სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უეცარი წყალდიდობები, 2 მილიარდი ადამიანის საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენა... - რა შეიძლება მოჰყვეს მყივარების სწრაფ დნობას
უეცარი წყალდიდობები, 2 მილიარდი ადამიანის საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენა... - რა შეიძლება მოჰყვეს მყივარების სწრაფ დნობას

გა­ე­როს ცნო­ბით, მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა მთელ მსოფ­ლი­ო­ში 2 მი­ლი­არ­დი ადა­მი­ა­ნის­თვის საკ­ვე­ბი­სა და წყლის მო­მა­რა­გე­ბას უქ­მნის საფრ­თხეს, რად­გან დნო­ბის ამ­ჟა­მინ­დელ "უპ­რე­ცე­დენ­ტო" ტემპს არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დი შე­დე­გე­ბი ექ­ნე­ბა.

  • იუ­ნეს­კოს ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბა და მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში თოვ­ლის შემ­ცი­რე­ბა, რა­საც კლი­მა­ტის კრი­ზი­სი იწ­ვევს, სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლი­ო­ში ირი­გა­ცი­უ­ლი სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ორ მე­სა­მედ­ზე მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას.

მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში 1 მი­ლი­არ­დზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და გან­ვი­თა­რე­ბად ქვეყ­ნებ­ში მცხოვ­რებ­თა ნა­ხე­ვა­რი უკვე გა­ნიც­დის საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას. ეს მდგო­მა­რე­ო­ბა, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­უ­ა­რეს­დე­ბა, რად­გან ასეთ რე­გი­ო­ნებ­ში საკ­ვე­ბის წარ­მო­ე­ბა მთის წყლებ­ზე, დნო­ბად თოვლსა და მყინ­ვა­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბიც რის­კის ქვეშ არი­ან: მა­გა­ლი­თად, აშშ-ში კო­ლო­რა­დოს მდი­ნა­რის აუზი 2000 წლი­დან გვალ­ვის პი­რო­ბებ­შია, მო­მა­ტე­ბუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის გამო კი ნა­ლე­ქის დიდი ნა­წი­ლი წვი­მის სა­ხით მო­დის, რო­მე­ლიც უფრო სწრა­ფად ჩა­მო­ე­დი­ნე­ბა, ვიდ­რე მთის თოვ­ლი, რაც გვალ­ვის პი­რო­ბებს ამ­ძი­მებს.

იუ­ნეს­კოს გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა, ოდრი აზუ­ლემ გა­ნა­ცხა­და: "იმის მი­უ­ხე­და­ვად, თუ სად ვცხოვ­რობთ, მთებ­სა და მყინ­ვა­რებ­ზე ყვე­ლა­ნი რა­ღაც ფორ­მით ვართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი. მაგ­რამ ეს ბუ­ნებ­რი­ვი წყლის კოშ­კე­ბი საფრ­თხის წი­ნა­შე დგა­ნან. ეს ან­გა­რი­ში მოქ­მე­დე­ბის გა­და­უ­დე­ბელ სა­ჭი­რო­ე­ბას აჩ­ვე­ნებს."

მსოფ­ლიო მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სხვა კვლე­ვის, “კლი­მა­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის” ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, მყინ­ვა­რე­ბის ცვლი­ლე­ბის ტემ­პი სა­გან­გა­შოა. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ მყინ­ვა­რის მა­სის უდი­დე­სი ნა­წი­ლის და­კარ­გვა სწო­რედ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოხ­და, ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი კი ნორ­ვე­გია, შვე­დე­თი, სვალ­ბარ­დი და ტრო­პი­კუ­ლი ან­დე­ბი აღ­მოჩ­ნდნენ.

იუ­ნეს­კოს წყლის მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის დი­რექ­ტორ­მა, აბუ ამა­ნიმ და­ა­მა­ტა, რომ მყინ­ვა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბას და­მა­ტე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს კი­დევ იმის გამო, რომ ყი­ნუ­ლის და­კარ­გვა ამ­რეკლ ზე­და­პირს მუქი ნი­ა­და­გით ანაც­ვლებს, რო­მე­ლიც სით­ბოს შთან­თქავს.

  • "მყინ­ვა­რე­ბის დნო­ბას გავ­ლე­ნა აქვს მზის რა­დი­ა­ცი­ის არეკვლა­ზე და ეს გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მთელ კლი­მა­ტურ სის­ტე­მა­ზე," - ხაზი გა­უს­ვა მან.

ასე­ვე გა­იზ­რდე­ბა ზვა­ვე­ბი, რად­გან თოვ­ლზე მო­სუ­ლი წვი­მა ზვა­ვის წარ­მოქ­მნის მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რია. დნო­ბა­დი მყინ­ვა­რე­ბი­დან დაგ­რო­ვე­ბუ­ლი წყა­ლი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­თა­ვი­სუფ­ლდეს, რაც გა­მო­იწ­ვევს უე­ცარ წყალ­დი­დო­ბებს ხე­ო­ბებ­ში ან ფერ­დო­ბებ­ზე უფრო ქვე­მოთ მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის.

წინა კვლე­ვამ, რო­მე­ლიც გა­სულ თვეს გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში Nature, აჩ­ვე­ნა, რომ თუ გლო­ბა­ლურ დათ­ბო­ბას არ შე­ა­ჩე­რე­ბენ, სა­უ­კუ­ნის ბო­ლომ­დე გლო­ბა­ლუ­რი მყინ­ვა­რის მა­სის ნა­ხე­ვა­რი და­ი­კარ­გე­ბა.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის (IFAD) პრე­ზი­დენ­ტმა და UN-Water-ის თავ­მჯდო­მა­რემ, ალ­ვა­რო ლა­რი­ომ აღ­ნიშ­ნა, რომ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლე­ბიც და­ზა­რა­ლე­ბულ მთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მეტი მხარ­და­ჭე­რაა სა­ჭი­რო.

"მთე­ბი ჩვე­ნი მტკნა­რი წყლის 60%-ს გვაწ­ვდის, მაგ­რამ თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ სა­სი­ცო­ცხლო რე­სურ­სებს იცა­ვენ, საკ­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას ყვე­ლა­ზე მე­ტად გა­ნიც­დი­ან," - გა­ნა­ცხა­და მან.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

უეცარი წყალდიდობები, 2 მილიარდი ადამიანის საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენა... - რა შეიძლება მოჰყვეს მყივარების სწრაფ დნობას

უეცარი წყალდიდობები, 2 მილიარდი ადამიანის საკვებისა და წყლის გარეშე დარჩენა... - რა შეიძლება მოჰყვეს მყივარების სწრაფ დნობას

გაეროს ცნობით, მყინვარების დნობა მთელ მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანისთვის საკვებისა და წყლის მომარაგებას უქმნის საფრთხეს, რადგან დნობის ამჟამინდელ "უპრეცედენტო" ტემპს არაპროგნოზირებადი შედეგები ექნება.

  • იუნესკოს ანგარიშის თანახმად, მყინვარების დნობა და მთიან რეგიონებში თოვლის შემცირება, რასაც კლიმატის კრიზისი იწვევს, სავარაუდოდ, მსოფლიოში ირიგაციული სოფლის მეურნეობის ორ მესამედზე მოახდენს გავლენას.

მთიან რეგიონებში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს და განვითარებად ქვეყნებში მცხოვრებთა ნახევარი უკვე განიცდის საკვების ნაკლებობას. ეს მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაუარესდება, რადგან ასეთ რეგიონებში საკვების წარმოება მთის წყლებზე, დნობად თოვლსა და მყინვარებზეა დამოკიდებული.

განვითარებული ქვეყნებიც რისკის ქვეშ არიან: მაგალითად, აშშ-ში კოლორადოს მდინარის აუზი 2000 წლიდან გვალვის პირობებშია, მომატებული ტემპერატურის გამო კი ნალექის დიდი ნაწილი წვიმის სახით მოდის, რომელიც უფრო სწრაფად ჩამოედინება, ვიდრე მთის თოვლი, რაც გვალვის პირობებს ამძიმებს.

იუნესკოს გენერალურმა დირექტორმა, ოდრი აზულემ განაცხადა: "იმის მიუხედავად, თუ სად ვცხოვრობთ, მთებსა და მყინვარებზე ყველანი რაღაც ფორმით ვართ დამოკიდებულები. მაგრამ ეს ბუნებრივი წყლის კოშკები საფრთხის წინაშე დგანან. ეს ანგარიში მოქმედების გადაუდებელ საჭიროებას აჩვენებს."

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის სხვა კვლევის, “კლიმატის მდგომარეობის” ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, მყინვარების ცვლილების ტემპი საგანგაშოა. კვლევამ აჩვენა, რომ მყინვარის მასის უდიდესი ნაწილის დაკარგვა სწორედ ბოლო სამი წლის განმავლობაში მოხდა, ყველაზე მეტად დაზარალებული რეგიონები კი ნორვეგია, შვედეთი, სვალბარდი და ტროპიკული ანდები აღმოჩნდნენ.

იუნესკოს წყლის მეცნიერებების დირექტორმა, აბუ ამანიმ დაამატა, რომ მყინვარების შემცირებას დამატებითი გავლენა აქვს კიდევ იმის გამო, რომ ყინულის დაკარგვა ამრეკლ ზედაპირს მუქი ნიადაგით ანაცვლებს, რომელიც სითბოს შთანთქავს.

  • "მყინვარების დნობას გავლენა აქვს მზის რადიაციის არეკვლაზე და ეს გავლენას მოახდენს მთელ კლიმატურ სისტემაზე," - ხაზი გაუსვა მან.

ასევე გაიზრდება ზვავები, რადგან თოვლზე მოსული წვიმა ზვავის წარმოქმნის მთავარი ფაქტორია. დნობადი მყინვარებიდან დაგროვებული წყალი შეიძლება გამოთავისუფლდეს, რაც გამოიწვევს უეცარ წყალდიდობებს ხეობებში ან ფერდობებზე უფრო ქვემოთ მცხოვრები ადამიანებისთვის.

წინა კვლევამ, რომელიც გასულ თვეს გამოქვეყნდა ჟურნალში Nature, აჩვენა, რომ თუ გლობალურ დათბობას არ შეაჩერებენ, საუკუნის ბოლომდე გლობალური მყინვარის მასის ნახევარი დაიკარგება.

საერთაშორისო სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის (IFAD) პრეზიდენტმა და UN-Water-ის თავმჯდომარემ, ალვარო ლარიომ აღნიშნა, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაზარალებულ მთიან რეგიონებში ცხოვრობენ, მეტი მხარდაჭერაა საჭირო.

"მთები ჩვენი მტკნარი წყლის 60%-ს გვაწვდის, მაგრამ თემები, რომლებიც ამ სასიცოცხლო რესურსებს იცავენ, საკვების ნაკლებობას ყველაზე მეტად განიცდიან," - განაცხადა მან.

წყარო