მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“რუსულმა რეჟიმმა სასამართლოს შენობა ცირკად აქცია - სააკაშვილი ისჯება იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა“ - სოფო ჯაფარიძე
“რუსულმა რეჟიმმა სასამართლოს შენობა ცირკად აქცია - სააკაშვილი ისჯება იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა“ - სოფო ჯაფარიძე

“რუ­სულ­მა რე­ჟიმ­მა [სა­სა­მარ­თლოს] შე­ნო­ბა აქ­ცია ცირ­კად - მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ის­ჯე­ბა“, - ამის შე­სა­ხებ “ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა, სოფო ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის საქ­მე­ზე გა­მო­ტა­ნილ გა­ნა­ჩენს გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

მისი თქმით, სა­სა­მარ­თლოს შე­ნო­ბა არის “ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბა“, სა­დაც არ არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი,

“რა მო­ლო­დი­ნი უნდა გვქო­ნო­და ამ შე­ნო­ბის­გან?! ეს არის მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი შე­ნო­ბა, სა­დაც არ არ­სე­ბობს სა­მარ­თა­ლი. ჩვენ ამ შე­ნო­ბას ვე­რაფ­რით და­ვარ­ქმევთ სა­სა­მარ­თლოს. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სულ­მა რე­ჟიმ­მა ეს შე­ნო­ბა აქ­ცია ცირ­კად. სა­მარ­თა­ლი სა­ერ­თოდ ახ­ლო­საც არაა ამ ყვე­ლა­ფერ­თან, რა­საც ყო­ველ­დღი­უ­რად ამ შე­ნო­ბა­ში ვუ­ყუ­რებთ. დიახ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ის­ჯე­ბა რუ­სუ­ლი რე­ჟი­მის მხრი­დან, მხო­ლოდ იმი­ტომ რომ უყ­ვარს ქვე­ყა­ნა, ის­ჯე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა რუ­სეთს არ გა­და­ა­ბა­რა, ის­ჯე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა სწრა­ფი სვლით ატა­რა და­სავ­ლე­თის­კენ,“ - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ზღვრის უკა­ნო­ნო კვე­თის საქ­მე­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს 4,6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა, თუმ­ცა, ასე­ვე და­ე­მა­ტა სა­ბი­უ­ჯე­ტო თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვის საქ­მი­დან სას­ჯე­ლი 8 წლით და ჯამ­ში თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა 12,6 წლის ვა­დით გა­ნე­სა­ზღვრა. სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, ბექა ბა­სი­ლა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა უკ­ვირთ, ვი­ნა­ი­დან “მძი­მე სას­ჯე­ლი ნაკ­ლე­ბად მძი­მე სას­ჯელს შთან­თქავს და მხო­ლოდ უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ სას­ჯე­ლის შეკ­რე­ბი­თო­ბა მოხ­დეს“.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

“რუსულმა რეჟიმმა სასამართლოს შენობა ცირკად აქცია - სააკაშვილი ისჯება იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა“ - სოფო ჯაფარიძე

“რუსულმა რეჟიმმა სასამართლოს შენობა ცირკად აქცია - სააკაშვილი ისჯება იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა“ - სოფო ჯაფარიძე

“რუსულმა რეჟიმმა [სასამართლოს] შენობა აქცია ცირკად - მიხეილ სააკაშვილი რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს სიყვარულისთვის ისჯება“, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სასამართლოს შენობა არის “ცარიელი შენობა“, სადაც არ არსებობს სამართალი,

“რა მოლოდინი უნდა გვქონოდა ამ შენობისგან?! ეს არის მხოლოდ ცარიელი შენობა, სადაც არ არსებობს სამართალი. ჩვენ ამ შენობას ვერაფრით დავარქმევთ სასამართლოს. სამწუხაროდ, რუსულმა რეჟიმმა ეს შენობა აქცია ცირკად. სამართალი საერთოდ ახლოსაც არაა ამ ყველაფერთან, რასაც ყოველდღიურად ამ შენობაში ვუყურებთ. დიახ, მიხეილ სააკაშვილი ისჯება რუსული რეჟიმის მხრიდან, მხოლოდ იმიტომ რომ უყვარს ქვეყანა, ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანა რუსეთს არ გადააბარა, ისჯება მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა სწრაფი სვლით ატარა დასავლეთისკენ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, მოსამართლის გადაწყვეტილებით, საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა, ასევე დაემატა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმიდან სასჯელი 8 წლით და ჯამში თავისუფლების აღკვეთა 12,6 წლის ვადით განესაზღვრა. სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება უკვირთ, ვინაიდან “მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, რომ სასჯელის შეკრებითობა მოხდეს“.

იხილეთ ასევე: