პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთში გაემგზავრა - "დიდი ხანია ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო, მოგვენატრა ერთმანეთი..." (ვიდეო)
საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთში გაემგზავრა - "დიდი ხანია ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო, მოგვენატრა ერთმანეთი..." (ვიდეო)

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი სომ­ხეთ­ში უკვე გა­ემ­გზავ­რა, სა­დაც "ერთა ლი­გის" B დი­ვი­ზი­ო­ნის მო­მა­ვა­ლი მო­ნა­წი­ლე სა­ქარ­თვე­ლო­სა და სომ­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბის ორრა­უნ­დი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­ირ­კვე­ვა. პირ­ვე­ლი მატ­ჩი ერე­ვან­შია, ვაზ­გენ სარ­ქი­სი­ა­ნის რეს­პუბ­ლი­კურ სტა­დი­ონ­ზე (14 403), 20 მარტს, 21:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა. სა­პა­სუ­ხო მატ­ჩი კი 23 მარტს თბი­ლის­ში, "დი­ნა­მო არე­ნა­ზე" გა­ი­მარ­თე­ბა.

შე­მად­გენ­ლო­ბი­დან თუ ბოლო მატ­ჩე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფა­ვო­რი­ტე­ბად ქარ­თვე­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვი­ან. ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა სამ­შობ­ლო­ში 2-დღი­ა­ნი შეკ­რე­ბა გა­მარ­თა რო­მელ­საც შე­უ­ერ­თდნენ გუ­რამ კა­შია და ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­აც, რომ­ლე­ბიც სომ­ხეთ­თან პირ­ველ მატჩს ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გამო გა­მო­ტო­ვე­ბენ.

მატ­ჩის მთა­ვა­რი მსა­ჯი რუ­მი­ნე­ლი პეტ­რეს­კუ იქ­ნე­ბა.

ნაკ­რე­ბი სომ­ხეთ­თან მატ­ჩის­თვის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ემ­ზა­დე­ბა. 18 მარტს, შეკ­რე­ბის მე­ო­რე დღეს ჩვენ­მა გუნ­დმა მი­ხე­ილ მეს­ხის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით ივარ­ჯი­შა. დღეს სა­ღა­მო კი უკვე მას­პინ­ძელ ვაზ­გენ სარ­ქი­სი­ა­ნის სა­ხე­ლო­ბის სტა­დი­ონ­ზე, მატ­ჩის­წი­ნა ვარ­ჯიშს გა­მარ­თავს.

გამ­გზავ­რე­ბამ­დე მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე ნაკ­რე­ბის შემ­ტევ­მა, ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვილ­მა ისა­უბ­რა:

"ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია ვე­ლო­დე­ბით ამ მატ­ჩებს. ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზა იყო და მოგ­ვე­ნატ­რა ერ­თმა­ნე­თი, ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი.

ვი­ცით, რა მნიშ­ვნე­ლო­ბის თა­მა­შიც გვაქვს. B ლი­გა­ში დარ­ჩე­ნა გვჭირ­დე­ბა, რად­გან C ლი­გას­თან შე­და­რე­ბით გუნ­დე­ბის დონე გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამი­ტომ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი და­ვა­ფიქ­სი­როთ. კარგ ფორ­მა­ში ვარ, ბი­ჭე­ბიც ძა­ლი­ან შე­დე­გი­ა­ნად თა­მა­შო­ბენ და იმე­დია ამას სომ­ხეთ­თან თა­მაშ­შიც გად­მო­ვი­ტანთ".

პირ­ვე­ლი სა­ნაკ­რე­ბო შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებ­ზე ისა­უბ­რა ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის დე­ბი­უ­ტან­ტმა, ლუკა ლა­ცა­ბი­ძემ:

"ნაკ­რებ­ში ყვე­ლა ძა­ლი­ან კარ­გად დამ­ხვდა. ძა­ლი­ან მა­გა­რი გუნ­დია და და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით და­ვი­მუხ­ტე. ჩემი თა­ო­ბის ფეხ­ბურ­თე­ლი ნაკ­რებ­ში საბა გოგ­ლი­ჩი­ძეა. მას­თან ერ­თად ად­რეც მი­თა­მა­შია და ამან გა­მი­ად­ვი­ლა ადაპ­ტა­ცია და გა­მოც­დილ ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან ერ­თად ყოფ­ნა".

  • სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა

მე­კა­რე: გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვი­ლი (ვა­ლენ­სია, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ლო­რია (ომო­ნია არა­დი­პუ, კვიპ­რო­სი), ლუკა გუ­გე­შაშ­ვი­ლი (პან­სე­რა­ი­კო­სი, სა­ბერ­ძნე­თი)

დაც­ვა: გუ­რამ კა­შია (სლო­ვა­ნი, სლო­ვა­კე­თი), ოთარ კა­კა­ბა­ძე (კრა­კო­ვია, პო­ლო­ნე­თი), ლაშა დვა­ლი (აპო­ე­ლი, კვიპ­რო­სი), ლუკა ლო­ჩოშ­ვი­ლი (სა­ლერ­ნი­ტა­ნა, იტა­ლია), გი­ორ­გი გო­ჩო­ლე­იშ­ვი­ლი (კო­პე­ნ­ჰა­გე­ნი, და­ნია), საბა გოგ­ლი­ჩი­ძე (ემ­პო­ლი, იტა­ლია), ირაკ­ლი აზა­რო­ვი (შახ­ტა­რი, უკ­რა­ი­ნა), ლუკა ლა­ცა­ბი­ძე (ჩერ­ნო­მო­რე­ცი, უკ­რა­ი­ნა)

ნა­ხე­ვარ­დაც­ვა/თავ­დას­ხმა: ოთარ კი­ტე­იშ­ვი­ლი (შტურ­მი, ავ­სტრია), გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი (ლე­ვან­ტე, ეს­პა­ნე­თი), ნიკა კვეკ­ვეს­კი­რი (ნი­რე­ჰა­ზა, უნ­გრე­თი) ან­ზორ მექ­ვა­ბიშ­ვი­ლი (კრა­ი­ო­ვა, რუ­მი­ნე­თი), ლე­ვან შენ­გე­ლია (ოფი კრე­ტა, სა­ბერ­ძნე­თი), გი­ორ­გი წი­ტა­იშ­ვი­ლი (გრა­ნა­და, ეს­პა­ნე­თი), გი­ორ­გი ჩაკ­ვე­ტა­ძე (უო­ტფორ­დი, ინ­გლი­სი), შოთა ნო­ნი­კაშ­ვი­ლი (ჩერ­კა­სი, უკ­რა­ი­ნა), გი­ორ­გი ზა­რია (კა­ი­რა­თი, ყა­ზა­ხე­თი), ზუ­რი­კო და­ვი­თაშ­ვი­ლი (სენტ-ეტი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი გუ­ლი­აშ­ვი­ლი (სა­რა­ე­ვო, ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა), ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია (პსჟ, საფ­რან­გე­თი), ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძე (ჰა­ი­დე­ნ­ჰა­ი­მი, გერ­მა­ნია), გი­ორ­გი მი­ქა­უ­ტა­ძე (ლი­ო­ნის ოლიმ­პი­კი, საფ­რან­გე­თი)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთში გაემგზავრა - "დიდი ხანია ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო, მოგვენატრა ერთმანეთი..." (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთში გაემგზავრა - "დიდი ხანია ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო, მოგვენატრა ერთმანეთი..." (ვიდეო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სომხეთში უკვე გაემგზავრა, სადაც "ერთა ლიგის" B დივიზიონის მომავალი მონაწილე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების ორრაუნდიან დაპირისპირებაში გაირკვევა. პირველი მატჩი ერევანშია, ვაზგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე (14 403), 20 მარტს, 21:00 საათზე დაიწყება. საპასუხო მატჩი კი 23 მარტს თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართება.

შემადგენლობიდან თუ ბოლო მატჩებიდან გამომდინარე, ფავორიტებად ქართველები მიიჩნევიან. ეროვნულმა ნაკრებმა სამშობლოში 2-დღიანი შეკრება გამართა რომელსაც შეუერთდნენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლებიც სომხეთთან პირველ მატჩს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებენ.

მატჩის მთავარი მსაჯი რუმინელი პეტრესკუ იქნება.

ნაკრები სომხეთთან მატჩისთვის სრული შემადგენლობით ემზადება. 18 მარტს, შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. დღეს საღამო კი უკვე მასპინძელ ვაზგენ სარქისიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

გამგზავრებამდე მოახლოებული დაპირისპირებაზე ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა:

"ძალიან დიდი ხანია ველოდებით ამ მატჩებს. ხანგრძლივი პაუზა იყო და მოგვენატრა ერთმანეთი, ეროვნული ნაკრები.

ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშიც გვაქვს. B ლიგაში დარჩენა გვჭირდება, რადგან C ლიგასთან შედარებით გუნდების დონე განსხვავებულია. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. კარგ ფორმაში ვარ, ბიჭებიც ძალიან შედეგიანად თამაშობენ და იმედია ამას სომხეთთან თამაშშიც გადმოვიტანთ".

პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებებზე ისაუბრა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ:

"ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა".

  • საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი)

დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ჩერნომორეცი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი) ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი ზარია (კაირათი, ყაზახეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი)