პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, გათავისუფლებულია - "მან ყაზახეთი უკვე დატოვა"
ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, გათავისუფლებულია - "მან ყაზახეთი უკვე დატოვა"

აჭა­რის მთავ­რო­ბის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ ყა­ზა­ხეთ­ში იზო­ლა­ტო­რი გუ­შინ, 19 მარტს და­ტო­ვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში“ ადას­ტუ­რე­ბენ.

რო­გორც ცნო­ბი­ლი ხდე­ბა, ის ყა­ზა­ხეთ­ში ყა­ზა­ხუ­რი მხა­რის მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ აჭა­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დერ­მა ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ონ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის ყა­ზა­ხეთ­ში შე­ყოვ­ნე­ბა რუ­სე­თის მხრი­დან პო­ლი­ტი­კურ დევ­ნას უკავ­ში­რებს.

ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ო­ნის თქმით, ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ ყა­ზა­ხე­თი დღეს დი­ლით და­ტო­ვა და ამ­სტერ­დამ­ში იმ­ყო­ფე­ბა.

"მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და გან­ვმარ­ტო ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის ყა­ზა­ხეთ­ში 18-19 მარ­ტის ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმ გა­უ­გებ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც მის მი­მართ გან­ხორ­ცი­ელ­და. ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე ყა­ზა­ხეთ­ში ყა­ზა­ხე­თის მხა­რის მიწ­ვე­ვით იმ­ყო­ფე­ბო­და, ბა­თუ­მის სას­წა­უ­ლის შექ­მნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ქა­ლაქ ატი­რა­უს გან­ვი­თა­რე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი რომ გა­ე­წია. ამი­ტომ ის 18 მარტს ქა­ლაქ ატი­რა­უ­ში ჩაფ­რინ­და, 14:20 წუთ­ზე, სა­დაც მე­სა­ზღვრე­ე­ბის მიერ იქნა გა­ჩე­რე­ბუ­ლი. მას გა­ნუ­მარ­ტეს, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რუ­სე­თის მიერ. გა­და­იყ­ვა­ნეს ქა­ლაქ ატი­რა­უს პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და გა­სა­უბ­რე­ბა, გა­მო­კი­თხვა. ერ­თა­დერ­თი სა­ფუძ­ვე­ლი მისი შე­ჩე­რე­ბი­სა იყო, რუ­სე­თის მიერ სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა­ში გა­მო­ცხა­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბაგ­რა­ტი­ონ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 19 მარტს უკვე ყა­ზა­ხე­თის მხრი­დან იქნა გარ­კვე­უ­ლი, რომ და­კა­ვე­ბის არა­ნა­ი­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი არ არ­სე­ბობ­და.

"იგი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­თა­ვი­სუფ­ლდა გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან. დღეს დი­ლით ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძემ ყა­ზა­ხე­თი და­ტო­ვა. იგი ამ­სტერ­დამ­ში იმ­ყო­ფე­ბა. მად­ლო­ბას ვუხ­დით ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ჩარ­თუ­ლი იყო, ვინც სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­უ­ცხა­და ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძეს”,- აცხა­დებს ელ­გუ­ჯა ბაგ­რა­ტი­ო­ნი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, ყა­ზა­ხეთ­ში ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის და­კა­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცია 18 მარტს გავ­რცელ­და. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ცნო­ბით, ის მა­შინ და­ა­კა­ვეს, რო­დე­საც აე­რო­პორ­ტით სა­ზღვარს კვეთ­და.

რო­გორც პარ­ტი­ა­ში აცხა­დებ­დნენ, წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ი­დან გაგ­ზავ­ნილ ინ­ფორ­მა­ცი­ას სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძის პო­ლი­ტი­კურ სა­კონ­სულ­ტა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, გათავისუფლებულია - "მან ყაზახეთი უკვე დატოვა"

ლევან ვარშალომიძე, რომელიც ყაზახეთში დააკავეს, გათავისუფლებულია - "მან ყაზახეთი უკვე დატოვა"

აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში იზოლატორი გუშინ, 19 მარტს დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნაციონალურ მოძრაობაში“ ადასტურებენ.

როგორც ცნობილი ხდება, ის ყაზახეთში ყაზახური მხარის მიწვევით იმყოფებოდა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში შეყოვნება რუსეთის მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დღეს დილით დატოვა და ამსტერდამში იმყოფება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მინდა განვმარტო ლევან ვარშალომიძის ყაზახეთში 18-19 მარტის ვიზიტთან დაკავშირებით, იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ განხორციელდა. ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ყაზახეთის მხარის მიწვევით იმყოფებოდა, ბათუმის სასწაულის შექმნასთან დაკავშირებით, ქალაქ ატირაუს განვითარებაში დახმარება და კონსულტაციები რომ გაეწია. ამიტომ ის 18 მარტს ქალაქ ატირაუში ჩაფრინდა, 14:20 წუთზე, სადაც მესაზღვრეების მიერ იქნა გაჩერებული. მას განუმარტეს, რომ საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა, რუსეთის მიერ. გადაიყვანეს ქალაქ ატირაუს პოლიციის განყოფილებაში, სადაც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გასაუბრება, გამოკითხვა. ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება“, - განაცხადა ბაგრატიონმა.

მისივე თქმით, 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ დაკავების არანაირი არგუმენტები არ არსებობდა.

"იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა განყოფილებიდან. დღეს დილით ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა. იგი ამსტერდამში იმყოფება. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართული იყო, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა ლევან ვარშალომიძეს”,- აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.

ინფორმაციისთვის, ყაზახეთში ლევან ვარშალომიძის დაკავების თაობაზე ინფორმაცია 18 მარტს გავრცელდა. "ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც აეროპორტით საზღვარს კვეთდა.

როგორც პარტიაში აცხადებდნენ, წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკრაინის ხელისუფლებასთან ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკავშირდება.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"