მოზაიკა
საზოგადოება
სამართალი

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე, მთვარე მორიელშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
პოლიტიკა
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“გასაკვირი იცით რა არის? ამდენი “არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ“ - ნიკა გვარამია
“გასაკვირი იცით რა არის? ამდენი “არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ“ - ნიკა გვარამია

“დღეს ორი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა დიქ­ტა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით - გა­საკ­ვი­რი იცით რა არის? რა და ის, რომ ამ­დე­ნი “არც ესაა გა­საკ­ვი­რი“ დაგ­როვ­და და გაკ­ვირ­ვე­ბის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში სამ­შობ­ლოს ვკარ­გავთ“, - ამის შე­სა­ხებ “კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ლი­დე­რი, ნიკა გვა­რა­მია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

  • რო­გორც გვა­რა­მია აღ­ნიშ­ნავს, ჯერ ხალ­ხს აჯა­რი­მე­ბენ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხით, ახლა კი ყვე­ლა ფონ­დი, რო­მე­ლიც და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ეხ­მა­რე­ბო­და და­ა­ყა­და­ღეს. ამას­თან, გვა­რა­მია სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საქ­მე­საც ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს რომ “გა­საკ­ვი­რი არა­ფე­რი აღა­რაა“.

“დღეს ორი ნა­ბი­ჯი გა­და­იდ­გა დიქ­ტა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით:

მიშა სა­ა­კაშ­ვილს ისე­თი მი­უ­სა­ჯეს, შემ­დეგ მა­ნამ­დე მის­ჯი­ლებს და­ა­მა­ტეს, შემ­დეგ ჯამი კვად­რატ­ში აიყ­ვა­ნეს და სა­ბო­ლო­ოდ 12 წე­ლი­წად ნა­ხე­ვარ­ზე ავიდ­ნენ. გა­სა­გე­ბია: და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მზე და ქვეყ­ნის მთა­ვარ პო­ლიტ­პა­ტი­მარ­ზე ვსა­უბ­რობთ (ზვი­ა­დის და­პა­ტიმ­რე­ბა ვერ მო­ას­წრეს და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ქარ­თვე­ლო­ში) და არა­ფე­რი აღა­რაა გა­საკ­ვი­რი.

ყვე­ლა ფონ­დი, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბო­და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს (ნა­ნუ­კას, გი­ლა­უ­რის და სხვე­ბიც) და­ა­ყა­და­ღეს. ჯერ ხომ ხალ­ხს აჯა­რი­მე­ბენ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თან­ხით. ახლა ვინც უხ­დის ამ თან­ხებს, ვინც უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რებს ეხ­მა­რე­ბა - იმა­თაც აჯა­რი­მე­ბენ. აგერ, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ანს მთლად გუ­რი­ის დახ­მა­რე­ბის­თვის მოს­თხო­ვენ პა­სუხს, რა ვიცი, თოვ­ლის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის უჩივ­ლებს ალ­ბათ "შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი თოვ­ლი". არც ესაა გა­საკ­ვი­რი, სრუ­ლი­ად არა.

მაგ­რამ, გა­საკ­ვი­რი იცით რა არის? რა და ის, რომ ამ­დე­ნი "არც ესაა გა­საკ­ვი­რი" დაგ­როვ­და და გაკ­ვირ­ვე­ბის გა­რე­შე, სრუ­ლი­ად მო­სა­ლოდ­ნე­ლო­ბის რე­ჟიმ­ში სამ­შობ­ლოს ვკარ­გავთ. აი ეს კი ნამ­დვი­ლად გა­საკ­ვი­რია“,- წერს გვა­რა­მია.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, “ნა­ნუ­კას ფონ­დი“ და­ა­ყა­და­ღეს. “ბან­კში მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მო­ი­თხო­ვა და­ყა­და­ღე­ბა. თან და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მე­ქა­ნიზ­მით. ვრე­კავ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დავრე­კო სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­რო­ში.ვრე­კავ ამ უკა­ნას­კნელ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ­გან ფონ­დის და­ყა­და­ღე­ბის მო­თხოვ­ნა არ­სად გაგ­ზავ­ნი­ლა.დას­მულ კი­თხვა­ზე, რა გზით და­იბ­ლო­კა ფონ­დის ან­გა­რი­შე­ბი, მი­პა­სუ­ხეს, ჩვე­ნი გვერ­დის ავ­ლით, სა­სა­მარ­თლომ პირ­და­პი­რი გზით მო­ი­თხო­ვა ყა­და­ღის და­დე­ბა“, - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. ამას­თან, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია სხვა ფონ­დე­ბიც.

ამას­თან, დღეს, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 4,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და ჯამ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?
ავტორი:

“გასაკვირი იცით რა არის? ამდენი “არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ“ - ნიკა გვარამია

“გასაკვირი იცით რა არის? ამდენი “არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ“ - ნიკა გვარამია

“დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით - გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი “არც ესაა გასაკვირი“ დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ“, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.

  • როგორც გვარამია აღნიშნავს, ჯერ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით, ახლა კი ყველა ფონდი, რომელიც დაზარალებულებს ეხმარებოდა დააყადაღეს. ამასთან, გვარამია საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილის საქმესაც ეხმაურება და აღნიშნავს რომ “გასაკვირი არაფერი აღარაა“.

“დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:

მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, შემდეგ მანამდე მისჯილებს დაამატეს, შემდეგ ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.

ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ "შეურაცხყოფილი თოვლი". არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.

მაგრამ, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია“,- წერს გვარამია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, “ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. “ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში. ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

ამასთან, დღეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა.