მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ნიშნავს ევროპის მიერ ბირთვული ფარის შექმნა, რამდენად მოხერხდება ეს და შეძლებს ბებერი კონტინენტი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას?
რას ნიშნავს ევროპის მიერ ბირთვული ფარის შექმნა, რამდენად მოხერხდება ეს და შეძლებს ბებერი კონტინენტი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას?

საფ­რან­გე­თის პრე­ზი­დენ­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­დევ ერთხელ გა­მო­ვი­და წი­ნა­და­დე­ბით, ევ­რო­პის ბირ­თვუ­ლი ფა­რის შე­საქ­მნე­ლად ფრან­გუ­ლი ბირ­თვუ­ლი არ­სე­ნა­ლი იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მაკ­რონ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი საფრ­თხე გახ­და საფ­რან­გე­თის­თვი­სა და ევ­რო­პის­თვის, ამი­ტომ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს და­ი­წყებს, რათა საფ­რან­გე­თის ბირ­თვუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ევ­რო­პე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის და­სა­ცა­ვად გა­მო­ი­ყე­ნონ.

"ჩვე­ნი ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბა ჩვენ გვი­ცავს. მე გა­დავ­წყვი­ტე, სტრა­ტე­გი­უ­ლი დე­ბა­ტე­ბი და­ვი­წყო ჩვე­ნი შე­კა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ევ­რო­პის კონ­ტი­ნენტზე ჩვე­ნი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დაც­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - თქვა მაკ­რონ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვი­სას. მან ასე­ვე აღ­ნიშ­ნა, რომ "ევ­რო­პის მო­მა­ვა­ლი ვერ გა­და­წყდე­ბა ვერც რუ­სეთ­ში და ვერც ვა­შინგტონ­ში".

მა­ნამ­დე, 25 თე­ბერ­ვალს, ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Telegraph წერ­და, რომ საფ­რან­გე­თი მზა­დაა, ევ­რო­პის დაც­ვის მიზ­ნით სა­კუ­თა­რი ბირ­თვუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბა შე­მა­კა­ვე­ბელ ზო­მად გა­მო­ი­ყე­ნოს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, ვი­ნა­ი­დან აშშ იმუქ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტი­დან სა­კუ­თა­რი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი გა­იყ­ვა­ნოს, საფ­რან­გე­თი მზა­დაა, გერ­მა­ნი­ა­ში ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღით დატ­ვირ­თუ­ლი ავი­ა­გა­მა­ნად­გუ­რებ­ლე­ბი გა­ნა­ლა­გოს.

გერ­მა­ნი­ის ვა­დამ­დელ ფე­დე­რა­ლურ არ­ჩევ­ნებ­ში ახ­ლად გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბის ლი­დერ­მა, ფრიდ­რიხ მერცმა, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის შემ­დე­გი კან­ცლე­რი იქ­ნე­ბა, ბრი­ტა­ნეთ­სა და საფ­რან­გეთს ბირ­თვუ­ლი თავ­დაც­ვის გა­ფარ­თო­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და, ვი­ნა­ი­დან მას სურს, ევ­რო­პა აშშ-ს პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ამე­რი­კის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი იყოს.

მერცმა 21 თე­ბერ­ვალს გა­ნა­ცხა­და, რომ პა­რიზ­მა და ლონ­დონ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლონ, "გავ­რცელ­დე­ბა თუ არა ბირ­თვუ­ლი თავ­დაც­ვა ჩვენ­ზეც, ჩვენ ბირ­თვუ­ლი შე­კა­ვე­ბის თვალ­საზ­რი­სით ერ­თად უნდა გავძლი­ერ­დეთ” და და­ა­მა­ტა, რომ ტრამ­პის ამე­რი­კა უკვე "ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლია ევ­რო­პის ბე­დის მი­მართ". მი­სი­ვე თქმით, უნდა შე­ნარ­ჩუნ­დეს "ასე­ვე ამე­რი­კუ­ლი ბირ­თვუ­ლი ფარი“.

  • ცნო­ბის­თვის:

ერ­მა­ნია, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რიგი სა­ერ­თა­შო­რი­სო ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით, არა­ბირ­თვულ თავ­დაც­ვა­ზეა მიბ­მუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ბირ­თვულ ია­რაღს არ აწარ­მო­ებს, თუმ­ცა ნატო-სთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამე­რი­კის ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნე­ბია გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცნო­ბე­ბით, საფ­რან­გე­თის არ­სე­ნა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 300 ბირ­თვულ ია­რაღს მო­ი­ცავს, ხოლო ბრი­ტა­ნე­თის Trident ბირ­თვუ­ლი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ძა­ლე­ბი Vanguard-ის ტი­პის 4 წყალ­ქვე­შა ნავს, რო­მელ­საც ერ­თდრო­უ­ლად 16 ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნის გა­და­ტა­ნა შე­უძ­ლია.

