტებს ტემ­პე­რა­ტუ­რა და მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა აპ­რი­ლის და­სა­წყის­შიც.

- პე­რი­ო­დუ­ლად იწ­ვი­მებს კი­დეც?

- 23 მარ­ტამ­დე ნა­ლე­ქი იქ­ნე­ბა, დაბ­ლობ­სა და ბარ­ში იწ­ვი­მებს, მა­ღალმთი­ან რა­ი­ო­ნებ­ში თოვ­ლი გაგ­რძელ­დე­ბა, ამ კვი­რის ბო­ლომ­დე, მომ­დევ­ნო კვი­რი­დან კი გა­მო­ი­და­რებს და თვის ბო­ლომ­დე მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა. წელს, აპ­რილ­ში, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი იქ­ნე­ბა ნა­ლე­ქი, თუმ­ცა მა­ინც გა­ზა­ფხუ­ლის თვეა და კლი­მა­ტით აპ­რი­ლი ყვე­ლა­ზე უხვი ნა­ლე­ქით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ამ კვი­რა­ში დამ­თავ­რდე­ბა ნა­ლე­ქი­ა­ნი დღე­ე­ბი, 24 მარ­ტი­დან უკვე გა­მო­ი­და­რებს და თვის ბო­ლომ­დე, 31 მარ­ტამ­დე, უნა­ლე­ქო ამინ­დი იქ­ნე­ბა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"სახიფათო პერიოდი გადავიარეთ" - რეკორდულად ცხელი მარტი და აპრილის თვის პროგნოზი: როგორი ამინდი გველოდება მომდევნო თვეში

"სახიფათო პერიოდი გადავიარეთ" - რეკორდულად ცხელი მარტი და აპრილის თვის პროგნოზი: როგორი ამინდი გველოდება მომდევნო თვეში

საკმაოდ თბილი დღეების შემდეგ, 17 მარტიდან ისევ შეიცვალა ამინდი და საკმაოდ აგრილდა. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი წვიმიანი და გრილი ამინდი და, ზოგადად, როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში? - ამ საკითხზე გრძელვადიანი პროგნოზის განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება:

- გაზაფხული საკმაოდ ცივად დაიწყო. 1-ელი და 2 მარტი თოვლიანი იყო, მერე გამოიდარა და ტემპერატურამ მნიშვნელოვნად მოიმატა, როგორც დასავლეთ, ასევე - აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში ტემპერატურამ 32 გრადუსს მიაღწია, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 30 გრადუსამდე ავიდა, რაც საკმაოდ იშვიათობაა. ყოველთვის ასე არ ხდება. შემდეგ საქართველოში კვლავ ცივი ჰაერის მასები შემოიჭრა, ამიტომ უმეტეს რაიონში ნალექი იყო. მაღალ მთაში თოვლი მოვიდა. ასეთი ცივი ამინდი გრძელდება კვირის ბოლომდე. კვირას შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს. შემდეგი კვირა, 24 მარტიდან თვის ბოლომდე, უმეტესად ისევ უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ნელ-ნელა აიწევს და კვირის ბოლოდან ისევ მაღალ ნიშნულს ველოდებით, როგორც დასავლეთ, ასევე -აღმოსავლეთ საქართველოში.დასავლეთ საქართველოში, შესაძლებელია, ტემპერატურამ 28-30 გრადუსამდე მოიმატოს. აღმოსავლეთ საქართველოშიც უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და ტემპერატურა მოიმატებს 27- 28 გრადუსამდე, დაბლობსა და ბარში. მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც უნალექო ამინდი იქნება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ტემპერატურა 25-26 გრადუსამდე აიწევს, მაღალ მთაში 19-20 გრადუსამდეც შეიძლება, მოიმატოს. ასევე, გაიზრდება ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს მთებსა და მაღალმთიანეთში. მთებში 25 გრადუსამდე აიწევს ტემპერატურა, მაღალმთიან რაიონებში კი - 17-18 გრადუსამდე. მომდევნო თვე ანუ აპრილი საკმაოდ თბილი იქნება. მოიმატებს ტემპერატურა და მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება აპრილის დასაწყისშიც.

- პერიოდულად იწვიმებს კიდეც?

- 23 მარტამდე ნალექი იქნება, დაბლობსა და ბარში იწვიმებს, მაღალმთიან რაიონებში თოვლი გაგრძელდება, ამ კვირის ბოლომდე, მომდევნო კვირიდან კი გამოიდარებს და თვის ბოლომდე მთელ საქართველოში უნალექო ამინდი იქნება. წელს, აპრილში, ნორმასთან შედარებით ნაკლები იქნება ნალექი, თუმცა მაინც გაზაფხულის თვეა და კლიმატით აპრილი ყველაზე უხვი ნალექით გამოირჩევა. ამ კვირაში დამთავრდება ნალექიანი დღეები, 24 მარტიდან უკვე გამოიდარებს და თვის ბოლომდე, 31 მარტამდე, უნალექო ამინდი იქნება...წაიკითხეთ სრულად