პარტნიორები:
    ავტორი:

    "რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ჯეიმს მაკკლირი

    "რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა" - ჯეიმს მაკკლირი

    საქართველოში პრო-რუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი დიდ ბრიტანეთში წლებია შეუფერხებლად მუშაობდა, რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის ივანიშვილის დასანქცირების დროა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, ჯეიმს მაკკლირი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

    “უზარმაზარი სკანდალი - საქართველოში პრო-რუსული პროპაგანდის მმართველი ადამიანი გაერთიანებულ სამეფოსი წლებია შეუფერხებლად მუშაობდა.

    ახლა, გაერთიანებული სამეფოს უზენაესმა სასამართლომ მის წინააღმდეგ გამოიტანა გადაწყვეტილება, და მას 170 მილიონი აშშ დოლარის გადახდა დაავალა “კომერციული შეთქმულებისთვის”.

    [ირაკლიი] რუხაძისა და მისი ოლიგარქი უფროსის, ივანიშვილის დასანქცირების დროა”, - წერს მაკკლირი.