შე­გახ­სე­ნებთ, ამ ცოტა ხნის წინ, ბრი­უ­სელ­ში გა­მარ­თულ სა­მიტ­ზე, ევ­რო­კავ­ში­რის ლი­დე­რებ­მა მხა­რი და­უ­ჭი­რეს თავ­დაც­ვა­ზე მეტი ხარ­ჯე­ბის (800 მი­ლი­არ­დი ევრო) გა­წე­ვის გეგ­მას.

  • ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი

ბირ­თვულ ია­რაღს ფლობს ცხრა ქვე­ყა­ნა: შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რუ­სე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, საფ­რან­გე­თი, ჩი­ნე­თი, ინ­დო­ე­თი, პა­კის­ტა­ნი, ის­რა­ე­ლი და ჩრდი­ლო­ეთ კო­რეა.

რუ­სე­თი, რო­მელ­მაც საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი გა­და­ი­ბა­რა, ბირ­თვუ­ლი სა­ო­მა­რი ქო­ბი­ნე­ბის ყვე­ლა­ზე დიდ მა­რაგს გა­ნა­გებს. 2022 წლის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თი 5 977 ქო­ბინს აკონ­ტრო­ლებს, აშშ კი - 5,428 ქო­ბინს. Bulletin of the Atomic Scientists -ის მო­ნა­ცე­მე­ბით, რუ­სე­თის ქო­ბი­ნე­ბი­დან 1500-ს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის ვადა უკვე გა­უ­ვი­და (თუმ­ცა, ისი­ნი ალ­ბათ ისევ წეს­რიგ­შია), 2 889 - რე­ზერვშია. 812 ქო­ბი­ნი გან­თავ­სე­ბუ­ლია სახ­მე­ლე­თო ბა­ლის­ტი­კურ რა­კე­ტებ­ზე, და­ახ­ლო­ე­ბით 576 - წყალ­ქვე­შა­ზე ნა­ვებ­ზე და და­ახ­ლო­ე­ბით 200 - ბომბდამ­შე­ნებ­ზე.

აშშ-ს 1 644 ქო­ბი­ნი აქვს გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ჩი­ნე­თი სულ 350 ქო­ბინს ფლობს, საფ­რან­გე­თი 290-ს, ხოლო გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფო - 225-ს.

ამ სა­კი­თხებ­ზე ambebi.ge-ს სამ­ხედ­რო ანა­ლი­ტი­კო­სი გიორ­გი თავ­დგი­რი­ძე ესა­უბ­რა:

- ბირ­თვუ­ლი ფარი ცალ­კე აღე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს, შედ­გე­ბა ორი კომ­პო­ნენ­ტის­გან: თა­ვად ია­რა­ღი­სა და ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მე­ბის­გან. ევ­რო­პის ის ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­ერ­თი­ან­დე­ბა იმ ახალ უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა­ში (ალი­ან­სი იქ­ნე­ბა, თუ სხვა ახა­ლი სამ­ხედ­რო გა­ერ­თი­ა­ნე­ბა), ბირ­თვუ­ლი ია­რაღს ექ­ნე­ბა თა­ვი­სი გან­თავ­სე­ბის ად­გი­ლი ისე, რომ ყვე­ლა ქვე­ყა­ნა იყოს ამ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე - ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი სხვებს არ აქვთ, მისი მე­სა­კუთ­რეა საფ­რან­გე­თი და ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მისი ია­რა­ღის კო­ლექ­ტი­უ­რი მფლო­ბე­ლი იქ­ნე­ბა ყვე­ლა ის სა­ხელ­მწი­ფო, რო­მე­ლიც ამ ევ­რო­პულ ალი­ან­სში მო­ი­აზ­რებს თავს. პლუს ამას, ან­ტი­სა­რა­კე­ტო სის­ტე­მა ან ცალ­კე­უ­ლი სის­ტე­მე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა, რომ­ლის ფორ­მი­რე­ბა ხე­ლახ­ლა მოხ­დე­ბა, რაკი სამ­ხედ­რო დოქ­ტრი­ნე­ბის ცვლი­ლე­ბა მოხ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნია თვი­თონ კი არ და­ი­წყებს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის წარ­მო­ე­ბას, არა­მედ მას ექ­ნე­ბა სამ­ხედ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა და შე­ეძ­ლე­ბა იმის ინი­ცი­ი­რე­ბაც, რომ გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი. ასე­თი სის­ტე­მა ჯერ არ არ­სე­ბობს ბუ­ნე­ბა­ში, ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის კო­ლექ­ტი­უ­რი ფლო­ბა სი­ახ­ლეა სამ­ხედ­რო საქ­მე­ში. ბირ­თვულ ფარ­ში შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ ასე­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მხრი­დან ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გაშ­ვე­ბის ად­რე­უ­ლი აღ­მო­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ფი­ზი­კუ­რი და ტექ­ნი­კუ­რი დაზ­ვერ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი... ეს მთე­ლი კომ­პლექ­სია.

