საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესია გაძარცვეს - რა ხდება ცნობილი
სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესია გაძარცვეს - რა ხდება ცნობილი

სტი­ქა­როს­ნის, უჩა ქე­მაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის 2 ეკ­ლე­სი­ა­ში შე­სა­წი­რი ყუთი გა­ტე­ხეს და თან­ხა გა­ი­ტა­ნეს.

რო­გორც სტი­ქა­რო­სა­ნი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნაც გა­ტე­ხეს სო­ფელ ჩუმ­ლაყ­ში, წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სია, თუმ­ცა შე­დე­გად არა­ვინ დას­ჯი­ლა. რო­გორც სტი­ქა­რო­სა­ნი აღ­ნიშ­ნავს, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო.

"შა­ბათს ეკ­ლე­სი­ა­ში ჩა­ტარ­და წირ­ვა-ლოც­ვა, საკ­მა­ოდ ბევ­რი ხალ­ხი იყო ტა­ძარ­ში მო­სუ­ლი და იფიქ­რეს შე­სა­წი­რიც ბევ­რი იქ­ნე­ბო­და. ორი ტა­ძა­რია და ორი­ვე ტაძ­რი­დან არის შე­სა­წი­რი წა­ღე­ბუ­ლი. 4-5 წლის წინ, მო­ოქ­რუ­ლი ხა­ტე­ბი და­ლე­წეს და წა­ი­ღეს. ამ­ჯე­რად ხა­ტებს არა­ვინ შე­ხე­ბია, კა­რე­ბია შემტვრე­უ­ლი და თან­ხაა წა­ღე­ბუ­ლი. პო­ლი­ცი­ას ვაც­ნო­ბეთ. წინა შემ­თხვე­ვა­ზეც ვაც­ნო­ბეთ პო­ლი­ცი­ას, თუმ­ცა ვერ გა­მო­ი­ძი­ეს და დამ­ნა­შა­ვეც ვერ გა­მო­ავ­ლი­ნეს. არ მაქვს იმე­დი, რომ ახლა დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა მოხ­დე­ბა. ახლა და­მი­რე­კეს ძაღ­ლიც მოგ­ვყავ­სო, არ ვიცი, რამ­დე­ნად მო­ახ­დე­ნენ დამ­ნა­შა­ვის მო­ძებ­ნას. გზა­ზე არის სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი, წვა­ლე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლი­ათ ამო­ი­ღონ კად­რე­ბი, ნა­ხონ, ვინ არის ამო­სუ­ლი იმ გზა­ზე“, - აღ­ნიშ­ნავს სტი­ქა­რო­სა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესია გაძარცვეს - რა ხდება ცნობილი

სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესია გაძარცვეს - რა ხდება ცნობილი

სტიქაროსნის, უჩა ქემაშვილის ინფორმაციით, სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის 2 ეკლესიაში შესაწირი ყუთი გატეხეს და თანხა გაიტანეს.

როგორც სტიქაროსანი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რამდენიმე წლის წინაც გატეხეს სოფელ ჩუმლაყში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, თუმცა შედეგად არავინ დასჯილა. როგორც სტიქაროსანი აღნიშნავს, მომხდარის შესახებ ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო.

"შაბათს ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, საკმაოდ ბევრი ხალხი იყო ტაძარში მოსული და იფიქრეს შესაწირიც ბევრი იქნებოდა. ორი ტაძარია და ორივე ტაძრიდან არის შესაწირი წაღებული. 4-5 წლის წინ, მოოქრული ხატები დალეწეს და წაიღეს. ამჯერად ხატებს არავინ შეხებია, კარებია შემტვრეული და თანხაა წაღებული. პოლიციას ვაცნობეთ. წინა შემთხვევაზეც ვაცნობეთ პოლიციას, თუმცა ვერ გამოიძიეს და დამნაშავეც ვერ გამოავლინეს. არ მაქვს იმედი, რომ ახლა დამნაშავეების იდენტიფიცირება მოხდება. ახლა დამირეკეს ძაღლიც მოგვყავსო, არ ვიცი, რამდენად მოახდენენ დამნაშავის მოძებნას. გზაზე არის სუპერმარკეტები, წვალების გარეშე შეუძლიათ ამოიღონ კადრები, ნახონ, ვინ არის ამოსული იმ გზაზე“, - აღნიშნავს სტიქაროსანი.