მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფონდების ეშინიათ და დასდევენ - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ" - ელენე ხოშტარია
"ფონდების ეშინიათ და დასდევენ - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ" - ელენე ხოშტარია

"ფონ­დე­ბის ეში­ნი­ათ და სწო­რა­დაც! - ახალ ფორ­მებს მო­ვი­ფიქ­რებთ, თქვენ სდი­ეთ, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა "კო­ა­ლი­ცია ცვლი­ლე­ბის­თვის“ ერთ-ერთი ლი­დე­რი, ელე­ნე ხოშ­ტა­რია ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას რამ­დე­ნი­მე ფონ­დის, მათ შო­რის "ნა­ნუ­კას ფონ­დის“ და­ყა­და­ღე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც ელე­ნე ხოშ­ტა­რია წერს, საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ნა­ნუ­კას ფონდთან“ ერ­თად არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლის“ და "ფროს­ფე­რი­თი ჯორ­ჯი­ას“ და­ყა­და­ღე­ბა პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბას ისა­ხავს მიზ­ნად.

"ფონ­დე­ბის ეში­ნი­ათ და სწო­რა­დაც! ყვე­ლა სა­ხის სო­ლი­და­რო­ბის ეში­ნი­ათ და დას­დე­ვენ. ახალ ფორ­მებს მო­ვი­ფიქ­რებთ, თქვენ სდი­ეთ. მად­ლო­ბა ყვე­ლა ფონდს, გარ­და ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რი­სა, სის­ტე­მის გაბ­რა­ზე­ბის­თვის. როცა ვი­ცით, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს დევ­ნა, პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბას, მშვი­დად უნდა გა­ვაგ­რძე­ლოთ პრო­ტეს­ტიც და სო­ლი­და­რო­ბის სხვა ფორ­მე­ბის ძი­ე­ბაც“, - წერს ხოშ­ტა­რია.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რომ­ლის თა­ნახ­მად, "ნა­ნუ­კას ფონ­დი“ და­ა­ყა­და­ღეს. "ბან­კში მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ მო­ი­თხო­ვა და­ყა­და­ღე­ბა. თან და­ყა­და­ღე­ბუ­ლია და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი მე­ქა­ნიზ­მით. ვრე­კავ სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დავრე­კო სა­აღ­სრუ­ლე­ბო ბი­უ­რო­ში.ვრე­კავ ამ უკა­ნას­კნელ­ში და მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათ­გან ფონ­დის და­ყა­და­ღე­ბის მო­თხოვ­ნა არ­სად გაგ­ზავ­ნი­ლა.დას­მულ კი­თხვა­ზე, რა გზით და­იბ­ლო­კა ფონ­დის ან­გა­რი­შე­ბი, მი­პა­სუ­ხეს, ჩვე­ნი გვერ­დის ავ­ლით, სა­სა­მარ­თლომ პირ­და­პი­რი გზით მო­ი­თხო­ვა ყა­და­ღის და­დე­ბა“, - წერს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ამას­თან, ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ყა­და­ღე­ბუ­ლია სხვა ფონ­დე­ბიც.

"კერ­ძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გი­ლა­უ­რის ფონ­დი და Human Rights House Tbilisi • თბი­ლი­სის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სახ­ლი. და­ყა­და­ღე­ბუ­ლია ის ფონ­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ბო­ლოს ძი­რი­თა­დად ჯა­რი­მებს იხ­დიდ­ნენ. ყა­და­ღა მო­ი­თხო­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ", - აღ­ნიშ­ნავს ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"ფონდების ეშინიათ და დასდევენ - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ" - ელენე ხოშტარია

"ფონდების ეშინიათ და დასდევენ - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ" - ელენე ხოშტარია

"ფონდების ეშინიათ და სწორადაც! - ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ, - ასე ეხმაურება "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რამდენიმე ფონდის, მათ შორის "ნანუკას ფონდის“ დაყადაღებასთან დაკავშირებით.

როგორც ელენე ხოშტარია წერს, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ნანუკას ფონდთან“ ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია "თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ და "ფროსფერითი ჯორჯიას“ დაყადაღება პროტესტის ჩახშობას ისახავს მიზნად.

"ფონდების ეშინიათ და სწორადაც! ყველა სახის სოლიდარობის ეშინიათ და დასდევენ. ახალ ფორმებს მოვიფიქრებთ, თქვენ სდიეთ. მადლობა ყველა ფონდს, გარდა ხალხის მხარდაჭერისა, სისტემის გაბრაზებისთვის. როცა ვიცით, რას ემსახურება ეს დევნა, პროტესტის ჩახშობას, მშვიდად უნდა გავაგრძელოთ პროტესტიც და სოლიდარობის სხვა ფორმების ძიებაც“, - წერს ხოშტარია.

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმად, "ნანუკას ფონდი“ დააყადაღეს. "ბანკში მეუბნებიან, რომ საქალაქო სასამართლომ მოითხოვა დაყადაღება. თან დაყადაღებულია დაუყოვნებლივი მექანიზმით. ვრეკავ საქალაქო სასამართლოში, მეუბნებიან, რომ დავრეკო სააღსრულებო ბიუროში.ვრეკავ ამ უკანასკნელში და მეუბნებიან, რომ მათგან ფონდის დაყადაღების მოთხოვნა არსად გაგზავნილა.დასმულ კითხვაზე, რა გზით დაიბლოკა ფონდის ანგარიშები, მიპასუხეს, ჩვენი გვერდის ავლით, სასამართლომ პირდაპირი გზით მოითხოვა ყადაღის დადება“, - წერს ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ამასთან, ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დაყადაღებულია სხვა ფონდებიც.

"კერძოდ: prosperitygeorgia.org - ნიკა გილაურის ფონდი და Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. დაყადაღებულია ის ფონდები, რომლებიც ბოლოს ძირითადად ჯარიმებს იხდიდნენ. ყადაღა მოითხოვა პროკურატურამ", - აღნიშნავს ჟორჟოლიანი.