- ამას და­ახ­ლო­ე­ბით რა დრო დას­ჭირ­დე­ბა?

- ამას სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ ფი­ნან­სე­ბი და სტრუქ­ტუ­რუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, იმი­ტომ, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი თუ აქვს ერთ სა­ხელ­მწი­ფოს, ე.ი. არ­სე­ბობს გა­მოც­დი­ლე­ბა. ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი უკვე არ­სე­ბობს ამ სივ­რცე­ში, ახლა ლა­პა­რა­კია იმა­ზე, რომ გა­მო­ყე­ნე­ბის ალ­გო­რით­მი შე­იც­ვლე­ბა, ამას კი სჭირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი ნება. პრო­ცესს თუ შევ­ხე­დავთ, ისი­ნი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვეყ­ნე­ბია და სპონ­ტა­ნუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი. ისიც შე­იძ­ლე­ბა, კი­დევ ცალ­კე შე­იქ­მნას ბირ­თვუ­ლი კო­ა­ლი­ცია და ცალ­კე - სახ­მე­ლე­თო, შე­იძ­ლე­ბა ერ­თში იყოს უკ­რა­ი­ნა და პო­ლო­ნე­თი, მე­ო­რე­ში შე­იძ­ლე­ბა არ იყოს და ა.შ... ბირ­თვუ­ლი ფა­რის მთა­ვა­რი ხიბ­ლი და ღი­რე­ბუ­ლე­ბა არის ე.წ. ბირ­თვუ­ლი პა­რა­დოქ­სი - მისი შე­დე­გი ის არის, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბა თვი­თონ იქცა ომე­ბის შე­მა­კა­ვე­ბელ ფაქ­ტო­რად. ფარი - ტერ­მი­ნი იმი­ტომ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ ატო­მუ­რი ია­რა­ღი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით დამ­ცა­ვი მე­ქა­ნიზ­მია, თო­რემ ბირ­თვუ­ლი ომი თუ გა­ჩაღ­და და თუ არ იქ­ნე­ბა ეს დრო­უ­ლად შე­ზღუ­დუ­ლი, ამას გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ვერ ეყო­ლე­ბა.

ამე­რი­კუ­ლი ბირ­თვუ­ლი ფარი ამე­რი­კის ძლი­ე­რე­ბა­ზე დგას. მე-5 პუნ­ქტი იმას ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ სა­ხელ­მწი­ფო­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რა­ი­მე ტი­პის სამ­ხედ­რო თავ­დას­ხმა იწ­ვევს ამე­რი­კის ჩარ­თვა­საც, შე­სა­ბა­მი­სად, პრო­პორ­ცი­უ­ლი პა­სუ­ხი ნიშ­ნავს ვინ­მეს თავ­ში აზ­რად არ მო­უ­ვი­დეს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, თო­რემ ამე­რი­კი­და­ნაც იქ­ნე­ბა პრო­პორ­ცი­უ­ლი პა­სუ­ხი - ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, ეს ფაქ­ტო­რი ასე­ვე პრე­ვენ­ცი­ის და შე­კა­ვე­ბის ელე­მენ­ტის მა­ტა­რე­ბე­ლია, ასე მუ­შა­ობს ეს სის­ტე­მა.

- ისიც ით­ქვა, რომ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­მაც შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყონ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის შექ­მნა­ზე მუ­შა­ო­ბა...

