პოლიტიკა
მსოფლიო

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია“ - რა ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული და როგორია კლინიკებში მიმართვიანობა
“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია“ - რა ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული და როგორია კლინიკებში მიმართვიანობა

“შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გა­დავ­ლი­ლია-თუ მარ­ტის პირ­ველ კვი­რას გრი­პის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 85% იყო, ახლა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 79%-მდე შემ­ცირ­და“, - ამის შე­სა­ხებ იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, თსსუ-ის პრო­ფე­სორ­მა, ივა­ნე ჩხა­ი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში თუ “A“ ტი­პის ვირუ­სი იყო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ახლა “B“ ტი­პის ვირუ­სი სჭარ­ბობს.

“თე­ბერ­ვლის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან და­წყე­ბუ­ლი, მარ­ტის მე­ო­რე კვი­რაა, ყო­ველ კვი­რა მცირ­დე­ბა იმ პი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი შემ­ცირ­და, გრი­პი ჯერ კი­დევ რჩე­ბა ყვე­ლა­ზე უფრო მე­ტად იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ ვირუ­სად. გრი­პი წარ­მო­ად­გენს დღე­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ ვირუსს. თუ მარ­ტის პირ­ველ კვი­რას გრი­პის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ან­ტის ჯა­მუ­რი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 85% იყო, ახლა ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 79%-მდე შემ­ცირ­და.

სე­ზო­ნის და­სა­წყის­ში თუ “A“ ტი­პის ვირუ­სი იყო უფრო მე­ტად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ახლა “B“ ტი­პის ვირუ­სი სჭარ­ბობს“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კლი­ნი­კებ­ში პა­ცი­ენ­ტე­ბის მი­მარ­თვი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს, რო­გორც ივა­ნე ჩხა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, გრი­პის ვირუ­სი მა­ინც ჭარ­ბობს, შე­სა­ბა­მი­სად, მო­მარ­თვი­ა­ნო­ბა პე­დი­ატ­რი­ულ სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში მა­ღა­ლი რჩე­ბა.

  • გარ­და ამი­სა, მან ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის უე­ცარ ცვლი­ლე­ბა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ტემ­პე­რა­ტუ­რის უე­ცა­რი ცვლი­ლე­ბა პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბას არ ახ­დენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს.

“ტემ­პე­რა­ტუ­რის ვარ­დნა მაღ­ლი­დან და­ბალ­ზე, გარ­კვე­ულ გავ­ლე­ნას ახ­დენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. სა­უ­ბა­რი არ არის პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბა­ზე. სით­ბო და სი­ცი­ვე პირ­და­პირ ზე­მოქ­მე­დე­ბას არ ახ­დენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, თუმ­ცა რო­დე­საც რეს­პი­რა­ცი­ულ ვირუ­სებ­ზე ვსა­უბ­რობთ, აქ ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ამ ყვე­ლა­ფერს მარ­ტი­ვი ახ­სნა აქვს, რო­დე­საც გა­რეთ მზი­ა­ნი ამინ­დია, ბევ­რი ბავ­შვი ატა­რებს დროს ღია სივ­რცე­ში, ხოლო რო­დე­საც აცივ­დე­ბა, უფრო მეტი ბავ­შვი ბრუნ­დე­ბა ჩა­კე­ტილ სივ­რცე­ში. და­ხუ­რულ სივ­რცე­ში უფრო მე­ტია ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ალ­ბა­თო­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია, მო­მა­ვალ კვი­რას, ამინ­დის ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად უფრო აქ­ტი­უ­რი იყოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა. ძნე­ლად წარ­მო­სად­გე­ნია აცი­ვე­ბას ინ­ფი­ცი­რე­ბის მკვეთ­რი მა­ტე­ბა მოჰ­ყვეს“, - აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რა­ში".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა
ავტორი:

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია“ - რა ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული და როგორია კლინიკებში მიმართვიანობა

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია“ - რა ტიპის გრიპის ვირუსია გავრცელებული და როგორია კლინიკებში მიმართვიანობა

“შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკი უკვე გადავლილია-თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა“, - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სეზონის დასაწყისში თუ “A“ ტიპის ვირუსი იყო მეტად გავრცელებული, ახლა “B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს.

“თებერვლის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მარტის მეორე კვირაა, ყოველ კვირა მცირდება იმ პირების რაოდენობა, რომლებიც ინფიცირებულები არიან რესპირაციული ვირუსებით. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანობაში ინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა, გრიპი ჯერ კიდევ რჩება ყველაზე უფრო მეტად იდენტიფიცირებულ ვირუსად. გრიპი წარმოადგენს დღესაც ყველაზე მეტად გავრცელებულ ვირუსს. თუ მარტის პირველ კვირას გრიპის სხვადასხვა ვარიანტის ჯამური მაჩვენებელი 85% იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 79%-მდე შემცირდა.

სეზონის დასაწყისში თუ “A“ ტიპის ვირუსი იყო უფრო მეტად გავრცელებული, ახლა “B“ ტიპის ვირუსი სჭარბობს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების მიმართვიანობის მაჩვენებელს, როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, გრიპის ვირუსი მაინც ჭარბობს, შესაბამისად, მომართვიანობა პედიატრიულ სტაციონარებში მაღალი რჩება.

  • გარდა ამისა, მან ჰაერის ტემპერატურის უეცარ ცვლილებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტემპერატურის უეცარი ცვლილება პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

“ტემპერატურის ვარდნა მაღლიდან დაბალზე, გარკვეულ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე. საუბარი არ არის პირდაპირ ზემოქმედებაზე. სითბო და სიცივე პირდაპირ ზემოქმედებას არ ახდენს ჯანმრთელობაზე, თუმცა როდესაც რესპირაციულ ვირუსებზე ვსაუბრობთ, აქ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ ყველაფერს მარტივი ახსნა აქვს, როდესაც გარეთ მზიანი ამინდია, ბევრი ბავშვი ატარებს დროს ღია სივრცეში, ხოლო როდესაც აცივდება, უფრო მეტი ბავშვი ბრუნდება ჩაკეტილ სივრცეში. დახურულ სივრცეში უფრო მეტია ვირუსების გავრცელების ალბათობა.

შესაძლებელია, მომავალ კვირას, ამინდის ცვლილების შედეგად უფრო აქტიური იყოს რესპირაციული ვირუსული ინფექციების იდენტიფიცირება. ძნელად წარმოსადგენია აცივებას ინფიცირების მკვეთრი მატება მოჰყვეს“, - აღნიშნა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ "კვირაში".