სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბა­ზის­ბან­კი, ტრა­დი­ცი­უ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პლატ­ფორ­მა ფი­ნე­დუს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ფუ­ლის გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი­სად­მი მი­ძღვნი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის მხარ­დამ­ჭე­რია.

ფუ­ლის გლო­ბა­ლუ­რი კვი­რე­უ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი ყო­ველ­წლი­უ­რი კამ­პა­ნი­აა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ახალ­გაზ­რდებ­ში ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ფი­ნან­სუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას. 2025 წლის კვი­რე­უ­ლი 17-23 მარ­ტის ჩათ­ვლით აღი­ნიშ­ნე­ბა.

წელს ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის - ლა­რის შე­მო­ღე­ბი­დან 30 წელი სრულ­დე­ბა. ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი და ფი­ნან­სუ­რი გა­ნათ­ლე­ბის პლატ­ფორ­მა ფი­ნე­დუ აცხა­დებს ფუ­ლის თე­მა­ზე ნა­ხა­ტე­ბის ღია კონ­კურსს სა­ხელ­წო­დე­ბით „ლარი 30 წლი­საა“. კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შეძ­ლე­ბენ წარ­მო­ა­ჩი­ნონ სა­კუ­თა­რი ხედ­ვა ქარ­თუ­ლი ფუ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე, ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და და­ხა­ტონ 30 ლა­რის ბანკნო­ტი.

ნა­ხა­ტე­ბის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა შე­უძ­ლია 6-დან 18 წლამ­დე მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდებს. კონ­კურ­სან­ტმა და­ხა­ტოს 30 ლა­რის ნო­მი­ნა­ლის ბანკნო­ტი და 30 მარ­ტის ჩათ­ვლით, ავ­ტო­რის სა­ხელ­სა და ასაკ­თან ერ­თად ატ­ვირ­თოს ფი­ნე­დუს ფე­ის­ბუქ პოს­ტის კო­მენ­ტარ­ში. (6-დან 16 წლამ­დე მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ნა­ხა­ტის ატ­ვირ­თვა მშობ­ლებს შე­უძ­ლი­ათ; 16-დან 18 წლამ­დე კი ნა­ხა­ტის ატ­ვირ­თვა მშო­ბელს ან თა­ვად კონ­კურ­სანტს).

კონ­კურ­სში გა­მოვ­ლინ­დე­ბა 4 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მათ შო­რის 3 გა­მარ­ჯვე­ბულს ჟი­უ­რი, 1 რჩე­ულს კი ფე­ის­ბუ­ქის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შე­არ­ჩე­ვენ.

კონ­კურ­სის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ ბმულ­ზე

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი დაიწყო

ბაზისბანკი, ტრადიციულად, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ ორგანიზებული ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი აქტივობების მხარდამჭერია.

ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. 2025 წლის კვირეული 17-23 მარტის ჩათვლით აღინიშნება.

წელს ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წელი სრულდება. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი და ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუ აცხადებს ფულის თემაზე ნახატების ღია კონკურსს სახელწოდებით „ლარი 30 წლისაა“. კონკურსის ფარგლებში მონაწილეები შეძლებენ წარმოაჩინონ საკუთარი ხედვა ქართული ფულის განვითარების ისტორიაზე, ეროვნული ვალუტის მნიშვნელობაზე და დახატონ 30 ლარის ბანკნოტი.

ნახატების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 6-დან 18 წლამდე მოსწავლე-ახალგაზრდებს. კონკურსანტმა დახატოს 30 ლარის ნომინალის ბანკნოტი და 30 მარტის ჩათვლით, ავტორის სახელსა და ასაკთან ერთად ატვირთოს ფინედუს ფეისბუქ პოსტის კომენტარში. (6-დან 16 წლამდე მონაწილეებისთვის ნახატის ატვირთვა მშობლებს შეუძლიათ; 16-დან 18 წლამდე კი ნახატის ატვირთვა მშობელს ან თავად კონკურსანტს).

კონკურსში გამოვლინდება 4 გამარჯვებული, მათ შორის 3 გამარჯვებულს ჟიური, 1 რჩეულს კი ფეისბუქის მომხმარებლები შეარჩევენ.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

R