- ევ­რო­პულ პო­ლი­ტი­კა­ში საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი იყო მწვა­ნე­ე­ბის და ეკო­ლო­გე­ბის მო­ზღვა­ვე­ბა რა­ღაც მე­მარ­ცხე­ნე გა­დახ­რე­ბით და თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლით. მერე რა­ტომ­ღაც ყვე­ლა­ზე სუფ­თა ენერ­გო­წყა­რო - ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბი გა­ა­ჩე­რეს. რე­ა­ლო­ბა­ში, ეს ყვე­ლა­ზე პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა იმი­ტომ, რომ რაც უნდა მდი­ნა­რე­ე­ბი გა­დავ­კე­ტოთ და ქვა­ნახ­ში­რი დავ­წვათ თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში, იმის მე­ა­თასედ ეფექ­ტუ­რო­ბას ვერ მი­ვაღ­წევთ, ვიდ­რე ბირ­თვულ ელექტრო­სად­გუ­რებს აქვთ. შე­სა­ბა­მი­სად, როცა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ობ, ეს არის ორი პა­რა­ლე­ლუ­რად მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი - თუ გაქვს სა­კუ­თა­რი ბირ­თვუ­ლი ენერ­გე­ტი­კა, შე­სა­ბა­მი­სად, გა­გაჩ­ნია პო­ტენ­ცი­ა­ლი იმუ­შაო ბირ­თვულ ია­რაღ­ზე, პა­რა­ლე­ლუ­რად გაქვს იაფი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფლო­ბის პო­ტენ­ცი­ა­ლი. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­მაც და­ი­წყონ ბირ­თვულ ია­რაღ­ზე მუ­შა­ო­ბა იმი­ტომ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბამ უნდა და­ას­რუ­ლოს უც­ნა­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში მო­ზღვა­ვე­ბა და უფრო პრაგ­მა­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე დად­გეს, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ისეთ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ში, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბაა და ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კას არ ემუქ­რე­ბა ბი­ძი­ნას, პუ­ტი­ნის ან კო­ბა­ხი­ძის მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა...

- ბრი­ტა­ნეთ­საც აქვს ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი და მერცმა გა­ნა­ცხა­და, პა­რიზ­მა და ლონ­დონ­მა უნდა გა­ნი­ხი­ლონ, გავ­რცელ­დე­ბა თუ არა ეს თავ­დაც­ვა ჩვენ­ზე­ცო. ბრი­ტა­ნე­თი დიდი ძა­ლაა და მისი ინ­ტე­რე­სე­ბი ყო­ველ­თვის იყო და ალ­ბათ დარ­ჩე­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის თან­ხვედ­რა­ში...

- თა­ვი­ან­თი პო­ტენ­ცი­ა­ლით ცალ­კე აღე­ბუ­ლი საფ­რან­გე­თი, ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნი­აც არის ტოლ-სწო­რი რუ­სე­თის საფრ­თხის მი­მართ, უბ­რა­ლოდ, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს ერთი პრობ­ლე­მა აქვთ, რომ ისი­ნი არი­ან კომ­ფორ­ტის ზო­ნა­ში მყოფ­ნი - მათ მი­აღ­წი­ეს თა­ვი­სი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საკ­მა­ოდ კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბებს და რა თქმა უნდა, ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს უჭირთ კვლავ იმ რე­ა­ლო­ბა­ში დაბ­რუნ­დნენ, როცა უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე და თავ­დაც­ვა­ზე იხარ­ჯე­ბო­და დიდი თან­ხა. ისი­ნი ით­ვლე­ბოდ­ნენ მა­ღა­ლი სამ­ხედ­რო პო­ტენ­ცი­ა­ლის ქვეყ­ნე­ბად და ცალ­კე აღე­ბუ­ლი, ასე­ვე იყ­ვნენ სამ­ხედ­რო სიმ­ძი­მის ცენ­ტრე­ბი. ამა­შია საქ­მე, თო­რემ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი, რო­გორც ასე­თი, ერთი გექ­ნე­ბა თუ ათი, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, მთა­ვა­რი ისაა, რომ ათი ბირ­თვუ­ლი ქო­ბი­ნი თუ გაქვს, არ ნიშ­ნავს, რომ ის ათას ქვე­მეხს ჩა­ა­ნაც­ვლებს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრი­ტა­ნე­თი, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ტენ­ცი­უ­რი ძა­ლაა ევ­რო­პუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი აქვს და კარ­გად გაწ­ვრთნი­ლი ჯარი ჰყავს, ეს არის სა­ხელ­მწი­ფო, რომ­ლის პო­ლი­ტი­კა არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა ევ­რო­პის კონ­ტი­ნენ­ტით... ის მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი და მუდ­მი­ვად ფლობს სი­ტუ­ა­ცი­ას მსოფ­ლი­ო­ში.

ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღი იმ­დე­ნად პრობ­ლე­მა არ არის, რამ­დე­ნა­დაც დოქ­ტრი­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა და დეკ­ლა­რი­რე­ბა იმი­სა, რომ ეს სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი ქმნი­ან ერ­თი­ან ფარს, ისი­ნი კო­ლექ­ტი­უ­რად მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ და ეს ვრცელ­დე­ბა ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სა­ხელ­მწი­ფო­ზე. მაგ. თუ ლიხ­ტენშტე­ი­ნი, მო­ნა­კო ან სხვა ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც ჯა­რიც კი არ ჰყავს, ამ სამ­ხედ­რო ბლო­კის მო­ნა­წი­ლე გახ­დე­ბა, ისიც გახ­დე­ბა ბირ­თვუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო. ეს არის ისე­თი თემა, რო­გორც მაგ. თქვენ კომ­ფორ­ტულ სახ­ლში ცხოვ­რობთ და არ გინ­დათ გახ­ვი­დეთ ტყე­ში და მო­ი­ნა­დი­როთ, არ გინ­დათ ამ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გას­ვლა, თო­რემ თქვენ ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­ნა­დი­რე აღ­მოჩ­ნდე­ბით, რო­გო­რიც სხვა და­ნარ­ჩე­ნი მით უფრო, თუ თქვენ გაქვთ თოფი, იცით სრო­ლა და ერთ დროს ამ ნა­დი­რო­ბით იყა­ვით და­კა­ვე­ბუ­ლი. უბ­რა­ლოდ, თქვე­ნი პრობ­ლე­მაა ამ კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოხ­ვი­დეთ და თუ გა­მო­დი­ხართ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ნა­დი­რე ხართ და მგლის­თვის ისე­თი­ვე სა­ში­ში ხდე­ბით, რო­გორც ის მო­ნა­დი­რე, რო­მე­ლიც დღე და ღამ ტყე­შია. ამა­ზეა ლა­პა­რა­კი, არა იმა­ზე, რომ პო­ტენ­ცი­უ­რად რუ­სე­თი რა­ი­მე ფორ­მით ევ­რო­პის სა­პირ­წო­ნეა.

მთა­ვა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცე­სია. ეს ნიშ­ნავს ევ­რო­პის ცოტა ხნით კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გას­ვლას და მო­უ­ლოდ­ნე­ლად წარ­მო­შო­ბილ და­მა­ტე­ბით ხარ­ჯებს. რაც მთა­ვა­რია, ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის ელე­მენ­ტი და რო­გორც კი გან­ცხა­დე­ბა გა­კეთ­და, ეს ფაქ­ტო­რი უკვე იწყებს მუ­შა­ო­ბას, რო­გორც ასე­თი. რაკი გა­ცხად­და, რომ აქეთ მივ­დი­ვართ და ბირ­თვუ­ლი ფარი გვექ­ნე­ბა, მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, ეს ერთ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა, თუ ერთ წე­ლი­წად­ში, ეს ფაქ­ტო­რი უკვე მუ­შა­ობს და არი­ან სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბირ­თვუ­ლი ია­რა­ღის არ­სე­ბო­ბას გა­ნავ­რცო­ბენ სხვა ყვე­ლა­ზე, ვინც ამ კავ­ში­რის მო­ნა­წი­ლე­ნი იქ­ნე­ბი­ან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რას ნიშნავს ევროპის მიერ ბირთვული ფარის შექმნა, რამდენად მოხერხდება ეს და შეძლებს ბებერი კონტინენტი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას?

რას ნიშნავს ევროპის მიერ ბირთვული ფარის შექმნა, რამდენად მოხერხდება ეს და შეძლებს ბებერი კონტინენტი რუსეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებას?

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, ევროპის ბირთვული ფარის შესაქმნელად ფრანგული ბირთვული არსენალი იქნას გამოყენებული. მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხე გახდა საფრანგეთისთვისა და ევროპისთვის, ამიტომ მოლაპარაკებებს დაიწყებს, რათა საფრანგეთის ბირთვული შესაძლებლობები ევროპელი მოკავშირეების დასაცავად გამოიყენონ.

"ჩვენი ბირთვული შეკავება ჩვენ გვიცავს. მე გადავწყვიტე, სტრატეგიული დებატები დავიწყო ჩვენი შეკავების საშუალებით ევროპის კონტინენტზე ჩვენი მოკავშირეების დაცვასთან დაკავშირებით", - თქვა მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას. მან ასევე აღნიშნა, რომ "ევროპის მომავალი ვერ გადაწყდება ვერც რუსეთში და ვერც ვაშინგტონში".

მანამდე, 25 თებერვალს, ბრიტანული გამოცემა Telegraph წერდა, რომ საფრანგეთი მზადაა, ევროპის დაცვის მიზნით საკუთარი ბირთვული შეიარაღება შემაკავებელ ზომად გამოიყენოს.

გამოცემის ცნობით, ვინაიდან აშშ იმუქრება, რომ შესაძლოა, ევროპის კონტინენტიდან საკუთარი თავდაცვის ძალები გაიყვანოს, საფრანგეთი მზადაა, გერმანიაში ბირთვული იარაღით დატვირთული ავიაგამანადგურებლები განალაგოს.

