პარტნიორები:
    ავტორი:

    პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს განიხილავენ

    პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბესიკ ხარძიანისთვის ქონების წართმევის საქმეს განიხილავენ

    საქართველოს პარლამენტში წინა ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს.

    • როგორც დღის წესრიგშია აღნიშნული, დღევანდელ სხდომაზე „ბიზნესზე ზეწოლისა და წამების ერთ-ერთი საქმეს (ბესარიონ ხარძიანი) განიხილავენ.”

    კომისიის ერთ-ერთი წევრის, პაატა სალიას ინფორმაციით სხდომას ბესარიონ ხარძიანის შვილი და საქმის ადვოკატი დაესწრება.

    მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე აქ ძირითადად, აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე.

    „აქ ძირითადად, აქცენტი გაკეთდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაზე. ამ წამების და არაადამიანური მოპყრობის მიზანი ქონების ჩამორთმევა და იძულებით დათმობა იყო, რაც ასევე ბიზნესის რეკეტის ნაწილშიც განიხილება. ჩვენ დღეს გვაქვს პირველი, ბესიკ ხარძიანის საქმე. კერძოდ, განვიხილავთ 2011 წელს მისი დაპატიმრების, პენიტენციურ სისტემაში მისი წამების, არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს, რასაც შედეგად მისი ჯანმრთელობის დაზიანება, ოჯახის დატერორება, ბიზნესის წართმევა მოჰყვა.

    გამოიკითხება რამდენიმე ადამიანი: პირველი - ბესიკ ხარძიანის შვილის მონათხრობს მოვისმენთ; ასევე გვეყოლებიან ადვოკატები - ერთ-ერთი ადვოკატი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ საქმეში იყო ჩართული და ამასთან დაკავშირებით გვექნება კითხვები; მოწვეულია ასევე [გიორგი] უდესიანის ადვოკატი, რომელიც ასევე კომისიის შეკითხვებს გასცემს პასუხს”, - განაცხადა სალიამ.

    ცნობისთვის, ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.