რუსებმა ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსეთმა კვლავ შეუტია ოდესის რეგიონს, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. გაჩნდა მასშტაბური ხანძარი, დაიწვა სავაჭრო ცენტრი და მაღაზიები, დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.