გერმანიის ვადამდელ ფედერალურ არჩევნებში ახლად გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, ფრიდრიხ მერცმა, რომელიც გერმანიის შემდეგი კანცლერი იქნება, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბირთვული თავდაცვის გაფართოებისკენ მოუწოდა, ვინაიდან მას სურს, ევროპა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამერიკისგან დამოუკიდებელი იყოს.

მერცმა 21 თებერვალს განაცხადა, რომ პარიზმა და ლონდონმა უნდა განიხილონ, "გავრცელდება თუ არა ბირთვული თავდაცვა ჩვენზეც, ჩვენ ბირთვული შეკავების თვალსაზრისით ერთად უნდა გავძლიერდეთ” და დაამატა, რომ ტრამპის ამერიკა უკვე "ინდიფერენტულია ევროპის ბედის მიმართ". მისივე თქმით, უნდა შენარჩუნდეს "ასევე ამერიკული ბირთვული ფარი“.

  • ცნობისთვის:

ერმანია, მეორე მსოფლიო ომის წარსულიდან გამომდინარე, რიგი საერთაშორისო ხელშეკრულებით, არაბირთვულ თავდაცვაზეა მიბმული, შესაბამისად, ბირთვულ იარაღს არ აწარმოებს, თუმცა ნატო-სთან თანამშრომლობის ფარგლებში მის ტერიტორიაზე ამერიკის ბირთვული ქობინებია განთავსებული.

გავრცელებული ცნობებით, საფრანგეთის არსენალი დაახლოებით 300 ბირთვულ იარაღს მოიცავს, ხოლო ბრიტანეთის Trident ბირთვული შემაკავებელი ძალები Vanguard-ის ტიპის 4 წყალქვეშა ნავს, რომელსაც ერთდროულად 16 ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია.

შეგახსენებთ, ამ ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამართულ სამიტზე, ევროკავშირის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს თავდაცვაზე მეტი ხარჯების (800 მილიარდი ევრო) გაწევის გეგმას.

  • ბირთვული სახელმწიფოები

ბირთვულ იარაღს ფლობს ცხრა ქვეყანა: შეერთებული შტატები, რუსეთი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა.

რუსეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის ბირთვული იარაღი გადაიბარა, ბირთვული საომარი ქობინების ყველაზე დიდ მარაგს განაგებს. 2022 წლის მონაცემებით, რუსეთი 5 977 ქობინს აკონტროლებს, აშშ კი - 5,428 ქობინს. Bulletin of the Atomic Scientists -ის მონაცემებით, რუსეთის ქობინებიდან 1500-ს ექსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდა (თუმცა, ისინი ალბათ ისევ წესრიგშია), 2 889 - რეზერვშია. 812 ქობინი განთავსებულია სახმელეთო ბალისტიკურ რაკეტებზე, დაახლოებით 576 - წყალქვეშაზე ნავებზე და დაახლოებით 200 - ბომბდამშენებზე.

აშშ-ს 1 644 ქობინი აქვს გადანაწილებული. ჩინეთი სულ 350 ქობინს ფლობს, საფრანგეთი 290-ს, ხოლო გაერთიანებული სამეფო - 225-ს.

ამ საკითხებზე ambebi.ge-ს სამხედრო ანალიტიკოსი გიორგი თავდგირიძე ესაუბრა:

- ბირთვული ფარი ცალკე აღებული არ არსებობს, შედგება ორი კომპონენტისგან: თავად იარაღისა და ანტისარაკეტო სისტემებისგან. ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც გაერთიანდება იმ ახალ უსაფრთხოების სისტემაში (ალიანსი იქნება, თუ სხვა ახალი სამხედრო გაერთიანება), ბირთვული იარაღს ექნება თავისი განთავსების ადგილი ისე, რომ ყველა ქვეყანა იყოს ამ ბირთვული იარაღის ფლობის თანამონაწილე - ბირთვული იარაღი სხვებს არ აქვთ, მისი მესაკუთრეა საფრანგეთი და ამ გაერთიანების შემთხვევაში, მისი იარაღის კოლექტიური მფლობელი იქნება ყველა ის სახელმწიფო, რომელიც ამ ევროპულ ალიანსში მოიაზრებს თავს. პლუს ამას, ანტისარაკეტო სისტემა ან ცალკეული სისტემების ერთობლიობა, რომლის ფორმირება ხელახლა მოხდება, რაკი სამხედრო დოქტრინების ცვლილება მოხდება. მაგალითად, გერმანია თვითონ კი არ დაიწყებს ბირთვული იარაღის წარმოებას, არამედ მას ექნება სამხედრო გადაწყვეტილებაში მონაწილეობის უფლება და შეეძლება იმის ინიციირებაც, რომ გამოყენებულ იქნას ბირთვული იარაღი. ასეთი სისტემა ჯერ არ არსებობს ბუნებაში, ბირთვული იარაღის კოლექტიური ფლობა სიახლეა სამხედრო საქმეში. ბირთვულ ფარში შეიძლება მოვიაზროთ ასევე მოწინააღმდეგის მხრიდან ბირთვული იარაღის გაშვების ადრეული აღმოჩენის საშუალებები, ფიზიკური და ტექნიკური დაზვერვის საშუალებები... ეს მთელი კომპლექსია.

- ამას დაახლოებით რა დრო დასჭირდება?

- ამას სჭირდება მხოლოდ ფინანსები და სტრუქტურული ცვლილებები, იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი თუ აქვს ერთ სახელმწიფოს, ე.ი. არსებობს გამოცდილება. ბირთვული იარაღი უკვე არსებობს ამ სივრცეში, ახლა ლაპარაკია იმაზე, რომ გამოყენების ალგორითმი შეიცვლება, ამას კი სჭირდება პოლიტიკური ნება. პროცესს თუ შევხედავთ, ისინი დემოკრატიული ქვეყნებია და სპონტანური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. ისიც შეიძლება, კიდევ ცალკე შეიქმნას ბირთვული კოალიცია და ცალკე - სახმელეთო, შეიძლება ერთში იყოს უკრაინა და პოლონეთი, მეორეში შეიძლება არ იყოს და ა.შ... ბირთვული ფარის მთავარი ხიბლი და ღირებულება არის ე.წ. ბირთვული პარადოქსი - მისი შედეგი ის არის, რომ ბირთვული იარაღის ფლობა თვითონ იქცა ომების შემაკავებელ ფაქტორად. ფარი - ტერმინი იმიტომ გამოიყენება, რომ ატომური იარაღი თავისი არსებობით დამცავი მექანიზმია, თორემ ბირთვული ომი თუ გაჩაღდა და თუ არ იქნება ეს დროულად შეზღუდული, ამას გამარჯვებული ვერ ეყოლება.

ამერიკული ბირთვული ფარი ამერიკის ძლიერებაზე დგას. მე-5 პუნქტი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ სახელმწიფოზე განხორციელებული რაიმე ტიპის სამხედრო თავდასხმა იწვევს ამერიკის ჩართვასაც, შესაბამისად, პროპორციული პასუხი ნიშნავს ვინმეს თავში აზრად არ მოუვიდეს ბირთვული იარაღის გამოყენება, თორემ ამერიკიდანაც იქნება პროპორციული პასუხი - ბირთვული იარაღის გამოყენება, შესაბამისად, ეს ფაქტორი ასევე პრევენციის და შეკავების ელემენტის მატარებელია, ასე მუშაობს ეს სისტემა.

- ისიც ითქვა, რომ ევროპის სხვა ქვეყნებმაც შეიძლება დაიწყონ ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობა...

- ევროპულ პოლიტიკაში საკმაოდ ძლიერი იყო მწვანეების და ეკოლოგების მოზღვავება რაღაც მემარცხენე გადახრებით და თავისი უცნაური აზროვნების სტილით. მერე რატომღაც ყველაზე სუფთა ენერგოწყარო - ატომური ელექტროსადგურები გააჩერეს. რეალობაში, ეს ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა იმიტომ, რომ რაც უნდა მდინარეები გადავკეტოთ და ქვანახშირი დავწვათ თბოელექტროსადგურებში, იმის მეათასედ ეფექტურობას ვერ მივაღწევთ, ვიდრე ბირთვულ ელექტროსადგურებს აქვთ. შესაბამისად, როცა ამ მიმართულებით მუშაობ, ეს არის ორი პარალელურად მიმდინარე პროცესი - თუ გაქვს საკუთარი ბირთვული ენერგეტიკა, შესაბამისად, გაგაჩნია პოტენციალი იმუშაო ბირთვულ იარაღზე, პარალელურად გაქვს იაფი ელექტროენერგიის ფლობის პოტენციალი. არ არის გამორიცხული, ევროპის სხვა ქვეყნებმაც დაიწყონ ბირთვულ იარაღზე მუშაობა იმიტომ, რომ კაცობრიობამ უნდა დაასრულოს უცნაური ადამიანების პოლიტიკაში მოზღვავება და უფრო პრაგმატულ ადამიანებზე დადგეს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბირთვული იარაღის ფლობა განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებში, სადაც პოლიტიკური სტაბილურობაა და ქვეყნის შიდა პოლიტიკას არ ემუქრება ბიძინას, პუტინის ან კობახიძის მსგავსი ადამიანების დაწინაურება...

