პოლიტიკა
სამხედრო

14

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის" - პრემიერი
"აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის" - პრემიერი

აშშ-ში ელ­ჩის კან­დი­და­ტუ­რა შერ­ჩე­უ­ლი გვყავს, პრო­ცე­სე­ბიც არის და­წყე­ბუ­ლი და იმე­დი გვაქვს, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მალე მივა ბო­ლომ­დე, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პირ­ველ არხთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ე­რის თქმით, ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია სა­ჯა­როდ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

„შეგ­ვიძ­ლია გი­თხრათ, რომ აშშ-ში ელ­ჩის კან­დი­და­ტუ­რა შერ­ჩე­უ­ლი გვყავს. უფრო მე­ტიც, პრო­ცე­სე­ბიც არის და­წყე­ბუ­ლი და იმე­დი გვაქვს, რომ ეს პრო­ცე­სე­ბი მალე მივა ბო­ლომ­დე. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ჯა­როდ გა­ვუ­ზი­ა­რებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც გვექ­ნე­ბა შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი ამ პრო­ცე­დუ­რებ­ში. ჩვენ მზად ვართ დღეს­ვე კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თვის და ვე­ლო­დე­ბით შემ­ხვედრ ნა­ბი­ჯებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნა სუფ­თა ფურ­ცლი­დან არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­თავ­რე­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და რო­ბინ და­ნი­გა­ნის შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ დას­მუ­ლი კი­თხვის სა­პა­სუ­ხოდ გა­ნა­ცხა­და, რომ და­ხუ­რულ კარს მიღ­მა გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის ში­ნა­არ­სის გა­რეთ გა­მო­ტა­ნა მი­ღე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ორი­ვე მხრი­დან გა­მო­ით­ქვა ინ­ტე­რე­სი, რომ არ­სე­ბი­თად და თვი­სებ­რი­ვად გა­და­იტ­ვირ­თოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო-აშშ-ს შო­რის.

„ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­თან სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნა სუფ­თა ფურ­ცლი­დან არის ჩვე­ნი ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი პრი­ო­რი­ტე­ტი, ამ კუ­თხით, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის შეხ­ვედ­რა, რო­მე­ლიც შედ­გა ჩვენს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრსა და ქალ­ბა­ტონ ელჩს შო­რის.

ჩვენ მა­ნამ­დე გა­ვა­კე­თეთ არა­ერთ სა­ჯა­რო გან­ცხა­დე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ჩვე­ნი სურ­ვი­ლია, სრუ­ლე­ბით გა­და­იტ­ვირ­თოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სუფ­თა ფურ­ცლი­დან და­ვი­წყოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა და არა მარ­ტო და­ვი­წყოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, არა­მედ ეს გა­ვა­კე­თოთ კონ­კრე­ტუ­ლი გზამ­კვლე­ვით, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი. გავ­წე­როთ ერ­თად კონ­კრე­ტუ­ლი ამო­ცა­ნე­ბი, სა­დაც ასა­ხუ­ლი იქ­ნე­ბა ორი­ვე ქვეყ­ნის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ასე გვე­სა­ხე­ბა ჩვენ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის. ვფიქ­რობ, რომ არის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი თან­ხვედ­რა. გახ­სოვთ, რას ვლა­პა­რა­კობ­დით გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და ახლა ზუს­ტად იგი­ვე გზავ­ნი­ლე­ბით სა­უბ­რობს აშშ-ის ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა თე­მა­ზე. არის თან­ხვედ­რა ხედ­ვებს შო­რის, ეს არის სა­ჯა­რო მო­ცე­მუ­ლო­ბა, რა­საც ყვე­ლა ხე­დავს. და­ნარ­ჩე­ნი, ვფიქ­რობ, და­მო­კი­დე­ბუ­ლია იმა­ზე, რო­გო­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გმე­ბა ორი­ვე მხრი­დან. ჩვე­ნი მხრი­დან არის სრუ­ლი მზა­ო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხ­ვედ­რა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ინი­ცი­ა­ტი­ვა იყო და ის მა­ლე­ვე შედ­გა.

„რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, თან­ხვედ­რა არ­სე­ბობს, მთა­ვა­რია, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას. ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ­წი­ლად და­მო­კი­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმა­ზე, თუ რამ­დე­ნად და­მარ­ცხდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ "დიფ სთე­ი­თი" აშშ-ში. კვლა­ვაც არის პრობ­ლე­მე­ბი და "დიფ სთე­ი­თის" სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა. თუ მო­ხერ­ხდე­ბა "დიფ სთე­ი­თის" და­მარ­ცხე­ბა სრუ­ლად თუ თვი­სებ­რი­ვად, ვფიქ­რობ, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა წინ ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვას", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

ასე­ვე, კო­ბა­ხი­ძის თქმით, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა უნდა და­ე­ფუძნოს ორ­მხრივ ინ­ტე­რე­სებს. ამას­თან, მისი თქმით, ელ­ჩი­სა და მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე.

