აუტისტური სპექტრის აშლილობები ნეირობიოლოგიურ დარღვევებს მიეკუთვნება. აუტიზმის მქონე ადამიანებში სხვადასხვა მახასიათებლები გვხვდება, განსხვავებული ხარისხითა და სიმძიმით.
ზოგადი და გავრცელებული ნიშნები სოციალური კომუნიკაციის, ურთიერთობებისა და გარემოსთან ურთიერთქმედების გაძნელებაა. მსგავსი პრობლემები სპექტრის ამა თუ იმ “დიაპაზონში” განსხვავებულად ვლინდება.
ლეიკოვორინი ინიშნება ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების შესამცირებლად. მაგრამ ბოლო 13 წლის განმავლობაში ჩატარებულ რამდენიმე კვლევაში, ექიმმა რიჩარდ ფრაიმ შეაგროვა მზარდი მტკიცებულება იმისა, რომ მას აუტიზმის ნიშნების გაუმჯობესებაც შეუძლია. მისივე თქმით, ეს შეიძლება ღირებული იყოს როგორც აუტიზმის მკურნალობაში, ასევე - ამ აშლილობის პრევენციაში.
"თუ ექიმთან მიდიხარ და ეძებ აუტიზმის აბებს, ის არ არსებობს, მაგრამ, ჩემი კვლევების თანახმად, ლეიკოვორინი ბევრ ბავშვს დაეხმარა" - განუცხადა The Post-ს ფრაიმ.
ფრაიმ ლეიკოვორინის გამოყენება 2000-იან წლებში დაიწყო.
"დავიწყე იმის გაცნობიერება, რომ თავის ტვინში ნეიროქიმია გამორთული იყო“, - თქვა მან.
დაახლოებით ამავე დროს, გაჩნდა ახალი კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ ნეიროგანვითარების დარღვევების მქონე ბევრ ბავშვს ჰქონდა ფოლიუმის (ვიტამინი B9) დაბალი დონე თავის ტვინში - მდგომარეობა, რომელიც ცნობილია როგორც ცერებრალური ფოლიუმის დეფიციტი (CFD). დადგინდა, რომ ამ ბავშვებიდან ბევრი ატარებდა ფოლიუმის რეცეპტორის ალფა (FR⍺) აუტოანტისხეულებს, რომლებიც ბლოკავს ფოლიუმის სწორ ტრანსპორტირებას ტვინში.
კვლევამ აჩვენა, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების 75%-ზე მეტს გააჩნდა FR⍺ აუტოანტისხეულები. ამ აღმოჩენებით დაინტერესებულმა ფრაიმ ლეიკოვორინით გამოყენება დაიწყო.
2012 წელს ჩატარებულ კლინიკურ კვლევაში, ფრაიმ და მისმა გუნდმა ლეიკოვორინი 44 ბავშვზე გამოცადეს. უმეტესობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
წაიკითხეთ ასევე: