მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნოეს კიდობანი იპოვეს - სად მიაგნეს მას და რა ფაქტებით ამყარებენ განცხადებას
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნოეს კიდობანი იპოვეს - სად მიაგნეს მას და რა ფაქტებით ამყარებენ განცხადებას

არა­რა­ტის მთის კვლე­ვი­თი ჯგუ­ფის ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ნოეს კი­დო­ბა­ნი იპო­ვეს. მათი თქმით, ნა­პოვ­ნი ნა­ვის ფორ­მის ბორ­ცვი, რო­მე­ლიც არა­რა­ტის მთის სამ­ხრე­თით მდე­ბა­რე­ობს, შე­საძ­ლოა ნოეს კი­დობ­ნის გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი ნაშ­თე­ბი იყოს.

ძვე­ლი აღ­თქმის მი­ხედ­ვით, კი­დობ­ნის „სიგ­რძე სა­მა­სი წყრთა, სი­გა­ნე ორ­მოც­და­ა­თი წყრთა და სი­მაღ­ლე ოც­და­ა­თი წყრთა“ იყო, მკვლე­ვარ­თა აზ­რით, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი დუ­რუ­პი­ნა­რის ფორ­მი­რე­ბის ზო­მებს ემ­თხვე­ვა.

მეც­ნი­ე­რებ­მა კლდი­სა და ნი­ა­და­გის თით­ქმის 30 ნი­მუ­ში შე­აგ­რო­ვეს - კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მათ­ში იყო თი­ხის მსგავ­სი მა­სა­ლე­ბის, ზღვის ნა­ლე­ქი და ზღვის პრო­დუქ­ტე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბი.

"ვვა­რა­უ­დობთ, რომ ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა ამ რე­გი­ონ­ში ენე­ო­ლი­თის პე­რი­ო­დი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. სიმ­პო­ზი­უ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გი იყო კუ­დი­სა და არა­რა­ტის და­მა­ტე­ბი­თი კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია რო­გორც მე­სო­პო­ტა­მი­ის რე­გი­ო­ნი", - ამ­ბობს კვლე­ვის წამ­ყვა­ნი ავ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი ფა­რუკ კა­ი­ა­მი.

დუ­რუ­პი­ნა­რის გე­მის მსგავ­სი სი­ლუ­ე­ტი და ზო­მე­ბი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევს დე­ბა­ტებს. ჯერ კი­დევ მე-3 სა­უ­კუ­ნე­ში ცნო­ბი­ლი ბა­ბი­ლო­ნე­ლი და ბერ­ძე­ნი ის­ტო­რი­კო­სე­ბი წერ­დნენ, რომ სომ­ხე­თის მთებ­ში მდე­ბა­რე­ობს ძვე­ლისძვე­ლი კი­დო­ბა­ნი. ახ­ლო­მახ­ლო მცხოვ­რებ­ნი მას ფისს აძ­რო­ბენ და ავ­გა­რო­ზებს აკე­თე­ბე­ნო.

არა­რა­ტი 5165 მეტ­რის სი­მაღ­ლის მთაა. 50-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ალ­პი­ნის­ტე­ბი ორ­ჯერ შე­ე­ცად­ნენ და­ე­ლაშ­ქრათ არა­რა­ტი ნოეს კი­დობ­ნის მო­სა­ძებ­ნად, მაგ­რამ ორი­ვე მცდე­ლო­ბა წა­რუ­მა­ტებ­ლად დამ­თავ­რდა – ექ­სპე­დი­ცი­ას არ­თუ­ლებ­და ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ არა­რა­ტის მთა სამი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვარ­ზე მდე­ბა­რე­ობს. ამ სა­ხელ­მწი­ფო­თა შო­რის და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მთა­ზე ას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნოეს კიდობანი იპოვეს - სად მიაგნეს მას და რა ფაქტებით ამყარებენ განცხადებას

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნოეს კიდობანი იპოვეს - სად მიაგნეს მას და რა ფაქტებით ამყარებენ განცხადებას

არარატის მთის კვლევითი ჯგუფის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ნოეს კიდობანი იპოვეს. მათი თქმით, ნაპოვნი ნავის ფორმის ბორცვი, რომელიც არარატის მთის სამხრეთით მდებარეობს, შესაძლოა ნოეს კიდობნის გაქვავებული ნაშთები იყოს.

ძველი აღთქმის მიხედვით, კიდობნის „სიგრძე სამასი წყრთა, სიგანე ორმოცდაათი წყრთა და სიმაღლე ოცდაათი წყრთა“ იყო, მკვლევართა აზრით, ეს მონაცემები დურუპინარის ფორმირების ზომებს ემთხვევა.

მეცნიერებმა კლდისა და ნიადაგის თითქმის 30 ნიმუში შეაგროვეს - კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მათში იყო თიხის მსგავსი მასალების, ზღვის ნალექი და ზღვის პროდუქტების ნარჩენები.

"ვვარაუდობთ, რომ ადამიანის საქმიანობა ამ რეგიონში ენეოლითის პერიოდიდან მიმდინარეობს. სიმპოზიუმის მნიშვნელოვანი შედეგი იყო კუდისა და არარატის დამატებითი კვლევების ჩატარების გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილია როგორც მესოპოტამიის რეგიონი", - ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, პროფესორი ფარუკ კაიამი.

დურუპინარის გემის მსგავსი სილუეტი და ზომები ათწლეულების განმავლობაში იწვევს დებატებს. ჯერ კიდევ მე-3 საუკუნეში ცნობილი ბაბილონელი და ბერძენი ისტორიკოსები წერდნენ, რომ სომხეთის მთებში მდებარეობს ძველისძველი კიდობანი. ახლომახლო მცხოვრებნი მას ფისს აძრობენ და ავგაროზებს აკეთებენო.

არარატი 5165 მეტრის სიმაღლის მთაა. 50-იანი წლების დასაწყისში ალპინისტები ორჯერ შეეცადნენ დაელაშქრათ არარატი ნოეს კიდობნის მოსაძებნად, მაგრამ ორივე მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა – ექსპედიციას ართულებდა ის გარემოებაც, რომ არარატის მთა სამი სახელმწიფოს საზღვარზე მდებარეობს. ამ სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მთაზე ასვლა აკრძალულია.