„ვინ­მეს თუ აინ­ტე­რე­სებს, მაკა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი­სა და რო­ბერ და­ნი­გა­ნის შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი იყო თუ არა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნებ­ზე და ასეთ თე­მებ­ზე, არა­ვი­თა­რი ასე­თი სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა. საქ­მე ეხე­ბო­და არ­სე­ბი­თად ზო­გად სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ სა­კი­თხებს. ბუ­ნებ­რი­ვია, აშშ-ი არის სუ­პერ სა­ხელ­მწი­ფო, ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო მსოფ­ლი­ო­ში და რა თქმა უნდა, ის ურ­თი­ერ­თო­ბებს ნე­ბის­მი­ერ ქვე­ყა­ნას­თან უყუ­რებს სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის პრიზ­მი­დან. ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად ნორ­მა­ლუ­რია და ამას ჩვენ ან­გა­რი­ში უნდა გა­ვუ­წი­ოთ. ჩვენც გვაქვს ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სე­ბი და ამ ინ­ტე­რე­სებ­საც მკა­ფი­ოდ გა­ვაც­ნობთ აშშ-ის ახალ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, მით უმე­ტეს იმ ფონ­ზე, რაც გა­მო­ვი­ა­რეთ გა­სუ­ლი სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. თქვენ ხე­დავ­დით, რო­გორ გვემ­ტე­რე­ბო­და კონ­კრე­ტუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია. ისი­ნი, სამ­წუ­ხა­როდ, მოქ­მე­დებ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს სა­ხე­ლით, მაგ­რამ იყო კონ­კრე­ტუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია, რო­მე­ლიც გა­მო­ირ­ჩე­ო­და პირ­და­პირ მტრუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით ჩვე­ნი ქვეყ­ნის მი­მართ. ეს აი­სა­ხა კონ­კრე­ტულ მტრულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ში, რო­გო­რიც იყო უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის სან­ქცი­რე­ბა და ა.შ. არა­ფერს ვამ­ბობ კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე, რაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­თა­რე­ბის არე­ვის მცდე­ლო­ბას­თან, რაც უკავ­შირ­დე­ბა ომის იდე­ას, მე­ო­რე ფრონ­ტის იდე­ას და ა.შ. იყო უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა. ამ ფონ­ზე ჩვენ გვექ­ნე­ბა ჩვე­ნი გზავ­ნი­ლე­ბი და გვაქვს ეს გზავ­ნი­ლე­ბი პრე­ზი­დენტ ტრამ­პის, მისი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ. მთა­ვა­რი არის ის, რომ ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა უნდა და­ე­ფუძნოს ორ­მხრივ ინ­ტე­რე­სებს. თუ იქ­ნე­ბა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ვე­რა­ფე­რი და­უდ­გე­ბა წინ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის თვი­სებ­რი­ვად გა­ნახ­ლე­ბას, სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის აღ­დგე­ნას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლო არის პა­ტა­რა სა­ხელ­მწი­ფო და ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში აშშ-ს აქვს უფრო ძლი­ე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ამას­თან ერ­თად, ყვე­ლას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, სუ­ვე­რე­ნუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო და სწო­რედ ასე­თი სუ­ვე­რე­ნუ­ლი მიდ­გო­მით შევა ნე­ბის­მი­ერ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში.

„ვფიქ­რობ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ინ­ტე­რე­სე­ბის თან­ხვედ­რა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბა, ვფიქ­რობ, რომ აღ­დგე­ბა. კი­დევ ერთხელ მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა იმას, რომ „დიფ სთე­ი­თის" და­მარ­ცხე­ბა­ზე იქ­ნე­ბა არ­სე­ბი­თად და­მო­კი­დე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­დატ­ვირ­თვა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის" - პრემიერი

"აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის" - პრემიერი

აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„შეგვიძლია გითხრათ, რომ აშშ-ში ელჩის კანდიდატურა შერჩეული გვყავს. უფრო მეტიც, პროცესებიც არის დაწყებული და იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესები მალე მივა ბოლომდე. ამ ინფორმაციას საჯაროდ გავუზიარებთ საზოგადოებას მოგვიანებით, როდესაც გვექნება შემდგომი ნაბიჯები ამ პროცედურებში. ჩვენ მზად ვართ დღესვე კომუნიკაციისთვის და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის „ქართული ოცნების“ უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მაკა ბოჭორიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრების შინაარსის გარეთ გამოტანა მიღებული არ არის, თუმცა ორივე მხრიდან გამოითქვა ინტერესი, რომ არსებითად და თვისებრივად გადაიტვირთოს ურთიერთობები საქართველო-აშშ-ს შორის.

„ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა სუფთა ფურცლიდან არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც შედგა ჩვენს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ქალბატონ ელჩს შორის.

ჩვენ მანამდე გავაკეთეთ არაერთ საჯარო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი სურვილია, სრულებით გადაიტვირთოს ურთიერთობები, სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა და არა მარტო დავიწყოთ სტრატეგიული პარტნიორობა, არამედ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება კონკრეტული ამოცანები. გავწეროთ ერთად კონკრეტული ამოცანები, სადაც ასახული იქნება ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები. ასე გვესახება ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა საქართველოსა და აშშ-ს შორის. ვფიქრობ, რომ არის ღირებულებითი თანხვედრა. გახსოვთ, რას ვლაპარაკობდით გასული სამი წლის განმავლობაში და ახლა ზუსტად იგივე გზავნილებით საუბრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია პრაქტიკულად ყველა თემაზე. არის თანხვედრა ხედვებს შორის, ეს არის საჯარო მოცემულობა, რასაც ყველა ხედავს. დანარჩენი, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, როგორი ნაბიჯები გადაიდგმება ორივე მხრიდან. ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ აშშ-ის ელჩთან შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივა იყო და ის მალევე შედგა.

„რაც შეეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს, თანხვედრა არსებობს, მთავარია, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ეს ყველაფერი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დამარცხდება საბოლოოდ "დიფ სთეითი" აშშ-ში. კვლავაც არის პრობლემები და "დიფ სთეითის" სერიოზული გავლენა. თუ მოხერხდება "დიფ სთეითის" დამარცხება სრულად თუ თვისებრივად, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვას", - აღნიშნა პრემიერმა.

ასევე, კობახიძის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. ამასთან, მისი თქმით, ელჩისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა რიგგარეშე არჩევნებზე.

„ვინმეს თუ აინტერესებს, მაკა ბოჭორიშვილისა და რობერ დანიგანის შეხვედრაზე საუბარი იყო თუ არა რიგგარეშე არჩევნებზე და ასეთ თემებზე, არავითარი ასეთი საუბარი არ ყოფილა. საქმე ეხებოდა არსებითად ზოგად სახელმწიფოებრივ საკითხებს. ბუნებრივია, აშშ-ი არის სუპერ სახელმწიფო, ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში და რა თქმა უნდა, ის ურთიერთობებს ნებისმიერ ქვეყანასთან უყურებს საკუთარი ინტერესების პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად ნორმალურია და ამას ჩვენ ანგარიში უნდა გავუწიოთ. ჩვენც გვაქვს ჩვენი ინტერესები და ამ ინტერესებსაც მკაფიოდ გავაცნობთ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას, მით უმეტეს იმ ფონზე, რაც გამოვიარეთ გასული სამი წლის განმავლობაში. თქვენ ხედავდით, როგორ გვემტერებოდა კონკრეტული ადმინისტრაცია. ისინი, სამწუხაროდ, მოქმედებდნენ სახელმწიფოს სახელით, მაგრამ იყო კონკრეტული ადმინისტრაცია, რომელიც გამოირჩეოდა პირდაპირ მტრული საქმიანობით ჩვენი ქვეყნის მიმართ. ეს აისახა კონკრეტულ მტრულ გადაწყვეტილებებში, როგორიც იყო უმაღლესი თანამდებობის პირების სანქცირება და ა.შ. არაფერს ვამბობ კონკრეტულ ქმედებებზე, რაც დაკავშირებული იყო საქართველოში ვითარების არევის მცდელობასთან, რაც უკავშირდება ომის იდეას, მეორე ფრონტის იდეას და ა.შ. იყო უამრავი პრობლემა. ამ ფონზე ჩვენ გვექნება ჩვენი გზავნილები და გვაქვს ეს გზავნილები პრეზიდენტ ტრამპის, მისი ადმინისტრაციის მიმართ. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ურთიერთობების გადატვირთვა უნდა დაეფუძნოს ორმხრივ ინტერესებს. თუ იქნება სამართლიანობა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების თვისებრივად განახლებას, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველო არის პატარა სახელმწიფო და ასეთ ვითარებაში აშშ-ს აქვს უფრო ძლიერი პოზიციები, მაგრამ ამასთან ერთად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და სწორედ ასეთი სუვერენული მიდგომით შევა ნებისმიერ ურთიერთობებში.

„ვფიქრობ, შესაძლებელია ინტერესების თანხვედრა, ასეთ შემთხვევაში სტრატეგიული პარტნიორობა, ვფიქრობ, რომ აღდგება. კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „დიფ სთეითის" დამარცხებაზე იქნება არსებითად დამოკიდებული ურთიერთობების გადატვირთვა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.