დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
აღნიშნულით ზურაბიშვილი გუშინ, საპროტესტო აქციაზე სტუდენტების დაკავებას ეხმაურება.
„დაკავებების ახალი ტალღა აბსურდულობის ახალ დონეს აღწევს: სტუდენტი გოგონები საპროტესტო აქციაზე სკამების მიტანისთვის დააკავეს, კიდევ ერთი სტუდენტი კი ტაშის დაკვრის გამო. კაფკა თბილისში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სამივე პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ინფორმაციისთვის, აღნიშნული პირები პარლამენტის წინ კიბეზე, პატარა სკამების დადგმას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. მათივე განცხადებით, ერთი პირი კი ტაშის დაკვრის გამო დააკავეს.