მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
19 წლის ბიჭმა ოჯახის სამი წევრი მოკლა და 30 ბავშვის მკვლელობას გეგმავდა: მას 49 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა თქვა პროცესზე ბრიტანელი ბიჭის ფსიქიატრმა
19 წლის ბიჭმა ოჯახის სამი წევრი მოკლა და 30 ბავშვის მკვლელობას გეგმავდა: მას 49 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა თქვა პროცესზე ბრიტანელი ბიჭის ფსიქიატრმა

ბრი­ტა­ნელ მო­ზარდს, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ოჯა­ხის სამი წევ­რი მოკ­ლა, 49 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. 19 წლის ნი­კო­ლას პროს­პერ­მა, 2024 წლის 13 სექ­ტემ­ბერს, სა­კუ­თარ სახ­ლში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლა დედა, 48 წლის ჯუ­ლი­ა­ნა ფალ­კო­ნი, 16 წლის ძმა, კა­ი­ლი და 13 წლის და, ჟი­ზე­ლი.

და­ნა­შა­უ­ლის ად­გილ­ზე პო­ლი­ცია მე­ზო­ბელ­მა გა­მო­ი­ძა­ხა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბი­ნა­ში ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით შე­ვიდ­ნენ.

  • უმ­ცრო­სი დის ცხე­და­რი სა­სა­დი­ლო მა­გი­დის ქვეშ იპო­ვეს, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ გო­გო­ნა და­მალ­ვას ცდი­ლობ­და. 16 წლის კა­ი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში იპო­ვეს, მას და­ნით 100-ზე მეტი ჭრი­ლო­ბა ჰქონ­და მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

დამ­ნა­შა­ვე მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში, სკო­ლას­თან ახ­ლოს და­ა­კა­ვეს. მო­ზარ­დმა პო­ლი­ცი­ას გა­ნუ­ცხა­და, რომ წმინ­და ჯო­ზე­ფის და­წყე­ბი­თი სკო­ლის 30 მოს­წავ­ლის მოკ­ვლა­საც გეგ­მავ­და. ინ­ტერ­ნეტ­ში პროს­პე­რის და­კა­ვე­ბის კად­რე­ბიც ვრცელ­დე­ბა.

"თქვე­ნი ამ­ბი­ცია იყო ცნო­ბა­დო­ბა. გინ­დო­დათ, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნის ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მკვლე­ლის სა­ხე­ლი მო­გე­პო­ვე­ბი­ნათ. ამ სა­ში­ნელ ამ­ბი­ცი­ას თქვე­ნი დე­დის, დისა და ძმის სი­ცო­ცხლეც ემსხვერ­პლა" - გა­ნა­ცხა­და მო­სა­მარ­თლე ჯას­ტის ჩიმა-გრაბ­მა. პრო­კუ­რორ­მა და­ნა­შა­ულს "21-ე სა­უ­კუ­ნის უდი­დე­სი ხოც­ვა-ჟლე­ტა“ უწო­და.

ფსი­ქი­ატ­რის გან­ცხა­დე­ბით, პროს­პერს "ემ­პა­თი­ი­სა და სი­ნა­ნუ­ლის უკი­დუ­რე­სი ნაკ­ლე­ბო­ბა" აქვს, რაც ფსი­ქო­პა­თი­ურ ტენ­დენ­ცი­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა. მი­სი­ვე თქმით, ბრალ­დე­ბუ­ლი ავ­ლენ­და აუ­ტის­ტუ­რი სპექტრის აშ­ლი­ლო­ბის (ASD) ყვე­ლა სიმპტომს, მაგ­რამ დი­აგ­ნო­ზი არ და­უდ­გინ­და.

წყა­რო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

19 წლის ბიჭმა ოჯახის სამი წევრი მოკლა და 30 ბავშვის მკვლელობას გეგმავდა: მას 49 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა თქვა პროცესზე ბრიტანელი ბიჭის ფსიქიატრმა

19 წლის ბიჭმა ოჯახის სამი წევრი მოკლა და 30 ბავშვის მკვლელობას გეგმავდა: მას 49 წლით პატიმრობა მიესაჯა - რა თქვა პროცესზე ბრიტანელი ბიჭის ფსიქიატრმა

ბრიტანელ მოზარდს, რომელმაც თავისი ოჯახის სამი წევრი მოკლა, 49 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 19 წლის ნიკოლას პროსპერმა, 2024 წლის 13 სექტემბერს, საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა დედა, 48 წლის ჯულიანა ფალკონი, 16 წლის ძმა, კაილი და 13 წლის და, ჟიზელი.

დანაშაულის ადგილზე პოლიცია მეზობელმა გამოიძახა. სამართალდამცავები ბინაში ძალის გამოყენებით შევიდნენ.

  • უმცროსი დის ცხედარი სასადილო მაგიდის ქვეშ იპოვეს, ვარაუდობენ, რომ გოგონა დამალვას ცდილობდა. 16 წლის კაილი სამზარეულოში იპოვეს, მას დანით 100-ზე მეტი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დამნაშავე მკვლელობიდან რამდენიმე საათში, სკოლასთან ახლოს დააკავეს. მოზარდმა პოლიციას განუცხადა, რომ წმინდა ჯოზეფის დაწყებითი სკოლის 30 მოსწავლის მოკვლასაც გეგმავდა. ინტერნეტში პროსპერის დაკავების კადრებიც ვრცელდება.

"თქვენი ამბიცია იყო ცნობადობა. გინდოდათ, რომ 21-ე საუკუნის ყველაზე ცნობილი მკვლელის სახელი მოგეპოვებინათ. ამ საშინელ ამბიციას თქვენი დედის, დისა და ძმის სიცოცხლეც ემსხვერპლა" - განაცხადა მოსამართლე ჯასტის ჩიმა-გრაბმა. პროკურორმა დანაშაულს "21-ე საუკუნის უდიდესი ხოცვა-ჟლეტა“ უწოდა.

ფსიქიატრის განცხადებით, პროსპერს "ემპათიისა და სინანულის უკიდურესი ნაკლებობა" აქვს, რაც ფსიქოპათიურ ტენდენციებს მიეკუთვნება. მისივე თქმით, ბრალდებული ავლენდა აუტისტური სპექტრის აშლილობის (ASD) ყველა სიმპტომს, მაგრამ დიაგნოზი არ დაუდგინდა.

წყარო