მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 000 000 ლარს აღწევს“ - საია 5 თვის შედეგებს აჯამებს
“გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 000 000 ლარს აღწევს“ - საია 5 თვის შედეგებს აჯამებს

“მიმ­დი­ნა­რე რეპ­რე­სი­ე­ბის ფონ­ზე, დე­მონ­სტრან­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ და­წე­სე­ბუ­ლი დრა­კო­ნუ­ლი ჯა­რი­მე­ბი 2 მი­ლი­ონ ლარს აღ­წევს“, - ამის შე­სა­ხებ „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა იუ­რის­ტთა ასო­ცი­ა­ცი­ის“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი.

  • რო­გორც არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბე­ბის დროს გზის გა­და­კეტვის­თვის დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­ჯა­რი­მე­ბის პრაქ­ტი­კა შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს.

„ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის 174¹ მუხ­ლში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა, რის შე­დე­გა­დაც დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბის დროს გზის სპონ­ტა­ნუ­რად გა­და­კეტვის­თვის ჯა­რი­მა 10-ჯერ, 500 ლა­რი­დან 5000 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და.

ამ მუხ­ლით საქ­მის წარ­მო­ე­ბი­სას პო­ლი­ცია იყე­ნებს სა­ხის ამომცნობ კა­მე­რებს. რო­გორც წესი, ასეთ საქ­მე­ებ­ში ერ­თა­დერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას სა­ხის ამომცნო­ბი კა­მე­რე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი წარ­მო­ად­გენს, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, შე­სა­ბა­მი­სი კონ­ტექ­სტის იგ­ნო­რი­რე­ბით, პი­რის სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად მიჩ­ნე­ვი­სათ­ვის სა­სა­მარ­თლოს საკ­მა­რის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბად მი­აჩ­ნია.

  • 2024 წლის ნო­ემ­ბრი­დან 2025 წლის 18 მარ­ტის ჩათ­ვლით, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­ზე ამ მუხ­ლით გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მე­ბის ოდე­ნო­ბა 2 000 000 ლარს აღ­წევს.

სპონ­ტა­ნუ­რი შეკ­რე­ბე­ბის დროს გზის გა­და­კეტვის­თვის დე­მონ­სტრან­ტე­ბის და­ჯა­რი­მე­ბის პრაქ­ტი­კა შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის უფ­ლე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვას წარ­მო­ად­გენს“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

“გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 000 000 ლარს აღწევს“ - საია 5 თვის შედეგებს აჯამებს

“გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის გამოწერილი ჯარიმები 2 000 000 ლარს აღწევს“ - საია 5 თვის შედეგებს აჯამებს

“მიმდინარე რეპრესიების ფონზე, დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწესებული დრაკონული ჯარიმები 2 მილიონ ლარს აღწევს“, - ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

  • როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში განმარტავენ, სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹ მუხლში ცვლილებები შეიტანა, რის შედეგადაც დემონსტრაციების დროს გზის სპონტანურად გადაკეტვისთვის ჯარიმა 10-ჯერ, 500 ლარიდან 5000 ლარამდე გაიზარდა.

ამ მუხლით საქმის წარმოებისას პოლიცია იყენებს სახის ამომცნობ კამერებს. როგორც წესი, ასეთ საქმეებში ერთადერთ მტკიცებულებას სახის ამომცნობი კამერებიდან ამოღებული ფოტოები წარმოადგენს, რომლებიც, ძირითადად, შესაბამისი კონტექსტის იგნორირებით, პირის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სასამართლოს საკმარის მტკიცებულებად მიაჩნია.

  • 2024 წლის ნოემბრიდან 2025 წლის 18 მარტის ჩათვლით, აქციის მონაწილეებზე ამ მუხლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს.

სპონტანური შეკრებების დროს გზის გადაკეტვისთვის დემონსტრანტების დაჯარიმების პრაქტიკა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების მძიმე დარღვევას წარმოადგენს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.