პარტნიორები:
    ავტორი:

    სტუდენტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან

    სტუდენტები აცხადებენ, რომ რუსთაველის გამზირზე პროტესტის 24-საათიან რეჟიმზე გადადიან

    სტუდენტური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე 24-საათიან საპროტესტო რეჟიმში გადადის - ამის შესახებ სტუდენტებმა ცოტა ხნის წინ აქციის მიმდინარეობისას განაცხადეს.

    მათივე თქმით, "ქართული ოცნება" ყოველდღიურად იღებს რეპრესიულ კანონებს და საჭირო გახდა, სტუდენტებმა, როგორც უნივერსიტეტების ფოიეებში, ასევე, რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი პროტესტი გამოხატონ.

    სტუდენტების განცხადებით, ისინი პროტესტის ახალ რეჟიმში დღეიდან გადადიან და ამაღამ რუსთაველის გამზირზე აპირებენ დარჩენას.