სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა კომისიის წინაშე მობრძანდება"
"ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა კომისიის წინაშე მობრძანდება"

ჩვენ ხუმ­რო­ბას არ ვა­პი­რებთ! - ყვე­ლა პირი, ვინც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წარ­მო­ად­გენ­და, კე­თილს ინე­ბებს და კო­მი­სი­ის წი­ნა­შე მობ­რძან­დე­ბა და შემ­დეგ არ იტყვის, რომ არ იცო­და, რომ გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში საკ­მა­ოდ მკაც­რი სას­ჯე­ლი არ­სე­ბობ­და! - ეს გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მის და­წყე­ბი­სას კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რემ თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ა­კე­თა.

მან კი­დევ ერთხელ აღ­ნიშ­ნა, რომ პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა­ზე გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იწ­ვევს.

„ყვე­ლა პირს, ვი­საც ჩვენ და­ვუ­კავ­შირ­დე­ბით, მინ­და ეს ჰქონ­დეს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, რომ რა­ი­მე პრობ­ლე­მა არ შე­უქ­მნას სა­კუ­თარ თავს“, - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

პარ­ლა­მენ­ტში „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­სწავ­ლე­ლი დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის სხდო­მა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

  • კო­მი­სი­ის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე, 2011 წელს, ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის­თვის ბიზ­ნე­სის წარ­თმე­ვის და სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი წა­მე­ბის საქ­მეს იხი­ლა­ვენ. კო­მი­სია ბიზ­ნეს­მე­ნის შვილს, ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ანს უს­მენს.

ბიზ­ნეს­მე­ნი ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი 2011 წლის თე­ბერ­ვალ­ში ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. ის პა­ტიმ­რო­ბი­დან 2012 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­თა­ვი­სუფ­ლდა. ხარ­ძი­ა­ნი ამ­ტკი­ცებ­და, რომ ამ პე­რი­ოდ­ში მას კუს ტბის წი­ლე­ბი ზე­წო­ლით და­ათ­მო­ბი­ნეს.

2015 წლის 28 მარტს კი, ბე­სიკ ხარ­ძი­ა­ნი თბი­ლის­ში, სა­კუ­თარ სა­დარ­ბა­ზო­ში მოკ­ლეს. მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის საქ­მე გახ­სნი­ლად 2016 წლის იან­ვარ­ში გა­მო­ა­ცხა­და. ბიზ­ნეს­მენ ბე­სა­რი­ონ ხარ­ძი­ა­ნის, შეკ­ვე­თით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ორი პირი - უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე, 1985 წლის 29 მა­ისს და­ბა­დე­ბუ­ლი ფა­რიდ გურ­ბა­ნო­ვი და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე, 1973 წლის 4 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლი ოლეგ დო­ე­ვი სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და ორი­ვე მათ­განს და­უს­წრებ­ლად, 19-19 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა კომისიის წინაშე მობრძანდება"

"ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა კომისიის წინაშე მობრძანდება"

ჩვენ ხუმრობას არ ვაპირებთ! - ყველა პირი, ვინც წინა ხელისუფლებას წარმოადგენდა, კეთილს ინებებს და კომისიის წინაშე მობრძანდება და შემდეგ არ იტყვის, რომ არ იცოდა, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკმაოდ მკაცრი სასჯელი არსებობდა! - ეს განცხადება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომის დაწყებისას კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას იწვევს.

„ყველა პირს, ვისაც ჩვენ დავუკავშირდებით, მინდა ეს ჰქონდეს გათვალისწინებული, რომ რაიმე პრობლემა არ შეუქმნას საკუთარ თავს“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

  • კომისიის დღევანდელ სხდომაზე, 2011 წელს, ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანისთვის ბიზნესის წართმევის და საპატიმრო დაწესებულებაში მისი წამების საქმეს იხილავენ. კომისია ბიზნესმენის შვილს, ბესარიონ ხარძიანს უსმენს.

ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. ის პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.

2015 წლის 28 მარტს კი, ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარ სადარბაზოში მოკლეს. მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის საქმე გახსნილად 2016 წლის იანვარში გამოაცხადა. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი - უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.