- ბრიტანეთსაც აქვს ბირთვული იარაღი და მერცმა განაცხადა, პარიზმა და ლონდონმა უნდა განიხილონ, გავრცელდება თუ არა ეს თავდაცვა ჩვენზეცო. ბრიტანეთი დიდი ძალაა და მისი ინტერესები ყოველთვის იყო და ალბათ დარჩება ევროკავშირის ქვეყნების ინტერესების თანხვედრაში...

- თავიანთი პოტენციალით ცალკე აღებული საფრანგეთი, ბრიტანეთი, გერმანიაც არის ტოლ-სწორი რუსეთის საფრთხის მიმართ, უბრალოდ, ამ სახელმწიფოებს ერთი პრობლემა აქვთ, რომ ისინი არიან კომფორტის ზონაში მყოფნი - მათ მიაღწიეს თავისი მოსახლეობისთვის საკმაოდ კომფორტული ცხოვრების პირობებს და რა თქმა უნდა, ამ სახელმწიფოებს უჭირთ კვლავ იმ რეალობაში დაბრუნდნენ, როცა უსაფრთხოებაზე და თავდაცვაზე იხარჯებოდა დიდი თანხა. ისინი ითვლებოდნენ მაღალი სამხედრო პოტენციალის ქვეყნებად და ცალკე აღებული, ასევე იყვნენ სამხედრო სიმძიმის ცენტრები. ამაშია საქმე, თორემ ბირთვული იარაღი, როგორც ასეთი, ერთი გექნება თუ ათი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარი ისაა, რომ ათი ბირთვული ქობინი თუ გაქვს, არ ნიშნავს, რომ ის ათას ქვემეხს ჩაანაცვლებს. აქედან გამომდინარე, ბრიტანეთი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოტენციური ძალაა ევროპული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ბირთვული იარაღი აქვს და კარგად გაწვრთნილი ჯარი ჰყავს, ეს არის სახელმწიფო, რომლის პოლიტიკა არ შემოიფარგლება ევროპის კონტინენტით... ის მსოფლიო პოლიტიკაში აქტიურადაა ჩართული და მუდმივად ფლობს სიტუაციას მსოფლიოში.

ბირთვული იარაღი იმდენად პრობლემა არ არის, რამდენადაც დოქტრინის შემუშავება და დეკლარირება იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ქმნიან ერთიან ფარს, ისინი კოლექტიურად მიიღებენ გადაწყვეტილებას ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და ეს ვრცელდება ყველა მონაწილე სახელმწიფოზე. მაგ. თუ ლიხტენშტეინი, მონაკო ან სხვა ქვეყანა, რომელსაც ჯარიც კი არ ჰყავს, ამ სამხედრო ბლოკის მონაწილე გახდება, ისიც გახდება ბირთვული სახელმწიფო. ეს არის ისეთი თემა, როგორც მაგ. თქვენ კომფორტულ სახლში ცხოვრობთ და არ გინდათ გახვიდეთ ტყეში და მოინადიროთ, არ გინდათ ამ კომფორტის ზონიდან გასვლა, თორემ თქვენ ისეთივე წარმატებული მონადირე აღმოჩნდებით, როგორიც სხვა დანარჩენი მით უფრო, თუ თქვენ გაქვთ თოფი, იცით სროლა და ერთ დროს ამ ნადირობით იყავით დაკავებული. უბრალოდ, თქვენი პრობლემაა ამ კომფორტის ზონიდან გამოხვიდეთ და თუ გამოდიხართ, ჩვეულებრივი მონადირე ხართ და მგლისთვის ისეთივე საშიში ხდებით, როგორც ის მონადირე, რომელიც დღე და ღამ ტყეშია. ამაზეა ლაპარაკი, არა იმაზე, რომ პოტენციურად რუსეთი რაიმე ფორმით ევროპის საპირწონეა.

მთავარი გადაწყვეტილების მიღების პროცესია. ეს ნიშნავს ევროპის ცოტა ხნით კომფორტის ზონიდან გასვლას და მოულოდნელად წარმოშობილ დამატებით ხარჯებს. რაც მთავარია, ეს არის უსაფრთხოების ელემენტი და როგორც კი განცხადება გაკეთდა, ეს ფაქტორი უკვე იწყებს მუშაობას, როგორც ასეთი. რაკი გაცხადდა, რომ აქეთ მივდივართ და ბირთვული ფარი გვექნება, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ერთ კვირაში იქნება, თუ ერთ წელიწადში, ეს ფაქტორი უკვე მუშაობს და არიან სახელმწიფოები, რომლებიც ბირთვული იარაღის არსებობას განავრცობენ სხვა ყველაზე, ვინც ამ კავშირის მონაწილენი იქნებიან.