"საქართველომ სომხეთს უნდა მოუგოს. სხვა არაფერი ამ საღამოს არ მაღელვებს", - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.
"პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს ცალკეული ფეხბურთელის პოლიტიკური განცხადება.
მეტიც, მათგან სწორი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვის მოლოდინი და ამისგან განსაკუთრებული ამბის შექმნაც შეცდომად მიმაჩნია.
დღეს საქართველომ სომხეთს უნდა მოუგოს. სხვა არაფერი ამ საღამოს არ მაღელვებს.
Go Go Georgia!" - წერს გვარამია.
ცნობისთვის, დღეს, 21:00 საათზე, ერევანში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სომხეთს დაუპირისპირდება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე ჩატარდება. ორი მატჩის შემდეგ გაირკვევა, რომელი გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას "ერთა ლიგის" B დივიზიონში.