სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარული ვიდეოჩანაწერი: დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები - რა დეტალები ხდება ცნობილი
ფარული ვიდეოჩანაწერი: დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები - რა დეტალები ხდება ცნობილი

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ამ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 3 პირი და­ა­კა­ვა, მათ შო­რის 2 ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რია.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ავ­რცე­ლებს.

  • უწყე­ბის ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლე­ბი 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ვ.ა., 1968 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.გ. და 1990 წელს და­ბა­დე­ბულს ს.შ. და­ა­კა­ვეს.

ვ.ა. და ი.გ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბი­სა და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვი­სა და გა­სა­ღე­ბის ბრალ­დე­ბით არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. ხოლო ს.შ. - ს დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა ედე­ბა ბრა­ლად.

და­ნა­შა­უ­ლე­ბი 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

გა­მო­ძი­ე­ბით და­ად­გი­ნა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე ყიდ­დნენ. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­გან ნარ­კო­ტი­კე­ბის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვე­ბის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დე­ო­ჩა­წე­რა.

პო­ლი­ცი­ამ, ქვე­მო ფო­ნი­ჭა­ლა­ში, და­კა­ვე­ბუ­ლი ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­სა და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღო სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ და­ფა­სო­ე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „ჰე­რო­ი­ნი“, „მა­რი­ხუ­ა­ნა“, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა „პრე­გა­ბა­ლი­ნი“ და სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი თან­ხა.

ხოლო ს.შ. - ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ამო­ღე­ბუ­ლია ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა „მე­თა­დო­ნი“ გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე მუხ­ლის მე-3 და მე-5 ნა­წი­ლე­ბით, 261 - ე მუხ­ლის მე-3 და მე-6 ნა­წი­ლე­ბი­თა და 273-ე პრი­მა მუხ­ლის მე-5 ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ფარული ვიდეოჩანაწერი: დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები - რა დეტალები ხდება ცნობილი

ფარული ვიდეოჩანაწერი: დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები - რა დეტალები ხდება ცნობილი

ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა, მათ შორის 2 ნარკორეალიზატორია.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ავრცელებს.

  • უწყების ცნობით, დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თეთრიწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ვ.ა., 1968 წელს დაბადებული ი.გ. და 1990 წელს დაბადებულს ს.შ. დააკავეს.

ვ.ა. და ი.გ. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით არიან დაკავებულები. ხოლო ს.შ. - ს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.

დანაშაულები 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დაადგინა, რომ ვ.ა. და ი.გ., ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, ქვემო ფონიჭალაში, დაკავებული ნარკორეალიზატორების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, „მარიხუანა“, ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

ხოლო ს.შ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით, 261 - ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებითა და 273-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.